Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2019

Новости за 27.10.2019

ვინ ჩემი @ლეა ვიღაც 1 ან 2 ან თუნდაც 1 000 მამაო, რომ მაგათ გამო ეკლესიაში არ ვიარო და არ ვილოცო და ღმერთს რამე ვაყვედრო? – სვანიძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

ჟურნალისტი და იუმორისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში წერს: “რა მაინტერესებს იცით?ცხოვრებაში მინიმუმ 10-ჯერ მაინც შეგხვედრიათ ყველას რესტორანში ცუდი მიმტანი, უგემური კერძი, ან საჭმელში თმა, წვნიანში რაიმე მწერი.. მიუხედავად ამისა, მაინც დადიხართ რესტორნებში! შეიძლება სადაც ასეთი რამე გადაგხდათ, იმ კონკრეტულრესტორანში აღარ, მაგრამ ზოგადად ჭამა-სმისთვის და რესტორნებში სიარულისთვის თავი არ დაგინებებიათ…ჰოდა, აბა, რამდენი სადმე დაქნეული და უზრდელი […]

Source

აფენის თემში, სადაც შუალედური არჩევნები ჩატარდა, ხმებს ითვლიან

Radiotavisupleba.ge 

ლაგოდეხში 15-ე საარჩევნო ოლქში, აფენის თემში იქ სადაც შუალედური არჩევნები ჩატარდა, ახლა ხმებს ითვლიან. ეს პროცესი სავარაუდოდ მალე დასრულდება, რადგან, არჩევნები 4 უბანზე ჩატარდა და ამომრჩეველთა რაოდენობა 4200-ზე მეტი იყო. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება სამ კანდიდატს შორის უწევდა. „ქართული ოცნების“ კანდიდატია ომარ შველიძე, „ევროპული საქართველოდან“ კენჭს იყრის მალხაზ მელაშვილი, ხოლო დავით ბეგლარაშვილი პარტიამ „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ წარადგინა. მთელი დღის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესი ექსცესების გარეშემიმდინარეობა. Читать дальше...

სირიელი ქურთები და მათი მოკავშირეები თურქეთის საზღვრისპირა არეალს დატოვებენ

Radiotavisupleba.ge 

„სირიის დემოკრატიულ ძალებად“ წოდებულმა ქურთთა შეიარაღებულმა რაზმებმა და მათმა მოკავშირეებმა, რომლებიც სირიის ჩრდილოეთს აკონტროლებენ, კვირას გამოაცხადეს, რომ თანახმა არიან, გაიყვანონ ჯარები თურქეთის მოსაზღვრე არეალიდან, რითაც შეასრულებენ რუსეთსა და თურქეთს შორის, სოჭში, 22 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმების პირობას. „სირიის დემოკრატიული ძალების“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის მხარესთან ხანგრძლივი დისკუსია. ქურთთა ძალები, მათი განცხადების თანახმად, განთავსდებიან სირიის... Читать дальше...

ნატო „პატივს სცემს“ სერბეთის ერთობლივ მანევრებს რუსეთთან

Radiotavisupleba.ge 

ნატომ განაცხადა, რომ „პატივს სცემს“ სერბეთის გადაწყვეტილებას, გამართოს თავის ტერიტორიაზე სამხედრო მანევრები რუსეთთან ერთად, რომელმაც ბატაინიცის სამხედრო ბაზაზე, სერბეთში, ბელგრადის მახლობლად, ჩაიტანა „ხმელეთი-ჰაერის“, S-400-ის ტიპის და Pantsir-S-ის ტიპის თავდაცვითი სარაკეტო სისტემები. ისინი ჩართული არიან ერთობლივ სამხედრო წვრთნაში - „სლავურ ფარში“ - რომლის მიზანია საჰაერო თავდასხმების ერთობლივი მოგერიება. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ეს სისტემები რუსეთის გარეთ მოწყობილ მანევრებში მონაწილეობენ. Читать дальше...

ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ძალებმა სპეცოპერაციისას მოკლეს „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაური, აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი

Radiotavisupleba.ge 

აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი, ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაური, მოკლეს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ არეალში, აშშ-ის სპეცოპერაციის დროს, დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტირამპმა თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციისას. მისი თქმით, გასული ღამე შესანიშნავი იყო მსოფლიოსთვის. მან მადლობა გადაუხადა ოპერაციის მონაწილეებს და მათ, ვინც მხარდაჭერა გაუწია აშშ-ის ძალებს. ტრამპის თქმით, აშშ-ის ძალებმა დანაკარგის გარეშე იმოქმედეს. მან განაცხადა, რომ აშშ-ს სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდეს ქურთთა ძალებმა. ტრამპმა ოპერაციის დეტალების შესახებ თქვა... Читать дальше...

ირანმა დიდი გირაოს სანაცვლოდ საპატიმროდან გაუშვა ოთხი ჟურნალისტი და მშრომელთა უფლებების დაცვის ორი აქტივისტი

Radiotavisupleba.ge 

ირანმა ოთხი ჟურნალისტი და მშრომელთა უფლებების დაცვის ორი აქტივისტი, მათ შორის, სეფიდე ღოლიანი, საპატიმროდან გაათავისუფლა დიდი გირაოს სანაცვლოდ. 24 წლის ღოლიანმა საპატიმროში ცხრა თვე გაატარა. ის „ამნესტი ინტერნეშენელის“ მოწოდებიდან ერთ დღეში გაათავისუფლეს. მან ხუთდღიანი შიმშილობა ახლახან დაასრულა. ღოლიანი გაუშვეს 120 ათასი დოლარის შესაბამისი თანხის გირაოს სანაცვლოდ. სააგენტო ისნა იტყობინება, რომ მშრომელთა უფლებების დამცველი მეორე აქტივისტი, ათეფე რანგრიზი ასევე გაათავისუფლეს, მაგრამ პირობების შესახებ დეტალები ცნობილი არაა. Читать дальше...

კიდევ ერთი კვირა ფინალამდე

Radiotavisupleba.ge 

რაგბის მსოფლიოს თასის გათამაშებას მიმოიხილავს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი თემურ ბენდიაშვილი; მაროკოში ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტების წარმატებებზე საუბრობს ჟურნალისტი გიორგი ჭანიშვილი; ცნობილი არბიტრი, უეფას დამკვირვებელი ლევან ფანიაშვილი მსმენელებს შეახსენებს ახალ, მნიშვნელოვან ნიუანსს.

ლაგოდეხში ამომრჩეველთა აქტივობა თითქმის 42 პროცენტია

Radiotavisupleba.ge 

ლაგოდეხში, აფენის თემში, 4 საარჩევნო უბანზე არჩევნები დილიდან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არცერთი საჩივარი არ დაწერილა. 15:00 საათის მონაცემებით, ლაგოდეხში ამომრჩეველთა აქტივობა 41.8 პროცენტია. ოთხივე უბანზე 4229 ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათგან 1767-მა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან ლაგოდეხის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და სააბიუჯეტო ორგანიზაციების სხვა თანამშრომლები. მათი უმრავლესობა არ არის თემის ამომრჩეველი. Читать дальше...



აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი პირველად ჩავიდა ქაბულში თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის წარგზავნილი ავღანეთში, ზალმაი ხალილზადი, ქაბულში ჩავიდა ავღანეთის ლიდერებთან მოსალაპარაკებლად. ეს მისი პირველი ჩასვლაა ავღანეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკების შეწყვეტის შემდეგ. მოლაპარაკების მიზანი იყო ავღანეთში აშშ-ის მეთაურობით მიმდინარე 18-წლიანი ომის შეწყვეტა. ხალილზადის ვიზიტი მოჰყვა არაერთ მოლაპარაკებას სამშვიდობო პროცესის განახლების თაობაზე და შეხვედრას თალიბებთან პაკისტანში. ხალილზადი ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის და უზენაეს აღმასრულებელს... Читать дальше...

აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ სპეცოპერაციის დროს სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაური ალ-ბაღდადი მოკლეს

Radiotavisupleba.ge 

აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი, ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაური, მოკლეს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ არეალში, აშშ-ის სპეცოპერაციის დროს, დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტირამპმა თეთრ სახლში გამოსვლისის. მისი თქმით, გასული ღამე შესანიშნავი იყო მსოფლიოსთვის. ტრამპის თქმით, ახლა მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილი გახდა. მან მადლობა გადაუხადა ოპერაციის მონაწილეებს და მათ, ვინც მხარდაჭერა გაუწია აშშ-ის ძალებს. ტრამპის თქმით, აშშ-ის ძალებმა დანაკარგის გარეშე იმოქმედეს. მან განაცხადა, რომ აშშ-ს სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდეს ქურთთა ძალებმა. Читать дальше...

ერაყში დემონსტრანტებს ხელისუფლების "ამოძირკვა" სურთ

Radiotavisupleba.ge 

ასეულობით დემონსტრანტი კვლავ გავიდა ქუჩაში 27 ოქტომბერს ბაღდადში, ერაყის დედაქალაქის მთავარ ტაჰრირის მოედანზე და მოითხოვდა პოლიტიკური კლასის „ამოძირკვას“. ისინი განაგრძობენ პროტესტს იმის მიუხედავად, რომ საპროტესტო გამოსვლების დროს დახოცილთა რიცხვმა 60-ს მიაღწია, ანტისამთავრობო გამოსვლების მეორე ტალღის განმავლობაში, 24 ოქტომბრის შემდეგ. აქ იმისთვის ვართ, რომ მთელი მთავრობა დავამხოთ, ყველას ამოვძირკვავთ, - თქვა ერთმა დემონსტრანტმა, რომელსაც ერაყის სამფერიანი დროშა ჰქონდა თავზე შემოხვეული. მთავრობა... Читать дальше...

დააკავეს მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვან შვილს ქორწინებას აიძულებდა

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში დააკავეს 44 წლის მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვან შვილს ქორწინებას აიძულებდა. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციის ცნობით, მამა გოგონას ქორწინებას „მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით“ აიძულებდა. მშობლების მიმართ შემაკავებელი ორდერია გამოწერილი, გოგონა კი გადაყვანილია თავშესაფარში.

ლევან აკინის ქართულ-შვედურ ფილმს საქართველოს კინოთეატრებში ნოემბერში უჩვენებენ

Radiotavisupleba.ge 

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმს, რომელიც შვედეთმა ოსკარზე წარადგინა, ქართულ კინოთეატრებში მაყურებელი ნოემბერში ნახავს, თუმცა მხოლოდ სამი დღით და ჩვენებები მასში მონაწილე მსახიობების გარეშე ჩაივლის, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, - ამ ინფორმაციას „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს.  ქართველი მოცეკვავეების გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმის “Then We Danced”-ის პრემიერა კანის ფესტივალზე 2019 წელს გაიმართა და ამ დრომდე უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო. ივლისში... Читать дальше...

ტრამპი „მნიშვნელოვან განცხადებას“ გააკეთებს „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის საცხოვრებელზე იერიშის შესახებ ცნობის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, 27 ოქტომბერს, „მნიშვნელოვან“ განცხადებას გააკეთებს, იტყობინება თეთრი სახლის წარმომადგენელი, ჰოგან კიდლი. ამის ფონზე არაერთმა სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-მა 27 ოქტომბრის დილით სამხედრო ოპერაცია ჩაატარა ტერორისტული გაერთიანების, „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სავარაუდო საცხოვრებელ არეალში. აშშ-ის და ერაყის სპეცსამსახურების წყაროზე, ასევე სირიიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მედიასაშუალებები, სხვათა შორის, "სი-ენ-ენი", "ნიუზუიკი" და "როიტერსი" ავრცელებენ ცნობას... Читать дальше...

საქართველო - აქცია - კონტრაქცია

Radiotavisupleba.ge 

„ანარეკლებში" ვსაუბრობთ კონტრაქციებზე საქართველოს უახლეს ისტორიაში. გვიყურეთ ყოველ კვირას რადიო თავისუფლების ფეისბუკისა და იუტუბის არხებზე.

ლაგოდეხში, ადიგენში და მარტვილში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აფენის თემის 4 საარჩევნე უბანზე დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება. ოთხივე უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. პირველი ამომრჩეველი N26-ე საარჩევნო უბანზე 08:05 წუთზე მიიღეს. მას უბნის კომისიის თავმჯდომარემ, როგორც პირველ ამომრჩეველს „მაღვიძარა საათი“ აჩუქა. საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობა ამ ეტაპზე დაბალია. სხვა არჩევნების მსგავსად, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობენ პარტია „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, რომლებიც უბანზე შესულ და გამოსულ ამომრჩეველს სპეციალურ სიებში აღრიცხავენ. Читать дальше...

იუწყებიან, რომ 63 ადამიანი ემსხვერპლა ერაყში ორდღიან ძალადობას

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე 63 დემონსტრანტი ემსხვერპლა შეხლა-შემოხლას უსაფრთხოების ძალებთან მთელი ერაყის მასშტაბით გამართული დემონსტრაციების დროს, სადაც მოქალაქეები აპროტესტებდნენ  კორუფციას და ეკონომიკურ სირთულეებს. მსხვერპლის შესახებ ცნობას ავრცელებს ერაყის ადამიანის უფლებების უმაღლესი საბჭო.  ამ უწყების ცნობით, ძალადობის შედეგად დაშავდა 2592 ადამიანი, მათ შორის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები.  ანტისამთავრობო აქციების ტალღა 25 ოქტომბერს განახლდა.

ლიბანში განახლდა ქუჩის საპროტესტო აქციები

Radiotavisupleba.ge 

ლიბანში დემონსტრანტებმა 26 ოქტომბერს განაახლეს ქუჩის საპროტესტო აქცია, რითიც არ დამორჩილდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილ, ძლიერ მოძრაობა ჰეზბოლას, რომელიც მათ მოუწოდებს დაასრულონ დემონსტრაციები ქვეყნის მმართველების წინააღმდეგ.  საპროტესტო აქციები 17 ოქტომბერს დაიწყო. მისი მონაწილეები მოითხოვენ მთავრობის ხელმძღვანელების გადადგომას, მასშტაბური კორუფციის შესახებ განვრცელებული ცნობების ფონზე.  26 ოქტომბერს, გვიან საღამოს შეხლა-შემოხლა მოხდა ლიბანის სამხედროებს და დემონსტრანტებს შორის, რომლებიც ცდილობდნენ... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Блинкова

Россиянки Аванесян и Блинкова вышли во второй тур турнира в Риме






Монсон заявил, что его спортивная карьера практически завершена

Лучшие фильмы Международного фестиваля правильного кино назвали в Музее Победы

Экс-игрок Деменко предрек "Краснодару" проблемы с составом

Собянин: Фонд грантов одаренным учащимся школ искусств увеличен в три раза