Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июнь
2019

Новости за 26.06.2019

მელია უმრავლესობას: აპირებთ ჩემს დაჭერას, მაგრამ ვარ ამაყი, მე მაქვს ზეიმი, თქვენ პანაშვიდი

Radiotavisupleba.ge 

„მე ვთხოვე ჩემს კოლეგებს, კატეგორიულად ვთხოვე და მათ ეს თხოვნა გაითვალისწინეს, რომ დღეს ის სურათი ყოფილიყო, რომელიც არის. დიახაც, დღეს მე აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი“,- განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ,   დეპუტატმა ნიკა მელიამ ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის პასუხად. მამუკა მდინარაძემ მას პლენარულ სხდომაზე პირადად უთხრა, რომ კოლეგებმა მიატოვეს და არ სცადეს არგუმენტებით ეჩვენებინათ მისი  პოზიციის სიმართლე.  „მე ვარ აქ დღეს ამაყი, მაგრამ მგონია, რომ თქვენ არ ხართ ამაყები. Читать дальше...

ემზარ კვიციანი დეპუტატებს მოუწოდებს ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ

Radiotavisupleba.ge 

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი დეპუტატებს მოუწოდებს ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ. პროკურატურას კი მიმართავს და ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ ნიკა მელია გამოძიებას დაემალება, რის გამოც მისი დაპატიმრება აუცილებელია. ეს განცხადება მან პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატებმა დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე სასამართლოსთვის მისამართად პროკურატურისთვის თანხმობის მიცემას: „ნიკა მელიას საკითხზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ის გირაოთია გამოშვებული და არ გაქცეულა არსად. Читать дальше...

გენერალური პროკურორი მოგმართავთ წინადადებით მისცეთ თანხმობა პატიმრობის თაობაზე ნიკანორ მელიას მიმართ – პროკურორი დეპუტატებს

News.ge 

ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტა – დეპუტატები სესიაზე კენჭისყრისთვის ემზადებიან. დეპუტატებს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო საზედამხედველო სამსახურის უფროსმა მიმართა.  ამირან გულუაშვილმა კანონმდებლებს ბრალის დადგენილება გააცნო. მისი თქმით, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ ერთ საათში მათ მიერ წაყენებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, უნდა გადაენაცვლათ პარლამენტის შენობაში. მათ დაიწყეს სამართალდამცველთა მიმართ ძალადობა და სამართალდამცველების კუთვნილი ნივთების განადგურება. Читать дальше...

პარლამენტი დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის საკითხს განიხილავს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს პარლამენტისადმი გენერალური პროკურორის მიმართვას დეპუტატ ნიკა მელიასთვის დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის შესახებ. დეპუტატებს გენერალური პროკურორის მიმართვა გააცნო  პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა და დეპუტატებს ის საფუძვლები გააცნო, რომლის მიხედვითაც პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.    ნიკა მელიას ბრალად ედება 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება... Читать дальше...

20-21 ივნისის ღამეს დაშავებულიდან 10 საავადმყოფოში რჩება

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 20-21 ივნისის ღამე დაშავებულთაგან ამ დროისთვის 10 კვლავ საავადმყოფოში რჩება. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ერთი დაშავებული, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდებოდა, კვლავ მართვით სუნთქვაზეა. მას რეზინის ტყვია თავში აქვს მოხვედრილი და საავადმყოფოში შეყვანისას უგონო მდგომარეობაში იმყოფევოდა. ახალგაზრდა მამაკაცი იდენტიფიცირებულია, თუმცა მის პირად მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტრო არ გასცემს.  მართვით სუნთქვაზე დამზოგველ რეჟიმში იმყოფება კიდევ ერთი დაშავებული... Читать дальше...

ნიკა მელიამ დეპუტატის იმუნიტეტი დაკარგა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტმა 91 ხმით არცერთის წინააღმდეგ  მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის მიმართვას, პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვაზე თანხმობის მიცემის შესახებ. პარლამენტმა კენჭი უყარა დადგენილების პროექტს "საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე  გენერალური პროკურორისთვის თანხმობის მიცემის შესახებ." "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიდან დარბაზში გადაწყვეტილებას უსმენდა მხოლოდ თავად ნიკა მელია. Читать дальше...

აქ მხოლოდ მოწმეებზე არ არის საუბარი, საუბარია მტკიცებულებათა პაკეტზე, რომელიც აქვს პროკურატურას”

News.ge 

“აქ მხოლოდ მოწმეებზე არ არის საუბარი, საუბარია მტკიცებულებათა პაკეტზე, რომელიც გააჩნია პროკურატურას. ჩვენ არ ვიხილავთ კონკრეტულ საქმეს, დეტალებს და ბრალეულობას, ჩვენ ვამბობთ, რომ ნიშნები არის და ამ ნიშნების შესაბამისად პროკურატურა თხოულობს სასამართლოს მიმართოს, ” – ეს განცხადება, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ “კურიერის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. მან განმარტა გადაწყვეტილება, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან ...

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველები ე.წ. საზღვრის შესაძლო დაკეტვამ შეაშფოთა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ შესაძლოა, დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი დაკეტოს. სავარაუდო თარიღად სახელდება 8 ივლისი, ანუ დღე, როცა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ 21 ივნისს გამოცემული განკარგულებით, საქართველოსთან სამგზავრო ავიამიმოსვლა უნდა შეჩერდეს. ენგურთან ე.წ. საზღვრის დაკეტვის მოთხოვნით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას მიმართა ადგილობრივი „პარლამენტის“ - ე.წ. სახალხო კრების დეპუტატმა დიმიტრი დბარმა. მან მოთხოვნის საფუძვლად დაასახელა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის... Читать дальше...



აშშ-ის ყოფილი სპეცპროკურორი რობერტ მიულერი ჩვენებას მისცემს აშშ-ის კონგრესის კომიტეტებს

Radiotavisupleba.ge 

რობერტ მიულერი, რომელიც უძღვებოდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის თაობაზე გამოძიებას და მოსკოვთან დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრთა შესაძლო კავშირებს, ჩვენებას მისცემს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სასამართლო საქმეებისა და დაზვერვის კომიტეტებს. მოსმენა საჯარო იქნება. გამოსვლა 17 ივლისისთვის არის დანიშნული. ორი კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ყოფილმა სპეციალურმა პროკურორმა მზადყოფნა გამოხატა, მისცეს ჩვენება, მას მერე, რაც ოფიციალური მიწვევა მიიღო სხდომებზე გამოსაცხადებლად. Читать дальше...

გავრილოვი და ტიპები, რომ ითხოვენ დეპუტატების დასჯას მხოლოდ მაგიტომ ნუ გააკეთებთ მაგას – წერეთელი უმრავლესობას

News.ge 

პოლიციელის ცემა მოსულა? – ამ კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “ევროპული საქართველოს” დეპუტატს გიგი წერეთელს მიმართა. წერეთელს ეს კითხვა მდინარაძემ მას შემდეგ დაუსვა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა თქვა, რომ ძალადობას ყოველთვის ეწინააღმდეგება და 20 ივნისის ღამეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს. წერეთელმა ასევე მოუწოდა ოპონენტებს ნუ მისცემენ უფლებას დააკავონ მელია, რადგან ამით რუსი კომუნისტის სერგეი გავრილოვის მოთხოვნას შეასრულებენ. „მინდა ...

ნიკა მელია პარლამენტის პლენარულ სხდომას მარტო, თანაგუნდელების გარეშე დაესწრება

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობის წევრი “ნიკა მელია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შევიდა, სადაც დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ  ნიკა მელიას დაპატიმრებაზე სასამართლოსთვის მისამართად  პროკურატურისთვის თანხმობის მიცემას.  მელია სხდომას მარტო, თანამოაზრეებისა და თანაპარტიელების გარეშე დაესწრება. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან. როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა განუმარტა რადიო თავისუფლებას, ნიკა მელიამ გადაწყვიტა, რომ მარტო იყოს "ქართული ოცნების" დეპუტატების წინაშე... Читать дальше...

ე.წ. გავრილოვის სია – ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ სანქციებით ემუქრება

News.ge 

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ დღევანდელი გადაწყვეტილების გამო, სანქციებით ემუქრება. სალომე სამადაშვილმა უკვე დაიწყო “გავრილოვის სიაზე” მუშაობა. ამ სიაში მოხვდება ყველა ის დეპუტატი, რომელმაც დღეს პოლიტიკურ დევნას მწვანე შუქი აუნთო და ნიკა მელიას დაკავებას ხმა მისცა. ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში დღეს დიქტატურის გაფორმების პროცედურა დაიწყო, ამიტომ სანქცია უნდა დაწესდეს ყველა დეპუტატს, ვინც ხელი მოაწერა ამ მძიმე პოლიტიკურ განაჩენზე. ...

პირდაპირ ცდილობდნენ განეხორციელებინათ სახელმწიფო გადატრიალება“- კალაძე 20 ივნისის მოვლენებში ოპოზიციას ადანაშაულებს

News.ge 

პირდაპირ ცდილობდნენ განეხორციელებინათ სახელმწიფო გადატრიალება“ – კახა კალაძე 20 ივნისის სისხლიან მოვლენებში ოპოზიციის წარმომადგენლებს ადანაშაულებს. ამის შესახებ მან დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი ამბობს, რომ პარლამენტის წინ ვითარების ესკალაციის მიზეზი სწორედ ოპოზიციის ლიდერების განცხადებები განცხადებები გახდა. „ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ ახალგაზრდა... Читать дальше...

ბიუროს სხდომაზე მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ ნებართვის მიცემაზე მსჯელობენ

News.ge 

პარლამენტის ბიურო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. ბიუროს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. 15 ხმით, 4-ის წინააღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს. Читать дальше...

"გალში გამოკითხულები ამბობენ, რომ იქ ცხოვრება უფრო გართულდა"

Radiotavisupleba.ge 

როგორ ცხოვრობენ ადამიანები ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში? რა წინააღმდეგობების გადალახვა უწევთ ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად? როგორ შეიძლება მათი მდგომარეობის მცირედით მაინც გაუმჯობესება? ამის გარკვევას ემსახურებოდა „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ განხორციელებული გამოკვლევა.

სახელმწიფო არის ვალდებული მოახდინოს შესაბამისი რეაგირება,” – გიორგი კახიანი ნიკა მელიაზე საუბრობს

News.ge 

ვინაიდან, სამწუხაროა, რომ ასეთის მცდელობას ჰქონდა ადგილი, სახელმწიფო არის ვალდებული მოახდინოს შესაბამისი რეაგირება” – ეს განცხადება გიორგი კახიანმა, უმრავლესობის წევრების მიერ, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხის მხარდაჭერის შეფასებისას გააკეთა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, აცხადებს, რომ ნებისმიერი სახის მოწოდება, რომელიც კონსტიტუციურ ინსტიტუციაზე გალაშქრებას ისახავს მიზნად, ეს იქნება ძალიანა მკაცრად დასჯილი. „ფაქტები, რაზეც არის ...

აქამდე ხელბორკილები რომ არ დამადეს, ესეც გასაკვირია

News.ge 

ბიძინა ივანიშვილი არის პუტინის ხელის ბიჭი” – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც იურიდულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, მმართველი გუნდის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პროკურატურის მოთხოვნას ნიკა მელიასთვის სადეპუტატი იმუნიტეტის შეჩერების შესახებ. ნიკა მელია პარლამენტის სესიას დაესწრება, სადაც ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. „ბიძინა ივანიშვილი არის ...

გოცირიძე: „ოცნების“ სამი დეპუტატი აქციის დარბევის დაგეგმვაში მონაწილეობდა

Radiotavisupleba.ge 

დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი 20 ივნისს, ღამით. პარლამენტის შენობაში იმყოფებოდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, საპროტესტო აქციის დარბევის დაგეგმვაში მონაწილეობდნენ, - უთხრა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ. „ღამით, ვიდრე დაიწყებოდა დარბევა და ძალის გამოყენება, პარლამენტის შენობაში, მე-4 სართულზე მოსული იყვნენ შს მინისტრი გიორგი გახარია და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 30-კაციანი დაცვით. იქ იყო ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

კიევის სასამართლომ ცესკოს დაავალა, ხელახლა განიხილოს არჩევნებში სააკაშვილის პარტიის მონაწილეობის საკითხი

Radiotavisupleba.ge 

კიევის ადმინისტრაციულმა სასამართლომ უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაავალა, ხელახლა განიხილოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ საბუთები ვერხოვნა რადის რიგგარეშე არჩევნებში რეგისტრაციისთვის. „ჩვენ გავიმარჯვეთ. სასამართლომ მხარი დაგვიჭირა. არჩევნებზე მივდივართ“ - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკში. კანდიდატების რეგისტრაცია 25 იანვარს დასრულდა. გუშინ, გვიან საღამოთი, „ახალი ძალების მოძრაობის“ წევრები... Читать дальше...

Новости России
Москва

«Лето. Москва. Шавасана» — в Москве пройдёт Международная Конференция Йога Журнала


პროკურატურა ნიკა მელიას საქმეზე: გვაქვს ზღვა ვიდეომასალა, დამონტაჟებული და დაუმონტაჟებელი

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურა აცხადებს, რომ ნიკა მელიას საქმეზე უწყებას აქვს ხანგრძლივი ვიდეომასალა. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა პარლამენტში განაცხადა. “რეალურად, ზღვა მასალაა ეს ვიდეომასალა, რაც ჩვენ მიერაა მოპოვებული, რაც ჩვენთან არის წარმოდგენილი: გავრცელებული სოციალურ ვებგვერდებზე, მედიასაშუალებებით, დამონტაჟებული, საეთეროდ გამზადებული და დაუმონტაჟებელი ანუ შავი მასალა”, - თქვა გულუაშვილმა. ვიდეოჩანაწერებთან ერთად... Читать дальше...

ოპოზიციური პარტიები ბოიკოტის ნიშნად ქუთაისის საკრებულოს სხდომებს არ ესწრებიან

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ბოიკოტს აცხადებენ და სხდომებს არ დაესწრებიან. განცხადება ამის შესახებ ჯერ „ევროპული საქართვლოს“, ხოლო შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გააკეთეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესიკ ბრეგაძე ამბობს, რომ მათ  წერილობით მიმართეს საკრებულოს, რათა ემსჯელათ თბილისში განვითარებულ მოვლენებზე,  თუმცა, საკრებულომ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ნაცვლად არსებული პრობლემებისა, ფრაქციების შექმნა განიხილეს. "რუსებმა ქვეყნის ოკუპაცია მოახდინეს, უმრავლესობამ პოლიტიკური ტრიბუნის. Читать дальше...

ფეისბუკში "თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების" ყალბი ჯგუფი გაჩნდა

Radiotavisupleba.ge 

ფეისბუკში "თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების" ყალბი ჯგუფი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ მითების დეტექტორი ავრცელებს. "თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება" 20 ივნისის შემდეგ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების საორგანიზაციო ვირტუალურ სივრცედ იქცა.  ჯგუფის პირველი და რეალური ვერსია 2018 წლის მაისიდან არსებობს, ახალი ჯგუფი კი 2019 წლის 21 ივნისს არის შექმნილი, აქციის დარბევის ღამის შემდეგ. რეალური ჯგუფი 10 ათასამდე წევრს აერთიანებს, ხოლო მის ყალბ ანალოგს 62 წევრი ჰყავს. ახლად შექმნილი ჯგუფის ადმინისტრატორი არის Giorgi Rusia. Читать дальше...

ნიკა მელია: რომან გოცირიძემ თქვა გენიალური რამ, თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან

Radiotavisupleba.ge 

პირველი კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ მას შემდეგ, რაც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს გენერალური პროკურორის მიმართვას, მის დასაპატიმრებლად სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვაზე თანხმობის მიცემის შესახებ: „ახლა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ბიძინა ივანიშვილია, რადგან სხვა გზას არ უტოვებს პუტინი და აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც შეიძლება, მასაც კი არ უნდოდეს. რა ხდება ეს, დაჩქარებულად... Читать дальше...

პროკურატურის არგუმენტები კომიტეტმა მიიჩნია საფუძვლიანად და დაუჭირა მხარი –

News.ge 

პოლიციელი არის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, როდესაც ასეთი რაღაც ხდება, ვინც შეესწრება ამბავს, ის არის მოწმე,“ – ამის შესახებ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მან პროკურატურის მოწმეებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, პროკურატურას ჰყავს მოწმეებად როგორც სამართალდამცველები, ასევე რიგითი მოქალაქეები. მან ის მიზეზები განმარტა, რის გამოც პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების ...

დანარჩენი პროკურატურაზეა დამოკიდებული – მათიკაშვილმა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა

News.ge 

საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრებისთვის, ვინც დღეს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე იმყოფებოდნენ, საკმარისი აღმოჩნდა პროკურატურის წარმომადგენლების არგუმენტები. უმრავლესობის წევრებმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, მხარი დაუჭირეს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, მათ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ანალიზის გარდა, 20 ივნისის ღამის კადრები პირდაპირ ეთერშიც აქვთ ნანახი. მისი თქმით, მათ ხმა არ მიუციათ... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Новаку Джоковичу исполнилось 37 лет в Швейцарии | Виды спорта






Две бронзы выиграли забайкалки на международных соревнованиях по киокусинкай «Moscow Cup 2024»

За безжалостную правду можно простить": Военкор эмоционально отреагировал на арест генерала Попова

PizzaHut 5.2.8

Москвичей предупреждают о рекордно высоком давлении 24 мая