Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2019

Новости за 07.10.2019

არჩილ თალაკვაძე ილია ჯიშკარიანზე – ასეთ ბრალდებას სჭირდება დადასტურება – პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჩვენ შემდგომ მივიღებთ

News.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრის, ილია ჯიშკარიანის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს დადასტურება სჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მმართველ გუნდს კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბროს. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს თამთა თოდაძის ბრალდებებზე საპასუხოდ განუცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ნებისმიერი ასეთი ბრალდება მაღალი ყურადღებით იქნება შესწავლილი. „ეს არის ძალიან სამწუხარო ბრალდება, რადგან ჯიშკარიანი არის სახელისუფლებო... Читать дальше...

ალექსანდრე კობაიძე: დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 4 პირიდან 2 პოლიციელია

Radiotavisupleba.ge 

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 4 პირია დაკავებული, მათ შორის ორი პოლიციელი, - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ. იგი იცავს დაკავებულთაგან ერთ-ერთის, გიორგი გეთაშვილის ინტერესებს, რომელიც მოკლულის მეგობარია. მას გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. ქვემო ქართლის პოლიციაში გიორგი გეთაშვილთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ პროცედურული ნორმები დაირღვა. ადვოკატის თანახმად, „გეთაშვილი ორჯერ დაკითხეს. ის იყო ერთ-ერთი, რომელმაც ბოლოს ნახა დავით მუმლაძე“... Читать дальше...

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების საკითხი გუნდში „არც განხილულა და არც განიხილება“

News.ge 

მსგავსი საკითხი არ დასმულა, არც უმსჯელია უმრავლესობას და არაფერი მსგავსი არ განხილულა. ეს არის არასწორი ინფორმაცია, – ეს განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით გააკეთა. “მსგავსი ინფორმაცია უმრავლესობაში არც განხილულა. მე მსგავსი ინფორმაცია პირველად გავიგე. არანაირი მსგავსი რამ არც განიხილება და არც განხილულა გუნდში”, – განაცხადა ანრი ...

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ლაგოდეხი დააზიანა

Radiotavisupleba.ge 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში ძლიერმა ქარმა წუხელ 10-მდე ხე მოგლიჯა. რამდენიმე ხეა მოგლეჯილი ასევე ლაგოდეხი - წნორის გზასა და ქალაქ ლაგოდეხის  პირველ საჯარო სკოლასთან. ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად დაზიანებულია ელექროსადენები და საყრდენები, რის გამოც მუნიციპალიტეტის გარკვეულ სოფლებს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განაცხადეს, რომ მიმდინარეობს დაზიანებული ხაზების აღდგენა და მუნციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად დღის მეორე ნახევარში აღუდგება. Читать дальше...

გერმანიის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნობა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პირადად გაეცნობა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან, ე.წ. გამყოფ ხაზზე შექმნილ ვითარებას. 7 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თქვა, რომ ხვალ, 8 ოქტომბერს მიემგზავრება „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციულ საზღვართან. გერმანიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას და თქვა, რომ საქართველოს ყოველთვის შეუძლია... Читать дальше...

ზურაბიშვილი: აუცილებელია უკრაინის კონფლიქტთან ერთად საქართველო არ იყოს მივიწყებული

Radiotavisupleba.ge 

თბილისში დასრულდა საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტების შეხვედრა. „ჩვენ ვისაუბრეთ პირველ რიგში, კონფლიქტურ სიტუაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იმ აუცილებლობაზე, რასაც ყოველთვის ვუხსენებ ჩვენ პარტნიორებს, რომ აუცილებელია უკრაინის კონფლიქტთან ერთად საქართველო არ იყოს მივიწყებული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ ზაფხულს შექმნილი საკმაოდ დაძაბული სიტუაცია შესაძლოა, ნებისმიერ დროს გადაიზარდოს უფრო სერიოზულ ვითარებაში... Читать дальше...

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა განახლდა

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განახლდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა. დღეს დეპუტატები შეკითხვებს დაუსვამენ უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს მაია ვაჩაძეს. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში  კანდიდატების მოსმენა გაგრძელდება ანბანური თანმიმდევრობით. უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი საქართველოს პარლამენტში 23 სექტემბერს დაიწყო. დეპუტატებმა შეკითხვები უკვე დაუსვეს 5 კანდიდატს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეებს თამარ ალანიას... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან პირისპირ შეხვედრას მართავს

News.ge 

პრეზიდენტის სასახლეში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან. ამის შემდეგ კი, პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრას, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ. მანამდე, პრეზიდენტის სასახლეში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. ცნობისთვის, თბილისს ოფიციალური... Читать дальше...



აზერბაიჯანმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო პოსტი გახსნა

News.ge 

აზერბაიჯანმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო პოსტი გახსნა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. პოსტის „კეშიკჩი გალას“ გახსნას აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი ელჩინ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სასაზღვრო კომპლექსის გახსნის ცერემონიაზე აღინიშნა, რომ „პოსტის „კეშიკჩიდაგის“(დავით გარეჯი) ტერიტორიაზე გახსნა საზღვრის დაცვასთან ერთად, აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვასაც ისახავს მიზნად“.

ომბუდსმენი მოითხოვს საკრებულოს წევრის მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროების ეფექტურ გამოძიებას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველი მეთვალყურეობას გაუწევს თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ თანამშრომლის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის გამოძიებას და მჭიდრო კომუნიკაცია ექნება სავარაუდო მსხვერპლთან და მისი ინტერესების დამცველთან. სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უკვე მიმართა სამართალდამცავ უწყებას. „საკითხის სიმძიმიდან და მგრძნობელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას ეფექტურად წარიმართოს გამოძიება... Читать дальше...

თბილისში მიმდინარეობს საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტების შეხვედრა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში მიმდინარეობს საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტების შეხვედრა. სალომე ზურაბიშვილის და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის პირისპირ შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა გერმანიის სახელმწიფოს მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტისას გერმანიის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. Читать дальше...

კოსოვოს პარლამენტის არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს

Radiotavisupleba.ge 

კოსოვოს პარლამენტის ვადამდელი არჩევნების წინასწარი შედეგებით, გამარჯვება მოიპოვეს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც მხარს უჭერენ სერებთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად დიალოგის განახლებას. წინასწარი მონაცემებით, 6 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში ხმების 26% მიიღო მემარცხენე ნაციონალისტურმა პარტიამ Vetevendosje (თვითგამორკვევა) და 25% „კოსოვოს დემოკრატიულმა ლიგამ“(LDK). კოსოვოს ხელისუფლებაში 2007 წლიდან მყოფ „დემოკრატიულ პარტიას,“ რომელიც თავის დროზე ჩამოყალიბდა როგორც „კოსოვოს განთავისუფლების არმიის“ პოლიტიკური ფრთა... Читать дальше...

გერმანიის პრეზიდენტი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება გერმანიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. 9 საათზე დაგეგმილი ცერემონიის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან. შეხვედრის შემდეგ საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

В Беларуси отреагировали на неожиданное решение Арины Соболенко






ЕР открыла в регионах курсы по обучению санитарных инструкторов

«Единая Россия» подготовила программу по оказанию первой помощи и химбиозащите

Вольер с китоглавами впервые открыли в Московском зоопарке

В Подмосковье будут штрафовать за нарушение правил выгула собак