Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2018

Новости за 14.08.2018

ერაყსა და სირიაში ბრძოლას განარძობს 30 ათასამდე ექსტრემისტი

Radiotavisupleba.ge 

მიუხედავად ბოლო წლებში განცდილი მარცხისა, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“დაახლოებით 20-30 ათასი მეომარი განაგრძობს ბრძოლას სირიასა და ერაყში. გაეროს ანგარიშის თანახმად, რომელიც 13 აგვისტოს გამოქვეყნდა, ეს ციფრები ეყრდნობა სამთავრობო უწყებების მონაცემებს. ამასთან თავად ინფორმაციის წყაროები ანგარიშში იდენტიფიცირებული არ არიან. „უცხოელი“ მებრძოლები“ ერყასა და სირიაი დაახლოებით თანაბარი რაოდენობით იმყოფებიან. გაეროს უშიშროების საბჭოს ანგარიშის თანახმად, ნაწილი ექსტრემისტებისა ასევე გადავიდა ავღანეთში... Читать дальше...

გერმანიის კანცლერი საქართველოს მომავალ კვირაში ეწვევა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტი სავარაუდოდ, 23-24 აგვისტოს შედგება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუსტ თარიღს გერმანიის საელჩო. დაასახელებს. ანგელა მერკელი თბილისს ეწვევა სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავთ ზალკალიანის განცხადებით, ანგელა მერკელი საქართველოში 10 წლის წინ იმყოფებოდა და მის ამჟამინდელ ვიზიტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში მიმდინარე პროცესების და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. Читать дальше...

ვეტერანები 26 წლის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 26 წლის შემდეგ ომის ვეტერანთა ნაწილი ქუთაისში ნინოშვილის სკვერში მდებარე მემორიალთან შეიკრიბა.

პროკურატურამ ყოფილი ტყის მცველი დააკავა

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე დაკავებულია სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის სიონის სატყეო უბნის N2 სამცველოს ყოფილი ტყის მცველი (ბ.ნ.). ის ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, 2018 წლის 13 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. „მან არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. კერძოდ კი, 2018 წლის იანვარსა და თებერვალში სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა... Читать дальше...

რამდენიმე ადამიანი დაშავდა ლონდონში პარლამენტის წინ მომხდარი ავარიის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის პოლიცია იუწყება, რომ დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ავტომობილით დაეჯახა ლონდონში, პარლამენტის გარეთ არსებულ უსაფრთხოების ბარიერს. შემთხვევა დილით მოხდა. 14 აგვისტოს, დედაქალაქის პოლიციამ „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაშავებულია რამოდენიმე ფეხითმოსიარულე. ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ გამოჩნდა მძიმედ აღჭურვილი პოლიცია შემთხვევის ადგილზე და გადაკეტა ლონდონის ცენტრში პარლამენტის გარშემო მიმდებარე ტერიტორია. მიმდინარეობს იმის დადგენა, არის თუ არა ეს ინცინდენტი ტერორიზმთან კავშირში.

ჭაბუკ კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში თურქეთს შეხვდება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს 16-წლამდელ ვაჟთა საკალათბურთო ნაკრებმა სამივე თამაში წააგო ევროპის ჩემპიონატის ელიტური A დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ, ტურნირის ფორმატის თანახმად, პლეი ოფში მაინც გააგრძელებს ბრძოლას. სერბიაში მიმდინარე ევროპირველობაზე ესტონეთთან, საფრანგეთსა და იტალიასთან წაგების შემდეგ, ქართველმა ჭაბუკებმა D ჯგუფში ბოლო – მეოთხე - ადგილი დაიკავეს და მერვედფინალში C ჯგუფიდან პირველი ადგილით გასულ თურქეთს შეხვდებიან. ეს მატჩი 14 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე, დაიწყება. ევროპის ჩემპიონატზე... Читать дальше...

სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა მის საჯარო განცხადებას უკავშირდება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით დასაკითხად მივიდა პანკისის ხეობაში 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა უკავშირდება მისი საჯარო განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას. სუს-ის ინფორმაციით, „კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-323 მუხლის პირველი ნაწილით. Читать дальше...



დაბა ჯვარში ქვის გადამამუშავებელ კარიერზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში ქვის გადამამუშავებელ კარიერზე მუშაობისას ტრაქტორის მძღოლი დაიღუპა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დაღუპული 46 წლის მამაკაცია. მას ტვირთის გადაზიდვისას ტრაქტორი აღმართიდან მოუცურდა, ტრანსპორტი ამოტრიალდა და ქვეშ მოყვა. ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. ის დაბა ჯვარში სამუშაოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენიდან იყო ჩასული. შემთხვევა 13 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, მოხდა. Читать дальше...

თეთრ სახლში უარყოფენ, რომ თურქული ლირის გაუფასურება აშშ-ის მოქმედების შედეგია

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აკვირდება ფინანსურ სიტუაციას თურქეთში, სადაც ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა, ლირა თითქმის 20%-ით გაუფასურდა ამერიკულ დოლართან მიმართებით. თეთრი სახლის ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელმა, კევინ ჰესეტმა ტელეკომპანია MSNBC-ის განუცხადა, რომ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი ვითარებას დიდი ყურადღებით აკვირდება. ჰესეტის თქმით, თურქული ალუმინის იმპორტი, რომელსაც აშშ-მა გადასახადი გაურომაგა, თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის უმცირესი წილია, ამიტომ ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურება ცხადყოფს... Читать дальше...

“რატომ კომპლექსდებიან ამ 300-400 კაცის ისტერიული პოსტების შემხედვარე?!” – შალვა რამიშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter ჟურნალისტი შალვა რამიშვილი კლუბ “ბასიანი”-ს ირგვლივ მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „კიდევ ერთხელ „ბასიანზე“! საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი შოუმენის, უცნობის ფანტასტიური აღზევება და საზარელი დაცემა ერთ საბედისწერო დღეს მოხდა – 2009 წლის 26 მაისს. გია იყო, არის და იქნება შოუმენი, მაგრამ გარემოებათა გამო 2009 წლის გაზაფხულზე მოუწია ილია ჭავჭავაძეობა […]

ტრამპმა ხელი მოაწერა თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც საქართველოს მხარდაჭერასაც ითვალისწინებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცებულ, 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც 716 მილიარდი დოლარია. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა ფორტ-დრამის სამხედრო ბაზაზე. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა მშვიდობიანი ქვეყანაა, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში იომებს და გაიმარჯვებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია და სამხედროებს აძლევს ნებისმიერ კონფლიქტში გამარჯვების შესაძლებლობას. ... Читать дальше...

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ადმინისტრაციულ შეცდომად შეაფასა ამერიკელი ჟურნალისტის დაკავება

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ადმინისტრაციული შეცდომა უწოდა თელ-ავივის აეროპორტში ამერიკელი ჟურნალისტის, პიტერ ბეინარტის დაკავებას. ლიბერალური ებრაული გაზეთის, „ფორვარდის“ მიმომხილველის, ისრაელში ოჯახის სანახავად ჩასული ბეინარტის დაკითხვა ერთ საათს გაგრძელდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, მას ეკითხებოდნენ, არის თუ არა წევრი იმ ჯგუფებისა, რომლებიც მხარს უჭერენ ისრაელის წინააღმდეგ ძალადობას, ან ისრაელის დემოკრატიას ემუქრებიან. ბენიამინ ნეთანიაჰუ დაინტერესდა, რატომ გადაწყვიტეს ისრაელის... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

ATP-250 Open Parc – Lyon. Бублик поборется за выход в финал






Предпринимателя арестовали за призывы к терактам: Прежде он попадался на других преступлениях

Синоптики сообщили о теплой и дождливой погоде в Москве 26 мая

В Подмосковье вспыхнул пожар в четырех вагончиках и разобранном строении

Уклонист отправился на 5 лет в колонию в Новосибирске