Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июнь
2018

Новости за 28.06.2018

როგორ პირობებში იხდიან სასჯელს არასრულწლოვანი პატიმრები

Radiotavisupleba.ge 

ბეტონის ცივი და ჯანმრთელობისთვის საშიში იატაკი, დაბინძურებული ფანჯრები და რაფები, არასაკმარისი ვენტილაცია, საეჭვო ფიზიკური დაზიანებები და “ბუქნების კეთების” ღირსების შემლახავი პრაქტიკა არასრულწლოვანთა სხეულის შემოწმებისას იმ პრობლემების ნაწილი აღმოჩნდა, რომელთაც არასრულწლოვანი პატიმრები ხვდებიან.

უცხოელმა დიპლომატებმა მიიღეს ინფორმაცია "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მინისტრისგან, დავით ზალკალიანისგან მიიღეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ. უცხოელ დიპლომატებს განემარტა, თუ რას ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია და მის საფუძველზე მიღებული სამთავრობო დადგენილება. „საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად იმუშავებს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, ყველა საერთაშორისო სტრუქტურასთან მათი ინფორმირების მიზნით... Читать дальше...

აქცია ქერის ყანაში - დედოფლისწყაროში კომბაინების ნაკლებობას აპროტესტებენ

Radiotavisupleba.ge 

დედოფლისწყაროში მცხოვრები გლეხების ნაწილი მოსავალს ვერ იღებს. მიზეზი ტექნიკის სიმცირეა. გარდა ამისა, ამბობენ, რომ მექანიზატორები უპირატესობას ანიჭებენ მათ, ვისაც მოსავალი ასეულობით ჰექტარზე აქვს ასაღები.

სასამართლო რეფორმის ბნელი მხარე

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაუმჭირვალე საქმიანობაზეა საუბარი სამოქალაქო სექტორის ანგარიშში. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს ერთობლივი ანგარიში სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღასთან“ დაკავშირებულ ხარვეზებს აღწერს.

”ქვეყნის განვითარებაში ბიზნესის მონაწილეობა მნიშვნელოვანია” – თბილისის მერი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ქართველ და უცხოელ ინვესტორებს შეხვედრაზე საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. თბილისის საინვესტიციო პორტფელის შესახებ პრეზენტაცია ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ გამართეს. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიმართა. „ქვეყნისა... Читать дальше...

ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ჰელსინკიში შეხვდებიან

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს 16 ივლისს შეხვდებიან ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში. კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, „მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, 16 ივლისს ჰელსინკიში გაიმართება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა.“ კრემლის ცნობითვე, მოლაპარაკება გულისხმობს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობის და განვითარების პერსპექტივების და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განხილვას.



უკრაინის სახალხო დამცველი ოლეგ სენცოვთან ისევ არ შეუშვეს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ კვლავ უშედეგოდ სცადა რუსეთის საპატიმროში მყოფ უკრაინელ რეჟისორთან, ოლეგ სენცოვთან შეხვედრა. დენისოვას ინფორმაციით, მან და რუსეთის დუმის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, ტატიანა მოსკალკოვამ ერთი თვითმფრინავით იმგზავრეს იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის ქალაქ ლაბიტნანგიმდე, თუმცა, უშუალოდ კოლონიასთან, მოსკალკოვას ავტომანქანამ დემონსტრაციულად ჩაუარა და საპატიმროს ტერიტორიაზე შევიდა. მოსკალკოვას წარმომადგენელმა, ალექსეი ზლოვედოვმა განაცხადა, რომ... Читать дальше...

ინგა გრიგოლია: აღარ მჯერა,რომ ეს მანიაკი მოგზავნილი არაა

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია Facebook-ზე, საკუთარ გვერდზე წერს, რომ მამაკაცი, რომელიც მასზე მუქარის გამო დააკვეს, კვლავ ურეკავს და მას ამ დრომდე არ აქვს შეზღუდული პროკურატურის მხრიდან ზარების განხორციელება. ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს შეგნებულად ხდება მასზე ზეწოლის მიზნით და დაკავებულის მიერ განხორციელებულ ზარს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ გადაცემას უკავშირებს, სადაც სტუმრად ქალაქის პროკურორი ჰყავდა.  "დღეიდან არც ერთი წამით აღარ მჯერა,რომ ეს მანიაკი მოგზავნილი არაა ჩემზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის. Читать дальше...

ტრამპის და პუტინის შეხვედრის ადგილი და დრო დღეს გამოცხადდება

Radiotavisupleba.ge 

თეთრი სახლი და კრემლი სავარაუდოდ, ერთდროულად გამოაცხადებენ პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის დროს და ადგილს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა სააგენტო ინტერფაქსს აცნობა, რომ განცხადება მოსკოვის დროით 15 საათზე გაკეთდება. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა ჰელსინკიში გაიმართება.

მდუმარე მოწმეები ხორავას ქუჩის საქმეში

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია აგრძელებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოწმეების დაკითხვას. 28 ივნისს მათ დაკითხეს იმ ავტომობილის მძღოლი, რომელიც მომხდარს შეესწრო, თუმცა მისი თქმით, მას არაფერი ახსოვს და დეტალებზე არ საუბრობს.

მერკელი: მიგრაციის თემა შესაძლოა, ევროკავშირისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის შეფასებით, მიგრაციის პრობლემის გადასაწყვეტად გერმანიამ და მთლიანად ევროკავშირმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. 28 ივნისს, პარლამენტში გამოსვლისას მერკელმა განაცხადა, რომ ევროპის წინაშე ბევრი გამოწვევაა, თუმცა, ევროკავშირისთვის შესაძლოა, საბედისწერო გახდეს სწორედ მიგრაციის თემა და დაუშვებელია, რომ ამ საკითხში უთანხმოებამ გამოიწვიოს ევროკავშირის დანგრევა. ფედერალურმა კანცლერმა აღნიშნა, რომ არალეგალური მიგრაციის შემცირება ევროკავშირის ყველა ქვეყანას სურს და უნდა შემუშავდეს ერთიანი პოლიტიკა. Читать дальше...

მედოევი: ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია მაგნიტსკის სიის ასლია

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ პასუხს გასცემენ მისი დეტალურად შესწავლის შემდეგ. მედოევმა „ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ ეს სია ტოვებს „მაგნიტსკის სიის“ ასლის შთაბეჭდილებას. ეს არის „საქართველოს მეგობრების“ საკმაოდ წარუმატებელი პროექტი იმ პროექტებიდან, რომლებიც შემუშავებულია იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არ შემცირდეს ანტიოსური და ანტიაფხაზური განწყობები - განაცხადა მედოევმა. Читать дальше...

საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩაზე დანაშულის მოწმისგან ღირებული ინფორმაცია ვერ მიიღო

Radiotavisupleba.ge 

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა შემთხვევის ადგილზე გამოკითხეს მოწმე, რომელიც 2017 წლის 1 დეკემბერს, თავისი ავტომანქანით იმყოფებოდა დანაშაულის ადგილიდან რამდენიმე მეტრში. კომისიის წევრების თქმით, მოწმე ამბობს, რომ ჩხუბში 20-25 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა, მისგან რაიმე ხელშესახები ინფორმაცია ვერ მიიღეს, რადგან ირწმუნება, რომ დეტალები არ ახსოვს. „ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ შეუძლებელია ადამიანს, რომლის წინ  ხდება ასეთი დანაშაული, ეს არ დაენახა... Читать дальше...

ბათუმში გაიფიცნენ მიკროავტობუსების მძღოლები

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში მგზავრების მომსახურება შეაჩერეს სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებმა. ისინი ქალაქის საკრებულოს შენობასთან შეიკრიბნენ და პროტესტს გამოთქვამენ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილი საკითხის - სატრანსპორტო მოძრაობის სტრატეგიული გეგმის გამო, რომელიც ითვალისწინებს ბათუმში მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსის რაოდენობის განახევრებას, ტექდათვალიერების შემოღებასა და სხვა შეზღუდვებს. ქალაქის მერიის განცხადებით, 2030 წლამდე გაწერილი სტრატეგია მიზნად ისახავს ქაოსური სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგებას. Читать дальше...

1 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქი აბიტურიენტებს დალოცავს

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter 2018 წლის 1 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ აბიტურიენტებს დალოცავს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდი ავრცელებს.

დე ფაქტო ხელისუფლება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს დახურულად აცხადებს

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილის, ვლადიმირ არლანის განცხადებით, გალში ხუთმხრივი შეხვედრების განახლების საკითხი აქტუალური არ არის, რადგან ქართული მხარე კომპრომისისთვის მზად არ არის. გალში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე აფხაზურ მხარეს არლანი ხელმძღვანელობს. 27 ივნისს, მას შემდეგ, რაც რუსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოითხოვეს აღარ განხილულიყო გიგა ოთხოზორიას მკვლელობა და ქართული მხარის უარის შემდეგ... Читать дальше...

პრემიერ-მინისტრი არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იმყოფებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, სადაც შეხვდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2018 წლის თებერვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ ტატუნაშვილების ოჯახს თანადგომა აღუთქვა და განაცხადა, რომ სახელმწიფო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს დამნაშავეთა დასასჯელად. 27 ივნისს, პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში შეხვდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში 2016 წლის მაისში... Читать дальше...

ევროკავშირს აკრიტიკებენ აქტივისტების მიერ გადარჩენილი ლტოლვილების ზღვაში დატოვების გამო

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ლტოლვილთა საქმეების კომისარიატმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მკაცრად გააკრიტიკეს ევროკავშირი გერმანელი აქტივისტების მიერ ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი ლტოლვილების ზღვაში დატოვების გამო. ორი ორგანიზაციის განცხადებით, ევროკავშირის პოლიტიკური ნების პარალიზის შედეგად იტანჯებიან უდანაშაულო ადამიანები. გაეროს კომისარიატმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებს მოუწოდეს, 28-29 ივნისს, ბრიუსელის სამიტზე მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების მიღებას. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Камилла Рахимова вышла в полуфинал турнира WTA-250 в Рабате






То в жар, то в холод: что нужно знать про летние десерты

Новые контейнерные площадки установят в деревне Чемодурово в Воскресенске

Лучшие соседи — тигры и медведи: какие необычные сюжеты содержат мифы Дальнего Востока

Возгорание автомобиля произошло на внутренней стороне 71-го километра МКАД