Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2018

Новости за 16.08.2018

ტრამპმა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუჩერა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ უფროსს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუჩერა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილ დირექტორს, ჯონ ბრენანს. ტრამპის აზრით, ბრენანი ბოროტად სარგებლობდა ინფორმაციაზე წვდომით და „ქაოსს თესდა“ მისი ადმინისტრაციის გარშემო. პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა პრესმდივანმა, სარა სანდერსმა. მისივე თქმით, ტრამპი აპირებს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუჩეროს კიდევ რამდენიმე ოფიციალურ პირს. მათ შორის არიან ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი უფროსი მაიკლ ჰეიდენი,... Читать дальше...

"მნიშვნელობა აქვს რომელი ქვეყნებიდან მოდის ინვესტიციები"

Radiotavisupleba.ge 

17 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვახტანგ ჭარაია, "თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის" დირექტორი. მან ილაპარაკა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებულ სტატისტიკაზე, რომელიც "საქსტატმა" გამოაქვეყნა. არსებული მონაცემებით, 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო ოდენობა იყო 1 მილიარდ 888 მილიონ 800 ათასი აშშ დოლარი. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია აზერბაიჯანიდან შემოვიდა, მეორე ადგილს ნიდერლანდების სამეფო იკავებს, მესამეზეა თურქეთუ... Читать дальше...

სერგეი შამბა - „დროა საერთო მომავალზე ფიქრი დავიწყოთ“

Radiotavisupleba.ge 

„დგება დრო, როდესაც საჭიროა ურთიერთობების დალაგება. მე ვფიქრობ, ახლა შესაძლებელია საქართველოსთან ასეთი დიალოგის დაწყება“ - განუცხადა აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და დეფაქტო პარლამენტის დეპუტატმა სერგეი შამბამ რადიოსადგურ „ეხო მოსკვას“. „მე, შეიძლება ითქვას, ვიყავი საქართველოსთან ბრძოლის ლიდერი, მაგრამ პირველი ვარ, ვინც დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ დიალოგი საჭიროა და დროა საერთო მომავალზე ფიქრი დავიწყოთ, იმ გაგებით, რომ ჩვენ მეზობელი ხალხები ვართ,“ - აღნიშნავს სერგეი შამბა. Читать дальше...

მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრად, საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა – სერგეი შამბა

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა – ამის შესახებ რადიო “Эхо Москвы”-სთვის მიცემულ ინტერვიუში სერგეი შამბამ განაცხადა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა  ინტერვიუში წლების წინ საქართველოს ხელისუფლებასთან უშედეგო მოლაპარაკებებსა და 2008 წლის ომზეც ისაუბრა. შამბას თქმით,  ახლა საქართველოსთან დიალოგის დაწყებისა და ერთობლივ მომავალზე ფიქრის დროა. ამასთან, დასძენს, რომ მას საქართველო მტრად არ მიაჩნია, რადგან […]

სასტუმრო „ველმონდს“ მუშაობის გაგრძელება სურს

Radiotavisupleba.ge 

სასტუმრო „ველმონდის“, ყოფილი „ლეოგრანდის“ ადმინისტრაცია მიმდინარე ტურისტულ სეზონზე მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვს. სასტუმროს დროებითი ექსპლუატაციის თხოვნით იგი უახლოეს მომავალში მიმართავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმრო „ველმონდის“ ადმინისტრაციას საქმიანობის შეწყვეტისა და სასტუმროდან სტუმრების გაყვანის ვადა 17 აგვისტოს 18 საათამდე მისცა. სამსახურის თანახმად, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე „ველმონდში“ სახანძრო უსაფრთხების მიზნით სამჯერ განახორციელდა დეტალური... Читать дальше...

გაეროს ექსპერტები სენცოვის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ადამიანის უფლებების ექსპერტები რუსეთს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკრაინელი რეჟისორი, ოლეგ სენცოვი, რომელიც 14 მაისიდან შიმშილობს ურალის მხარის ერთ-ერთ კოლონიაში, რუსეთის საპატიმროებში მყოფი უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. სენცოვის სიცოცხლე საფრთხეშია, სასამართლო და მის მიმართ გამოტანილი განაჩენი არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს-აღნიშნავენ ექსპერტები. ისინი მოუწოდებენ რუსეთის ხელისუფლებას სენცოვი დაუყოვნებლივ, წინასწარი პირობების გარეშე გაათავისუფლოს. Читать дальше...

ტრამპმა ცენტრალური დაზვერვის ყოფილ უფროსს სახელმწიფო საიდუმლოსთან წვდომის უფლება ჩამოართვა

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილ უფროსს ჯონ ბრენანს. ამის თაობაზე განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა. მან ჟურნალისტებს გააცნო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულება, რომელშიც ბრენანის ქმედებები ექსცენტრიულადაა შეფასებული. ჰელსინკში გამართული ამერიკა-რუსეთის სამიტის შემდეგ ბრენანმა ტრამპი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა. გასულ წელს კი მან განაცხადა, რომ 2016 წლის საარჩევნო... Читать дальше...

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“წარმომადგენლებს ელიან

Radiotavisupleba.ge 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის საკითხზე კონსულტაციებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღეს, 16 აგვისტოს „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენლებთან განაგრძობს. პლატფორმა 100-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს და მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება ქვეყნის ევროპული პერსპექტივაა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე ორი კვირაა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურის შესარჩევად იურიდიულ-საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე... Читать дальше...

ევროპის სუპერთასს მადრიდის „ატლეტიკო“ დაეუფლა

Radiotavisupleba.ge 

უეფას ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა მადრიდის „რეალმა“ წარუმატებლად გახსნა ახალი სეზონი. ზინედინ ზიდანისა და კრიშტიანუ რონალდუს გარეშე დარჩენილი „სამეფო კლუბი“ ევროპის სუპერთასზე 2:4 დამარცხდა ევროპა ლიგის ჩემპიონ მადრიდის „ატლეტიკოსთან“. ტალინში გამართული შეხვედრის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. ძირითად 90 წუთში გუნდებმა ორ-ორი გოლი გაიტანეს. „რეალიდან“ თავი ქარიმ ბენზემამ და სერხიო რამოსმა გამოიჩინეს, ხოლო „ატლეტიკოდან“ დიეგო კოშტამ შეასრულა დუბლი. 99-ე წუთზე „ატლეტიკო“ საულის გოლით დაწინაურდა. Читать дальше...

სერგეი შამბას თბილისური სტუდენტობა – თვითაღიარებული ექს-პრემიერი დიალოგზე ალაპარაკდა – ინტერვიუ

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ რადიო “ეხო მოსკვი”-ს ეთერში ჩართვისას ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. წამყვანმა მას დაუსვა კითხვა თბილისთან და ქართველებთან დაკავშირებით, როგორც ცნობილია 1973 წელს შამბამ თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი დაამთავრა. სერგეი შამბამ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისში გატარებულ სტუდენტობის წლებს სასიამოვნოდ იხსენებს, მანვე ისაუბრა […]


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Большой шлем

Dagospia: Синнер и Калинская вместе поужинали в ресторане в Париже






В Москве суд арестовал предпринимателя за призывы к терроризму

Синоптики предупредили москвичей о грозе 26 мая

Путин посетит Узбекистан с государственным визитом

Мал, да продал: число небольших компаний-экспортеров выросло в 1,5 раза