Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Апрель
2019

Новости за 24.04.2019

საქართველოს სომეხმა მოქალაქეებმა კვლავ მოითხოვეს სომეხთა გენოციდის აღიარება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა ახალციხესა და ახალქალაქში ფეხით მსვლელობა 23 აპრილს, საღამოს და 24 აპრილს, დილით მოაწყო. საქართველოს პარლამენტში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი ამბობს, რომ ამ დღეს მსოფლიოში მცხოვრები ყველა სომეხი აღნიშნავს.

საქართველოს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები გენოციდის აღიარებას ითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა ახალციხესა და ახალქალაქში ფეხით მსვლელობა 23 აპრილს, საღამოს და 24 აპრილს, დილით მოაწყო. საქართველოს პარლამენტში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი ამბობს, რომ ამ დღეს მსოფლიოში მცხოვრები ყველა სომეხი აღნიშნავს.

ეკონომიკის სამინისტრო: გაზრდილი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 24 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ საქართველოს მთავრობის უმთავრესი მიმართულება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირებაა  - ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისების, მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის გზით. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია განსაზღვრულია  ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებით... Читать дальше...

ზელენსკი გამოდის მოწოდებით, 1 მაისამდე შემცირდეს საყოფაცხოვრებო გაზის ფასები

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას და სახელმწიფო ენერგოკომპანია „ნაფტოჰაზს“ მოუწოდა, მოლაპარაკებები გამართონ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რათა 1 მაისამდე შემცირდეს საყოფაცხოვრებო გაზის ფასები. უკრაინამ მკვეთრად გაზარდა საყოფაცხოვრებო გაზის ფასი და სავალუტო ფონდისგან გაინაღდა 3,9 მილიარდი დოლარის მოცულობის ფინანსურ დახმარებაზე შეთანხმება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას საკვანძო მნიშვნელობა აქვს უკრაინის ეკონომიკისთვის. 24 აპრილს ფეისბუკით გაკეთებულ განცხადებაში ზელენსკის გარდამავალმა ჯგუფმა თქვა... Читать дальше...

იორდანიშვილი: პანკისში ჰესის მშენებლობის დაწყებამდე ყველა კითხვა ამოწურულად ჩავთვალეთ

Radiotavisupleba.ge 

პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი 3“-ის მშენებელი კომპანიის, „ფერის“ გენერალური დირექტორი ლაშა იორდანიშვილი ამბობს, რომ მშენებლობის დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ჩათვალეს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არანაირი კითხვა აღარ ჰქონდა. „ჩვენ ვუთხარით მოსახლეობას, თუ არსებობს ერთი ადამიანი მაინც, რომლისთვისაც ეს არის საზიანო, ამ ჰესს არ ავაშენებთ. რამდენიმე დღის წინ, ვიდრე სამუშაოები დაიწყებოდა, დიდი დელეგაცია იყო მთავრობის ჩასული, რამდენიმე მინისტრით, გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსი... Читать дальше...

ბიბლია სხვადასხვაგვარი მკითხველისთვის

Radiotavisupleba.ge 

სულხან-საბასეული ბიბლია, ბიბლია ბავშვებისთვის, სახარების აზრობრივი თარგმანი - ყველა ეს ერთი და იმავე წიგნის სხვადასხვა გამოცემებია.

გენერალი გერასიმოვი: რუსეთი გააძლიერებს დასავლეთისა და სამხრეთის სამხედრო ოლქებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი გააძლიერებს დასავლეთისა და სამხრეთის სამხედრო ოლქებს რუსეთის საზღვრებთან ნატოს ძალების განთავსების საპასუხოდ. ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა მოსკოვში, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. მანამდე, აღნიშნა გერასიმოვმა, ამ ოლქებში გადასროლილ იქნებიან შენაერთები სხვა სამხედრო ოლქებიდან. ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 2014 წელს რუსეთმა დიდი რაოდენობით ჩაატარა არმიის მოულოდნელი შემოწმებები და სწავლებები. Читать дальше...

პანკისის ხეობაში სათემო კრება იმართება

Radiotavisupleba.ge 

სოფელ ჯოყოლოში პანკისის ხეობის სოფლების მოსახლეობა სათემო კრებას მართავს. მათი თქმით, კრებაზე შემუშავდება სამოქმედო გეგმა ჰესის მშენებლობის შეწყვეტასთან და 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთ მუშტად დადგებიან, ხეობაში ჰესი არ აშენდება და ისინი არ დაუშვებენ აქციის მონაწილეების დაკავებას. „დაკითხვით დაკითხონ, პრობლემა არ არის. მაგრამ თუ დაიჭერენ ვინმეს, ჩვენ ყველანი ჩავალთ და ჩავბარდებით “, - განაცხადა კრების ერთ-ერთმა მონაწილემ. სოფელ დუისის მკვიდრმა... Читать дальше...



ოთხმა პარტიამ პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ანდრიაძე წარადგინა

Radiotavisupleba.ge 

მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ანდრიაძე წარადგინეს პოლიტიკურმა პარტიებმა: „თავისუფალმა საქართველომ,“„თავისუფლებამ,“ „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „ჰელსინკის ჯგუფმა.“ ანდრიაძე კენჭს იყრის „თავისუფალი საქართველოს“ სახელით. პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, ეროვნულ-კონსერვატიული მიმართულების პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად. კუკავას თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ პარლამენტის შუალედური არჩევნები გახდეს პრეცედენტი, როცა პირველად 2012 წლის შემდეგ... Читать дальше...

არასამთავრობო სექტორი ეხმიანება ცილისწამების კრიმინალიზაციაზე განცხადებებს

Radiotavisupleba.ge 

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ცილისწამების კრიმინალიზების შესახებ განცხადებები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მხრივ საფრთხეებს შეიცავს. ამის შესახებ განცხადებები გაკეთდა 24 აპრილს, თბილისში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ეძღვნებოდა.  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელმძღვანელმა გიორგი კლდიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ცილისწამება უკვე დეკრიმინალიზებულია და ის არის მნიშვნელოვანი მონაპოვარი ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის... Читать дальше...

ზურაბ ჯაფარიძე: ნუ გამორიცხავთ, რომ სისტემამ საკუთარ მოწყობილ რეიდში თავისივე საცეცი გააბა

Radiotavisupleba.ge 

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საკუთარი ფეისბუკის გვერდზე ლევან ჯიბღაშვილის დაკავება-გათავისუფლების ფაქტს ვრცელი პოსტით გამოეხმაურა. დასაწყისში ის მკაცრი ნარკოპოლიტიკის არსზე წერს და შენიშნავს, რომ ეს არის  სისტემა, რომელიც აკრძალვების შედეგად გაზრდილი ფასებით ძალიან დიდ ფულს აკეთებს. ამ დიდი ფულის საკეთებლად კი, მისი სიტყვებით, საჭიროა რამდენიმე რამ: 1. მკაცრი მიდგომა ნარკოტიკების იმ ტიპების მიმართ, რომელსაც სისტემა თავად არ ჰყიდის; 2. მკაცრი მიდგომა ნარკოტიკების იმ შემომტანებთან მიმართებაში... Читать дальше...

იურისტების ჯგუფი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღოს მოსამართლეთა შერჩევის კანონი

Radiotavisupleba.ge 

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი, რადგან ჯგუფის წევრების აზრით, ის არ ითვალისწინებს საერთაშორისო საზოგადოების და სამოქალაქო სექტორის უმთავრეს რეკომენდაციებს. ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს თავისუფლებას ფარული კენჭისყრით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, საკუთარი შეხედულებით დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო.  იურისტები პარლამენტისგან მოითხოვენ  მიიღოს რეზოლუცია სასამართლოში კლანური მმართველობის... Читать дальше...

პანკისში დაპირისპირების ადგილას დაცვის პოლიციისთვის ჯიხურებს დგამენ

Radiotavisupleba.ge 

პანკისის ხეობაში, ბირკიანის თემის სოფელ ძიბახევში დაცვის პოლიციისთვის რამდენიმე ჯიხურს დგამენ. უფლებადამცველის, სულხან ბორძიკაშვილის ინფორმაციით, დაცვის პოლიციის თანამშრომლებს ჯიხურებს სავარაუდოდ, ღამის გასათენებლად უდგამენ. 21 აპრილს, სწორედ აქ მოხდა პირველი დაპირისპირება ჰესის "ხადორი 3"-ის მშენებლობის მოწინააღმდეგე ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის. მოსახლეობის პროტესტი ჰესის მშენებლობის დასაწყებად კომპანია "ფერის" ტექნიკის გამოჩენას მოჰყვა. შსს-ს მიერ პანკისის ხეობაში სპეცრაზმელების... Читать дальше...

თბილისის მერია დედაქალაქში საბაგიროების აშენებას გეგმავს

Radiotavisupleba.ge 

თბილის მერმა კახა კალაძემ 24 აპრილს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში საბაგიროების მშენებლობა იწყება. დაგეგმილია პროექტის განხორციელება სამი მიმართულებით - სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათას მთა. თუმცა, რომელი იქნება პირველი, ეს 5 თვეში, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემდეგ გადაწყდება, რაშიც 750 000 ლარი დაიხარჯება. „სამივე მიმართულებით ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება და დარწმუნებული ვარ, საბაგიროს პროექტების განხორციელების შემთხვევაში, მოსახლეობისთვის ეს იქნება გადაადგილების ისეთი შესაძლებლობა... Читать дальше...

IDFI ითხოვს არქივებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას

Radiotavisupleba.ge 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არქივებზე წვდომის გაუმჯობესების  საკითხს საკანონმდებლო დონეზე აყენებს. ორგანიზაციამ  მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მკვლევრებს უნდა გაუმარტივდეთ არქივებზე წვდომა. წინადადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უკვე გადაეცა განსახილველად.  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, გიორგი კლდიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ საკანონმდებლო წინადადება შეეხება  არქივებში დაშვების და დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას... Читать дальше...

ბოსნიის სასაზღვრო პოლიცია უარყოფს ცნობებს, რომ მიგრანტებს გალიებში ათავსებს

Radiotavisupleba.ge 

ბოსნიის სასაზღვრო პოლიციამ უარყო ცნობები მიგრანტებთან ცუდად მოპყრობის შესახებ, მას შემდეგ, რაც აქტივისტებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელიც, მისი თქმით, აჩვენებს, რომ მიგრანტებს, მათ შორის ბავშვებს, გალიებში ათავსებენ.  23 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში პოლიცია ამბობს, რომ ვიდეო შეცდომაში შემყვანია, რადგან კლობუკის სასაზღვრო პუნქტზე არსებული ობიექტი ერთადერთი დროებითი დაკავების ცენტრია უკანონო მიგრანტებისთვის. "ბოსნიის და ჰერცეგოვინის სასაზღვრო პოლიცია უარყოფს მიგრანტებისადმი არაჰუმანურ მოპყრობას კლობუკში" - ამბობს პოლიცია განცხადებაში. Читать дальше...

FAO მოსახლეობას მოუწოდებს სიფრთხილისკენ ხორცის და კვერცხის ყიდვისას

Radiotavisupleba.ge 

სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცის, ხორცპროდუქტებისა და კვერცხის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და პროდუქტების შენახვის პირობები. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ  ხორცი სუფთა, დახურულ მაცივარში ინახებოდეს, დაცული იყოს შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი (2-6 გრადუსი), დაცული იყო შენახვის ვადა - 48 საათი. Читать дальше...

„ზამთარი გადატანილია“ - გურამ წიბახაშვილის გამოფენა

Radiotavisupleba.ge 

რა დაგვრჩა 1990-იანი წლებიდან? რა შეიცვალა საქართველოში თუნდაც 1989 წლის შემდეგ, მართლა გადავიტანთ უკვე ზამთარი? 24 აპრილს „ბარნოვის ხელოვნების სახლში“ იხსნება გურამ წიბახაშვილის ფოტოსურათების გამოფენა.

შრი-ლანკაზე თავდასხმების მხვერპლთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა

Radiotavisupleba.ge 

შრი-ლანკის პოლიციის ინფორმაციით, 359-მდე გაიზარდა გასულ კვირას მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. 23 აპრილის მდგომარეობით დადასტურებული იყო 321 ადამიანის სიკვდილი. დაღუპულთა შორის 39 უცხოელია - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, პორტუგალიის, ნიდერლანდის, ბელგიის, თურქეთის, ჩინეთის, იაპონიის, ინდოეთის და პაკისტანის მოქალაქეები. აფეთქებების შედეგად დაიჭრა 500-მდე ადამიანი. დღეს შრი-ლანკის პოლიციამ განაცხადა, რომ აფეთქებები მოაწყო 9 თვითმკვლელმა, რომელთაგან ერთი ქალი იყო. ოფიციალური ინფორმაციით, დადგენილია 8 თვითმკვლელის ვინაობა. Читать дальше...

Новости России
Москва

Количество пользователей-инвесторов на платформе «Атомайз» превысило 72000


ავღანეთში შემცირებულია სამოქალაქო მსხვერპლის რიცხვი, კოალიციის ძალებზე თალიბანზე მეტი მოდის

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ანგარიშის თანახმად, მას შემდეგ, რაც 2009 წელს გაერომ სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის აღრიცხვა დაიწყო, სამთვიან პერიოდში აშშ-ის და ავღანეთის მთავრობის ძალებზე მოდის მეტი სამოქალაქო მსხვერპლი, ვიდრე, ვიდრე თალიბანსა და სხვა ექსტრემისტებზე.  გაეროს დახმარების მისია ავღანეთში (UNAMA) ამბობს, რომ სამოქალაქო პირს შორის მსხვერპლი თითქმის 25 პროცენტითაა შემცირებული 2019 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთო ჯამში მოკლულია 581 სამოქალაქო პირი და დაიჭრა 1192. Читать дальше...

წელს საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 32 მოქალაქე დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

2019 წლის დასაწყისიდან ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს საქართველოს 32 მოქალაქე, რომლებიც ცხინვალის იზოლატორში მოხვდნენ. მათ შორის, 23 აპრილს დაკავებული ნიქოზის მცხოვრებნიც. ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძეც, რომელიც გორში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.  შეხვედრაზე მსჯელობენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის ფორმატით განსახილველ  საკითხებსა და საოკუპაციო... Читать дальше...

359-მდე გაიზარდა შრი-ლანკაში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

შრი-ლანკის პოლიციის ცნობით, აღდგომის კვირა დღეს მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 359-ს მიაღწია. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა ჯგუფმა, "ისლამურმა სახელმწიფომ". დაჭრილია სულ მცირე 500 ადამიანი.  მთავრობის ცნობით, 24 აპრილს დააკავეს კიდევ 20 ეჭვმიტანილი, საერთო ჯამში დაკავებულების რაოდენობა 60 პირს შეადგენს.  ცხრა აფეთქება მოხდა ეკლესიებში, სასტუმროებში და სხვა ადგილებში. იუწყებიან, რომ თავდასხმები თვითმკვლელმა მოიერიშეებმა მოაწყვეს და მათგან რვა უკვე იდენტიფიცირებულია. Читать дальше...

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსული სარაკეტო დანადგარის შეტანას ცდილობდნენ

Radiotavisupleba.ge 

ჩრდილოეთ ოსეთში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც „ქვემო ზარამაგის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით ცდილობდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ტანკსაწინააღმდეგო გამშვები სარაკეტო დანადგარის შეტანას. რუსული საინფორმაციო საშუალებები ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით წერენ, რომ ორ ნაწილად დაშლილი გადასატანი დანადგარი ჯართთან ერთად იყო დამალული „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანაში. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა შეიარაღების და საბრძოლო მასალების კონტრაბანდის მუხლით, რომელიც სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"გირჩი" ჯიბღაშვილის გათავისუფლებას მიესალმა, თუმცა შერჩევითი სამართლიანობის ეჭვი გაუჩნდა

Radiotavisupleba.ge 

პოლიტიკური პარტია „გირჩი“ სამართალდამცავებს და სასამართლოს მიმართავს რამდენიმე შეკითხვით, რომელიც ეხება ნარკოტიკების აღმოჩენისთვის მსახიობის და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის დაკავებას და გირაოთი გათავისუფლებას. პარტიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში „გირჩი“ ლევან ჯიბღაშვილს თავისფლებას ულოცავს და მისგან განსხვავებით ფიქრობს, რომ „არც ერთი ადამიანი ნარკოტიკების ფლობის და მოხმარების გამო არ უნდა იჯდეს ციხეში.“ „გირჩი“ განმარტავს, რომ სურს ეს შემთხვევა სხვა ადამიანების გასათავისუფლებლადაც გამოიყენოს და აქვს შემდეგი კითხვები: 1. Читать дальше...

მეი ზელენსკის ესაუბრა რუსულ აგრესიასთან ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობაზე

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ უკრაინის ახალ პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, ერთად გაუწიონ წინააღმდეგობა რუსულ აგრესიას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას მეიმ ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიის შესაკავებლად საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მუშაობის აუცილებლობას. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Ирина Хромачёва

Россиянки Хромачёва и Сизикова пробились в финал парного турнира в Рабате






Президент Чехии Павел получил травмы во время езды на мотоцикле

Арестован глава управления департамента Минобороны по гособоронзаказу

С чего начинается любое заболевание?

Судебные приставы Подмосковья присоединились к акции по посадке деревьев