Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июнь
2018

Новости за 01.06.2018

სახალხო დამცველი ზაზა სარალიძეს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შეხვდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს. „ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა უწყებასთან მივიდეს ის სათქმელი, რაც აქვს ბატონ ზაზას. არის ბევრი დეტალი საქმეში, რაც ეჭვს იწვევს და ამის მიტანა საზოგადოებამდე ტელევიზიების და მიტინგის მეშვეობით რთულია და ყველა დეტალს, რაც მას აწუხებს, ყველა გამოუძიებელ გარემოებას, ყველა საეჭვო პირის მონაწილეობას ამ საქმეში სჭირდება გამოძიება და ყურადღება საგამოძიებო ორგანოების მხრიდან“ - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ. Читать дальше...

ანა ნაცვლიშვილი: ლეგიტიმურად არსებობს სისტემური ცვლილებების მოთხოვნები

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი დღეს პარლამენტის წინ იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ საზოგადოებაში ლეგიტიმურად არსებობს სისტემური ცვლილებების მოთხოვნები

"ევროპული საქართველო" ვითარების განმუხტვის ერთადერთ გზად მიიჩნევს ვადამდელ არჩევნებს

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო უმცირესობაში მყოფი პარტიის, „ევროპული საქართველოს“ შეფასებით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ეფექტური გამოძიებისთვის ფუნდამენტური საკითხია, რომ ახალი პროკურორი იყოს ფართო საზოგადოებრივი ნდობის მქონე ფიგურა და მნიშვნელოვანია ოპოზიციურ კონტროლქვეშ მყოფი საპარლამენტო კომისიაც. „მაგრამ განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის გუშინდელი საქციელის ფონზე, ეს ნაბიჯებიც კი ვერ განმუხტავს ბოლომდე პოლიტიკურ კრიზისს და ლოგიკურია ის მოთხოვნა, რომელიც გაისმა აქციაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე. Читать дальше...

ოპოზიციამ განაცხადა, რომ პარტიული მიზნებისთვის არ გამოიყენებს თბილისში მიმდინარე აქციას

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ტრაგედიას არ გამოიყენებს პარტიული ინტერესებისთვის. შექმნილ ვითარებაზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა იმსჯელეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში. შეხვედრის შემდეგ ლეიბორისტთა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მიზანი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, თუმცა, ამას არ ურევს შვილმკვდარი მშობლების თანადგომაში და საპროტესტო აქცია ზეპარტიულია. Читать дальше...

რას გულისხმობდა მალხაზ მაჩალიკაშვილი, როცა თავის აფეთქებაზე ლაპარაკობდა?

Radiotavisupleba.ge 

31 მაისს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გამოსვლისას მალხაზ მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ ის "თავის ხალხთან" ერთად, რამდენიმე ადამიანთან ერთად აპირებდა თავის აფეთქებას, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა.

ესპანეთის პარლამენტმა მთავრობა გადააყენა

Radiotavisupleba.ge 

ესპანეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა მთავრობას პრემიერ-მინისტრის, მარიანო რახოის ხელმძღვანელობით. მთავრობის გადაყენებას მხარი დაუჭირა პარლამენტის 180-მა დეპუტატმა 169-ის წინააღმდეგ. მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველი იყო მარიანო რახოის „სახალხო პარტიასთან“ დაკავშირებული კორუფციული სკანდალი. ესპანეთის სასამართლომ კორუფციაში დამნაშავედ ცნო პარტიის 30-მდე წარმომადგენელი. თავად რახოი კორუფციასთან კავშირს უარყოფს. კორუფციული სკანდალი პირადად არ შეხებია მინისტრთა კაბინეტის არცერთ წევრს. Читать дальше...

ზაზა სარალიძემ პრეზიდენტს გააცნო მისი ვაჟის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს გააცნო მოთხოვნა, დაისაჯოს მისი ვაჟის მკვლელობის ყველა მონაწილე. „რა ბერკეტები აქვს, რას გამოიყენებს, ვერ გეტყვით“ - განუცხადა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ. სარალიძის ინფორმაციით, პრეზიდენტი დაპირდა, რომ ყველაფერს ეცდება, რათა უსამართლობის განცდა აღარ დარჩეს. „სავარაუდოდ, მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ. ის თანამოაზრეებთან ერთად რჩება საქართველოს პარლამენტთან... Читать дальше...



შსს-მ განმარტა, თუ რას იძიებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის გამო, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს სისხლის სამართლის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც გამოიკვეთა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას. შსს-ს განმარტებით, „გამოძიების მიზანია, დაადგინოს ის შესაბამისი პირები, რომლებიც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების) დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.“ სამინისტროს განცხადებითვე... Читать дальше...

"დაზარალებული ითხოვს მარტივ რაღაცას - დაიწყოს სრულიად ახალი გამოძიება"

Radiotavisupleba.ge 

1 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ჩიტიძე, "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერი.

სისხლიანი გარჩევა ძიუდოს სამყაროში - დაჭრილია ვეტერანი ძიუდოისტი

Radiotavisupleba.ge 

ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. 31 მაისს, გვიან ღამით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მომთხოვნ სპორტსმენებს ცეცხლი გაუხსნეს ფედერაციის თანამშრომლებმა. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი და სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს. მათ შორის ლომერ ჟორჟოლიანი, რომელიც წლების განმავლობაში ფედერაციაში მაღალ თანამდებობას იკავებდა. ამჟამად კი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი და დავით ქევხიშვილის მხარდამჭერია. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად... Читать дальше...

პროკურატურა არ ეთანხმება მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ არ ეთანხმება ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ ნაწილობრივ გამამტყუნებელ განაჩენს. პროკურატურის ვებსაიტზე 1 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ბრალდების მხარე არ ეთანხმება განაჩენს როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში და მას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა არეშიძემ 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის განზრახ... Читать дальше...

გორში საპროტესტო აქციებს სტუდენტებიც შეუერთდნენ

Radiotavisupleba.ge 

გორის უნივერსიტეტის სტუდენტები ქუჩაში შეძახილებით გამოვიდნენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას მამას ზაზა სარალიძეს და სამართლიან გამოძიებას მოითხოვენ. სტუდენტებმა შეძახილებით შემოიარეს ქალაქის ქუჩები და მოსახლეობას მოუწოდეს 18 საათზე თეატრის სკვერში დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. მეორე დღეა გორში სამოქალაქო აქტივისტები ზაზა სარალიძის სოლიდარობის მიზნით აქციებს მართავენ, დღეს კი მათ სტუდენტები უერთდებიან .

"გამოძიებას ეფექტი აქვს, როცა ის არის სწრაფი და დროული"

Radiotavisupleba.ge 

1 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკატერინე ციმაკურიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) პროექტის კოორდინატორი.

მარგველაშვილი: ჩემი მიზანია უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი, სტაბილური პროცესი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, თბილისში მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი მთავარი სათქმელი იყო გაზიარება ტკივილისა, რომელსაც განიცდის ზაზა სარალიძე და სხვა ბევრი ადამიანიც. „ჩემი მიზანია ვეურთიერთო როგორც ზაზას, ასევე სხვა ადამიანებს, ვისაც აქვთ ეს გულისტკივილი, იმისათვის, რომ მშვიდი, წყნარი და სტაბილური პროცესი იქნას უზრუნველყოფილი და ქვეყანა იყოს სიმშვიდეში“ - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილმა. Читать дальше...

ხორავას ქუჩის საქმეში ბრალდებულებისთვის სასჯელის ვადა განისაზღვრა – სასამართლოს გადაწყვეტილება

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter ხორავას ქუჩის საქმეში ბრალდებულებისთვის სასჯელის ვადა განისაზღვრა – სასამართლოს გადაწყვეტილება. ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე წელი მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა არეშიძემ რამდენიმე წუთის წინ […]

მოსამართლემ 10 და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა არეშიძემ 10 წლით  და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს, გ.ბ-ს. მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, 9 წლით და 9 თვით პატიმრობა შეეფარდა არასრულწლოვანი დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს, გ.ჯ-ს. თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 31 მაისს გამოიტანა, სასჯელი კი 1 ივნისს გამოაცხადა. პროკურატურა ორივე... Читать дальше...

ეუთოში დაგმეს სირიის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

Radiotavisupleba.ge 

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს საქმეთა რწმუნებულმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მანიპულირების შედეგად მიღებული უკანონო გადაწყვეტილებით, სირიის რეჟიმმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებს მყისიერი... Читать дальше...

Новости России
Москва

Сеть клиник «Будь Здоров» подвела итоги первого квартала 2024 г.


პრეზიდენტი მარგველაშვილი მივიდა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე

Radiotavisupleba.ge 

პარლამეტთან მივიდა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. მან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს თანაგრძნობა გამოუცხადა. მათი საუბარი პარლამენტთან გაშლილ ერთ-ერთ კარავში გაგრძელდა.

იტალიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პრეზიდენტს წარუდგინა მთავრობის შემადგენლობა

Radiotavisupleba.ge 

იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ მინისტრთა კაბინეტის ფორმირება ბოლო ერთ კვირაში მეორედ დაავალა პროფესიით იურისტს, ჯუზეპე კონტეს. მან პრეზიდენტს წარუდგინა მთავრობის შემადგენლობა, რომელსაც ნდობა უნდა გამოუცხადოს იტალიის პარლამენტმა. უპარტიო კონტე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს ნაციონალისტურმა და პოპულისტურმა პარტიებმა, „ჩრდილოეთის ლიგამ“ და „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ,“ რომლებმაც მარტში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიცია შექმნეს. პრეზიდენტმა მატარელამ ჯუზეპე კონტეს გასულ კვირაშიც მისცა მთავრობის ფორმირების მანდატი... Читать дальше...

რას ფიქრობენ ქუთაისში სიღარიბის მაჩვენებლის ზრდაზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის სიღარიბის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სტატისტიკა ასე გამოიყურება: ქალაქი -18,6 %; სოფელი - 26,6 %; საქართველო-22,9 %

კარვები პარლამენტთან

Radiotavisupleba.ge 

აქციის რამდენიმე მონაწილემ, ღამე პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში გაათია. მათი თქმით აქცია განახლდება დღის 4 საათზე.

გერმანიამ და ავსტრიამ დაიწყეს ერთობლივი პატრულირება არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად

Radiotavisupleba.ge 

გერმანიამ და ავსტრიამ საზღვარზე დაიწყეს ერთობლივი პატრულირება არალეგალურ მიგრაციასა და დანაშაულთან ბრძოლის გასაძლიერებლად. სააგენტო DPA-ს ინფორმაციით, ერთობლივი პატრულირების რაიონია ალპებში მდებარე ბრენერის უღელტეხილი. პირველ ეტაპზე გერმანიის და ავსტრიის სასაზღვრო პოლიციის პატრულირება სამ თვეს გასტანს და მისი გაგრძელების საკითხი შედეგების შესაბამისად გადაწყდება. გერმანელი და ავსტრიელი მესაზღვრეები მკაცრად გააკონტროლებენ სარკინიგზო მიმოსვლას, განსაკუთრებით სატვირთო შემადგენლობებს. გერმანიის ფედერალური პოლიციის წარმომადგენლის... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Россиянка Рахимова вышла в полуфинал турнира WTA в Рабате






«Зенит»– чемпион. «Динамо» упустило шанс победить и утешится «бронзой»

Самое драматичное чемпионство «Зенита»! Бразильскими голами перебороли «Ростов» и стали первыми

Городской округ Щелково стал участником проекта «Большие гастроли»

«Химки» стали победителями Первой лиги, «Ленинградец» вылетел