Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Апрель
2018

Новости за 06.04.2018

საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მოსახლეობა აღდგომის დღესასწაულის დღეებში სოფელში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას მოითხოვს.

რა შეიძლება მომხდარიყო მინდელის შახტში?

Radiotavisupleba.ge 

გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის სპეციალისტები უკვე ტყიბულში იმყოფებიან  მომხდარი ტრაგედიის მიზეზის დასადგენად. ინსტიტუტის მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის ლაბორატორიის გამგე, აკადემიკოსი ლევან ჯაფარიძე ამბობს, რომ მხოლოდ სპეციალისტების მუშაობის შემდეგ გახდება ცნობილი, რამ გამოიწვია მაღაროელთა სიკვდილი.

ტრაგედია ტყიბულში - სახელმწიფო დროშები დაშვებულია

Radiotavisupleba.ge 

6 აპრილი საქართველოში გლოვის დღეა. ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშებია დაშვებული.

თბილისში ხანძრის შედეგად დაიღუპა იორდანიის მოქალაქე

Radiotavisupleba.ge 

ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა თბილისში, კიევის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხანძარი გაჩნდა ჰოსტელად გადაკეთებულ სახლში, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობდნენ. გამგებლის ინფორმაციით, გარდაცვლილია იორდანიის მოქალაქე. ხანძრის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი დაუდევრობაა. მომხდარის გამო დაწყებულია გამოძიება და შემთხვევის ადგილის ექსპერტიზა.

როგორ დავიცვათ ბავშვები სექსუალური ძალადობისგან

Radiotavisupleba.ge 

ბავშვები ხშირად ხდებიან სექსუალური ძალადობის სამიზნე, მაგრამ ასეთი ფაქტები შედარებით იშვიათად მჟღავნდება. ამ მხრივ ყველაზე სახიფათო რისკჯგუფს სკოლამდელი ასაკის ბავშვები წარმოადგენენ.

სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 24 წლით პატიმრობა მიესაჯა

Radiotavisupleba.ge 

სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პარკ გეუნ-იე დამნაშავედ ცნო ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაში, მექრთამეობასა და გამოძალვაში და 24 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიების ინფორმაციით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტობის პერიოდში პარკ გეუნ-იემ მსხვილი კომპანიები აიძულა საერთო ჯამში 72 მილიონი დოლარის შემოწირულება შეეტანათ ორ ფონდში, რომელსაც მისი ახლო მეგობარი ჩოი სუნ სილი ხელმძღვანელობდა. მას სასამართლომ ჯერ კიდევ თებერვალში მიუსაჯა 20 წლით პატიმრობა. სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ბრალდებას უარყოფს... Читать дальше...

ანუნა ბუკია: დავინახე ჩემი სახლი... არ მომინდა, ძალისმიერი გზით ყოფილიყო ის ისევ ჩემი

Radiotavisupleba.ge 

"როცა დავინახე ჩემი სახლი, ძალიან არ მომინდა, რომ ძალისმიერი გზით ყოფილიყო ეს სახლი ისევ ჩემი", - გვიზიარებს სოხუმში ყოფნისას განცდილს ანუნა ბუკია, ავტორი ფილმისა - "მე გადავცურე ენგური". 6 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" თემა იყო ომი, ოკუპაცია, დევნილობა და ოკუპაციის განსხვავებული რუტინა. ფილმი - "მე გადავცურე ენგური" ანუნა ბუკიამ 2014-2016 წლებში გადაიღო. მაყურებელთა რამდენიმე ჯგუფმა ფილმი 2017 წელს ნახა, ფილმის სატელევიზიო პრემიერა კი 2018 წლის მარტში შედგა "რუსთავი2"-ის ეთერში. ფილმის მონტაჟისას და განსაკუთრებით... Читать дальше...

ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ სამხედრო გზით სამხრეთ ოსეთის დაბრუნება შეუძლებელია და ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტა

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter ოკუპირებული ”სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ეხმაურება. „საქართველოს ხელისუფლების ახალი ინიციატივა არის მორიგი პიარ-აქცია და უხეში მცდელობა, საქართველო საერთაშორისო საზოგადოების თვალში, როგორც მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო წარმოაჩინონ, რომელსაც კონსტრუქციული ხელისუფლება ჰყავს. საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ უახლოეს პერსპექტივაში სამხედრო... Читать дальше...

რუსეთმა დიდი ბრიტანეთი გააფრთხილა, რომ "ცეცხლს ეთამაშება"

Radiotavisupleba.ge 

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის ინიციატივით 5 აპრილს მოწვეულ სხდომაზე იმსჯელა დიდ ბრიტანეთში რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლაზე. გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ ქიმიური იარაღის გამოყენებაში მოსკოვის დადანაშაულებას უწოდა „აბსურდის თეატრი“ და დიდ ბრიტანეთს და დასავლეთის მედიასაშუალებებს ბრალად დასდო „ბინძური თამაში“ და პროპაგანდისტული ომი, რომლის მიზანია რუსეთის დისკრედიტაცია „გებელსის მეთოდებით.“ ნებენზიას განცხადებითვე... Читать дальше...

The Times: ბრიტანულმა დაზვერვამ დაადგინა რუსეთში "ნოვიჩოკ"-ის წარმოების ადგილი

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, ნივთიერება „ნოვიჩოკი,“ რომლითაც მარტში, ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, წარმოებული იყო რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ შიხანის დახურულ სამხედრო, სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე. ამის შესახებ 6 აპრილს იუწყება ბრიტანული გაზეთი The Times-ი. გამოცემის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებმა მათ მიერ მოპოვებული მონაცემები დახურულ ბრიფინგზე გააცნეს მოკავშირე სახელმწიფოების წარმომადგენლებს.

საქართველოში გლოვის დღეა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში გლოვის დღეა ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ხსოვნის პატივსაცემად. გლოვის ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის სასახლის და თბილისსა და ქუთაისში პარლამენტის შენობებზე. სახელმწიფო დროშები დაუშვეს სხვა სახელმწიფო დაწესებულებებმაც. 5 აპრილს გამთენიისას, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაიღუპა 6 მაღაროელი. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი „სამთო დარტყმაა.“ დაღუპული მეშახტეებისთვის პატივის მისაგებად, 6 აპრილს, თბილისში გაიმართება მსვლელობა „სოლიდარობა... Читать дальше...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე დროშა დაშვებულია

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Янник Синнер высказался о первом месте в рейтинге ATP и травме Новака Джоковича






Путин о неприглашении РФ на юбилей высадки в Нормандии: от нас не убудет

Почему Горбачев продал страну по цене бутерброда?

Трое старшеклассников изнасиловали 10-летнего мальчика: подробности трагедии

Путин сообщил о выполнении Ираном всех обязательств по ядерной сделке