Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2019

Новости за 22.10.2019

ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ მეორე წაკითხვით მოიწონა კანონპროექტი ბრექსიტის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ მეორე წაკითხვით მოიწონა კანონპროექტი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ. კანონპროექტს ხმა მისცეს არა მხოლოდ კონსერვატორებმა, არამედ იმ დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილმაც, რომლებიც ადრე გარიცხულ იქნენ კონსერვატიული პარტიიდან, ასევე ლეიბორისტებმაც. ხმების თანაფარდობაა 329 მომხრე 299-ის წინააღმდეგ. მაგრამ ამის შემდეგ პარლამენტმა 322 ხმით 308-ის წინააღმდეგ უარი თქვა მთავრობის წინადადებაზე, სამი დღით შემოეფარგლა კანონპროექტის განხილვა მესამე წაკითხვამდე. Читать дальше...

უილიამ ტეილორი ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ჩვენებებს იძლევა აშშ-ის კონგრესში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატი, რომელიც კიევში მუშაობს და საკვანძო მნიშვნელობის მოწმეა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ გამოძიებაში, სამშაბათს ჩვენებებს იძლევა აშშ-ის კონგრესში. უილიამ ტეილორი, აშშ-ის არმიის ყოფილი ოფიცერი და დიპლომატი, ამჟამად კიევში უდგას სათავეში აშშ-ის დიპლომატიურ მისიას. ის კაპიტოლიუმში მივიდა დახურულ კარს მიღმა ჩვენების მისაცემად კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სამი კომიტეტისთვის. მოსმენაზე შესვლამდე ტეილორმა ჟურნალისტების მიერ დასმულ არცერთ შეკითხვას არ უპასუხა. Читать дальше...

სოცქსელებში ვრცელდება ცხინვალის იზოლატორში ცემის ამსახველი ვიდეო

Radiotavisupleba.ge 

სოცქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, ასახულია ცხინვალის წინასწარი დაკავების საკანში სამართალდამცავთა მიერ პატიმრების ცემა. ვიდეო რამდენიმე ფრაგმენტისგან შედგება. ის, სავარაუდოდ, გადაღებულია ეკრანიდან, რომელზეც სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები ჩანს. ვიდეოში ასახული ფაქტები რამდენიმე წყარომ დაუდასტურა რადიო თავისუფლებას. ვიდეო დათარიღებულია 2 ოქტომბრით. ვიდეოზე ასახულ ფაქტს, სავარაუდოდ, წინ უძღოდა 1 ოქტომბერს ცხინვალში მოშიმშილე პატიმრების მოინახულება დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტარების მიერ. Читать дальше...

თურქეთი და რუსეთი ერთობლივად გააკონტროლებენ სირია-თურქეთის საზღვარს მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით

Radiotavisupleba.ge 

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, რეჯეპ ტაიპ ერდოანი და ვლადიმირ პუტინი სოჭში შეთანხმდნენ, რომ თურქეთი და რუსეთი ერთობლივად გააკონტროლებენ სირია-თურქეთის საზღვარს მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით. შეთანხმების მიხედვით, რომლის ტექსტი საჯაროდ წაიკითხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, თურქეთის ჯარები გააკონტროლებენ საზღვრისპირა ტერიტორიის იმ 30-კილომეტრიან ზონას, რომელიც მათ კონტროლქვეშ აღმოჩნდა თურქეთის მიერ ჩრდილოეთ სირიაში ორი კვირის წინ დაწყებული ოპერაციის შედეგად. 30-კილომეტრიანი... Читать дальше...

ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს ლაშა ხეთერელი

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ლაშა ხეთერელი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს. ხეთერელი ერგნეთში საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცეს. ამჟამად მისი გამოკითხვა მიმდინარეობს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში. საოკუპაციო რეჟიმმა ლაშა ხეთერელი „საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით“ 25 აგვისტოს დააკავა.

ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულის ქმარი სასამართლომ გაათავისუფლა

Marshalpress.ge (მარშალ) 

გორის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ დვალიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იმსჯელა. მოსამართლე შალვა კაკაურიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დვალიშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. მან ასევე დაკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პროცესის სრულად დახურვის თაობაზე. პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი დვალიშვილისთვის აღკვეთის სახით 5000 ლარის გირაოს, ადვოკატები გიორგი სიმონიშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი კი მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების […]

Source

ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვეს

Radiotavisupleba.ge 

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, შალვა კაკაურიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა კასპში შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლე, მიხეილ დვალიშვილი, - ცნობას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. პროკურატურა 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის განმარტებით, ისინი გორის რაიონული სასამართლოს განჩინებას თბილისის სააპელაციო სასამართლში 48 საათის განმავლობაში გაასაჩივრებენ. მიხეილ დვალიშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 11 პრიმა... Читать дальше...

რამდენ ხანს იმუშავებთ თუ კოდექსი ძალაში შევა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების საჯარო განხილვები დაიწყო. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი  ეხება ნორმირებულ და ზეგანაკვეთურ შრომას, შვებულების, დასვენებისა და შესვენების სტანდარტების დადგენას, სტაჟირების მექანიზმის შემოტანას შრომით ურთიერთობებში და სხვა. ამჯერად კანონპროექტის ინიციატორებმა, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს: სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შესვენებისა და დასვენების დრო (რამდენიმე პუნქტი ცვლილებიდან)   შვიდდღიანი პერიოდის განმავლობაში სამუშაო დრო... Читать дальше...



"ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ყველა პირი, ვინც მისი საქმე განიხილა და გამამტყუნებელი მსჯავრი გამოუტანა, პასუხისგებაში მიეცეს"

Radiotavisupleba.ge 

არჩილ იაკობაშვილი პოლიციელებმა 2004 წლის 4 ივლისს დააკავეს მუხიანის დასახლებაში. მას ბრალად დასდეს ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვა. არჩილ კობიაშვილი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ მას ნარკოტიკი სამართალდამცავებმა ჩაუდეს.

ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მლნ დოლარს გადარიცხავს

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი „ფეისბუკზე" ვიდეომიმართვას აქვეყნებს. როგორც ბერა ამბობს, მას გადაწყვეტილი აქვს, ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი დოლარი გაიღოს.  „ამაზონის ტყე ბოლო რამდენიმე თვე იწვოდა. ცეცხლი ანადგურებს ჩვენი პლანეტის ფილტვებს, ჩვენს ცხოვრებასა და ჩვენი შვილების მომავალს. ეს არის მოწოდება მოქმედებისკენ. დღეს მე მინდა, დავეხმარო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს, რომლებიც დგანან ჩვენსა და ამ კატასტროფას შორის. იმის მიუხედავად, რომ ათასობით მილის მანძილზე ვცხოვრობ... Читать дальше...

რეზო გაბრიაძის ქართული ბავშვობა „ოსკარისთვის“ რუსეთის სახელით იბრძვის

Radiotavisupleba.ge 

ანიმაციური ფილმი ინგლისური სათაურით - „REZO“, რუსულად - „Знаешь, мама, где я был?“, ხოლო ქართულად - ,,ჰარი-ჰარალე, დედაო!” რეზო გაბრიაძის შვილის, რუსეთში მოღვაწე ლევან (ლეო) გაბრიაძის გადაღებულია.

Conflict Intelligence Team: კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" თანამშრომელი გლებ ზვერევი ლიბიაში დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

ლიბიაში დაღუპული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ თანამშრომელი გლებ ზვერევი იოშკარ-ოლაში სამხედრო პატივით დაკრძალეს. ზვერევი მანამდე რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი აღმოსავლეთუკრაინელი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა. მისი ლიბიაში დაღუპვის შესახებ იტყობინება საგამოძიებო ჯგუფი Conflict Intelligence Team-ი. ექსპერტებმა ყურადღება მიაქციეს ზვერევის დაღუპვის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას. კომენტარებში იტყობინებიან, რომ ზვერევი ლიბიაში დაიღუპა კერძო სამხედრო კომპანიის სხვა თანამშრომელთან, არტიომ ნევიანცევთან ერთად. Читать дальше...

შანტაჟი თაღლითობის დაბრალებით

News.ge 

თუ მოქალაქეს ბანკიდან, ან ნებისმიერი სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან აღებული აქვს სესხი და გადახდის ვადის დადგომიდან 3 წლის განმავლობაში არაფერი გადაუხდია, ვალი ვადაგასულად (სამართლებრივ ენაზე „ხანდაზმულად“) ითვლება – ეს არის კანონის მოთხოვნა და ეს ძალიან კარგად იცის „ფინანსურმა ბიურომ“ ან მისმა მსგავსმა კომპანიებმა, რომლებიც, მიუხედავად ამისა, მოსახლეობას პირდაპირ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან. დიახ, ეს არის შანტაჟის ენა, ...

ბადრი ჯაფარიძე: პროკურატურის განცხადება ემოციური შეფასებაა

Radiotavisupleba.ge 

თიბისი ჯგუფის თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე  ამბობს, რომ პროკურატურისგან სამსახურებრივი  მოვალეობის შესრულებას და წარდგენილი მასალების შესწავლის დაწყებას ელის. საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის „მუქარის წერილზე“ პროკურატურის პასუხის კომენტირებისას ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ეს ემოციური შეფასება იყო: „მოვისმინე პროკურატურის განცხადება. ეს უფრო მგონია, რომ  ეს უფრო ემოციური შეფასებაა. ჩვენ ველით,რომ ისინი გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას და თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას შეასრულებენ და გამოიძიებს იმ მასალებს... Читать дальше...

ვემშვიდობებით ევროკავშირის გაფართოებას ამ ეტაპზე

Radiotavisupleba.ge 

ბოლო წლებში ბევრ ანალიტიკოსს უჩნდებოდა ცდუნება ნეკროლოგი დაეწერა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე. მათი არგუმენტები მესმოდა, თუმცა ამ ცდუნებას ყოველთვის წინააღმდეგობას ვუწევდი ხოლმე. მაგრამ ახლა ბრიუსელში ორი ამბავი მოხდა, რამაც მაიძულა პოზიცია შემეცვალა. დიახ, მართალია - ბლოკის გაფართოების პოლიტიკა ახლა ნამდვილად უსიცოცხლოჩანს და, სავარაუდოდ,ასეთად დარჩება დიდი ხნის განმავლობაში. დავაკვირდეთ, რა მოხდა ბელგიის დედაქალაქში 17-18 ოქტომბერს გამართულევროკავშირის სამიტზე, რომელშიც სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები მონაწილეობდნენ. Читать дальше...

ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომლები 1 ნოემბრიდან გაფიცვას გეგმავენ

Radiotavisupleba.ge 

დღეს დასრულდა 10-დღიანი ვადა, რომელიც დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლებმა ხელისუფლებას მისცეს მოთხოვნების შესასრულებლად. 11 ოქტომბერს მათ ხელფასების გაზრდა მოითხოვეს და ვადა დაასახელეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეიდან გაფიცვას გეგმავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა არ შესრულდა, დასაქმებულებმა რეაგირებისთვის ვადა1 ნოემბრამდე გაზარდეს. 1 ნოემბერს მუზეუმი დამთვალიერებლისთვის დაიხურება. არც ერთი დამთვალიერებელი არ შემოვა. ამით ჩვენ გავაგებინებთ, რომ ჩვენც გვინდა არსებობა და... Читать дальше...

უჩინარები ბედიანიდან

Radiotavisupleba.ge 

წალკის რაიონის დაბა ბედიანში ხმაური თითქოს მიწყნარდა - ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების ექთნის თანაშემწემ, მალხაზ გულაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფოს პერსონალსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მოლაპარაკება შედგა: ბედიანში აღარ აშენდება ნარკოსარეაბილიტაციო ცენტრი (როგორც ეს სახელმწიფოს ჰქონდა დაგეგმილი და რასაც ადგილობრივები აპროტესტებდნენ); ფსიქიატრიულ დაწესებულებას გაარემონტებენ; იქ მომუშავე ხალხს ხელფასი შეუნარჩუნდება; პაციენტების ნაწილს  სარემონტო შენობიდან... Читать дальше...

კანადის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალურმა პარტიამ

Radiotavisupleba.ge 

კანადაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალურმა პარტიამ. მან პარლამენტში 157 ადგილი მოიპოვა. მაგრამ ვერ შეძლებს უმრავლესობის მთავრობის ჩამოყალიბებას. ამისთვის მას 170 ოლქში გამარჯვება ესაჭიროებოდა. უახლოესი ოპონენტი - კონსერვატიული პარტია - ლიდერობს 122 ოლქში. შემდეგ მოდიან ახალი დემოკრატიული პარტია, „კვებეკის ბლოკი“ და მწვანეთა პარტია.

Новости России
Москва

Откровение артиста госцирка Бурятии Саяна Дондокова - Театр и дети, Культура и Россия, интервью


პრეზიდენტი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას ქალიშვილთან ერთად დაესწრო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას ქალიშვილთან, ქეთევან გორჯესტანთან და იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანთან, თეიმურაზ ლეჟავასთან ერთად დაესწრო. საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ სახელმწიფოს მეთაურები და სხვა საპატიო სტუმრები მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნიდან. საქართველოს პრეზიდენტი დღესვე მონაწილეობას მიიღებს იაპონიის იმპერატორის, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებაში. იაპონიამ 22 ოქტომბერი ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.

ფოფხაძე მიქაუტაძეს: თქვენი ადგილი უნდა იყოს ციხეში და არა სასამართლოში

Radiotavisupleba.ge 

„თქვენ ხართ იმ კლანის სახე, რომელიც ცდილობს, ქვეყანაში ხალხს წაართვას მართლმსაჯულება და აქციოს შპს. „ქართულ სასამართლოდ“, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დილიდან უსმენენ. გედევან ფოფხაძის თქმით, გიორგი მიქაუტაძემ უნდა დაასაბუთოს, აქვს თუ არა მორალური უფლება, რომ იყოს მოსამართლე: „სახელი და გვარი მაინტერესებს, ვინ გაგირიგდათ თქვენ, რომ იყოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მას მერე... Читать дальше...

ვატო შაქარიშვილს არ მიეცა საშუალება, კითხვა დაესვა გიორგი მიქაუტაძისთვის

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საკრებულოს წევრს, ვატო შაქარიშვილს არ მიეცა საშუალება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კითხვა დაესვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გიორგი მიქაუტაძისთვის. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კომიტეტზე მოსამართლეთა მოსმენის პროცედურა არ გულისხმობს მოქალაქეების მიერ მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კითხვების დასმას: „ჩვენ გაწერილი გვაქვს პროცედურა და პატივი უნდა ვცეთ საქართველოს პარლამენტს და პატივი უნდა ვცეთ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას... Читать дальше...

ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი ბერაიას – მაგ სიტყვების გამო რა დაგემართება, განახებ, რამის თავი მაინც გქონდეს

News.ge 

მაგ სიტყვების გამო, რა დაგემართება განახებ, რამის თავი მაინც გქონდეს, – ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ირაკლი ბერაიას მიმართა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერთად იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაუპირისპირდნენ. სხდომაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დეპუტატები იმ საკითხზე კამათობდნენ, მიეცათ თუ არა საკრებულოს წევრ ვახტანგ შაქარაშვილისთვის მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძისთვის კითხვის დასმის უფლება. ლევან გოგიჩაიშვილმა ბერაიას მიმართა... Читать дальше...

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორი – ულტიმატუმის ენა მიუღებელია და არავის არ წაადგება, არც მთავრობას და არც ანაკლიის პროექტს

News.ge 

ულტიმატუმის ენა მიუღებელია და არავის არ წაადგება. არც თვითონ მთავრობას და არც ანაკლიის პროექტს, – ამის შესახებ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ახვლედიანი აცხადებს, ულტიმატუმის ენით საუბარი კონკრეტულ დამოკიდებულებებს გაუსვამს ხაზს. ახვლედიანის თქმით, პროექტს სჭირდება მთავრობის მხარდაჭერა, ინვესტორების დაპატიჟება და ბანკების მიერ წამოყენებული მოთხოვნების გადაჭრა. “თუ ეს საკითხები გადაიჭრება, ჩვენ, ანაკლიის ...

გენერალური პროკურატურა „მუქარის წერილზე“: ანალიზის ჩატარება გართულდება

Radiotavisupleba.ge 

გენერალური პროკურატურის ცნობაში, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის „მუქარის წერილს“ შეეხება, ნათქვამია, რომ „წერილი თვეების განმავლობაში,სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას. მიუხედავად ამისა, პროკურატურის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით უკვე განხორციელდა წარმოდგენილი მასალების საპროცესო წესით დამაგრება და დალუქვა“. პროკურატურის თანახმად... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Энди Роддик

Энди Роддик: «У меня было несколько типов рака кожи с тех пор, как я завершил карьеру»






Телеведущая Тина Канделаки опубликовала фото студенческих времен

Специалисты украсили фасад старейшего электродепо Москвы «Северное»

Не знала, что в прямом эфире: во время трансляции парада в Москве корреспондентка провела разминку голосовых связок

Бесплатные автобусы запустят на Красную горку и Радоницу