Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2019

Новости за 21.10.2019

“ამიტომ არიან გაცოფებულები ნაციონალები გახარიაზე” (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

პარტია “მემარცხენე ალიანსი”-ს თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემა ბარიერში სტუმრობისას, მიხეილ სააკაშვილის მმართველობაზე, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებსა და გიორგი გახარიას ფაქტორზე ისაუბრა. მისი თქმით, 20 ივნისს დაგეგმილი იყო სახელმწიფო გადატრიალება და ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, რაც გიორგი გახარიამ აღკვეთა და სწორედ ამიტომ სურდათ მისი ჩამოშორება, რომ ხელი შეუშალა გეგმების განხორციელებაში.

Source

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები ცნობილია

Radiotavisupleba.ge 

მწერალთა სახლში ლიტერატურული პრემიის „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოავლინეს: რომანი: ზურაბ ქარუმიძე - „UNTERGANG - მოგზაურობა ევროპაში“, გამომცემლობა „ინტელექტი.“ პროზაული კრებული: დათო გორგილაძე - „ღმერთი სამსახურშია“, გამომცემლობა „ინტელექტი.“ პოეტური კრებული: ბექა ახალაია - „მტრედების იონა“, გამომცემლობა „ინტელექტი.“ დოკუმენტური პროზა: ნინო ლომაძე - „ვაშლის ბაღები“, გამომცემლობა „ინდიგო“ სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა - „SHEROES”... Читать дальше...

ფოლკნერი: "აგვისტოს ნათელი"

Radiotavisupleba.ge 

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრზე, უილიამ ფოლკნერის 1932 წელს გამოცემულ რომანზე, მოდერნიზმისა და სამხრეთული გოთიკის შედევრზე, „აგვისტოს ნათელზე“. თავის დროზე ფოლკნერმა თქვა ფრაზა, რომელმაც ბევრი ფილოსოფოსი ააღელვა: „ადამიანის მთავარი ტრაგედიაა, რომ მან არ იცის, ვინ არის“. ესაა ამ რომანის მთავარი შეკითხვაც: იდუმალებით მოცულმა პროტაგონისტმა, ჯო ქრისთმასმა არ იცის, თეთრია თუ შავი, ურევია თუ არა ზანგის სისხლი. Читать дальше...

გახარია-ხაზარაძე: რა ვიცით და ვინ უნდა დაისაჯოს?

Radiotavisupleba.ge 

აღმოჩნდება თუ არა გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები ე.წ. "მუქარის წერილზე", რა როლი შეასრულა მან შს მინისტრობის დროს და რა როლი შეასრულეს სხვებმა? - შეკითხვებს პასუხი პროკურატურამ უნდა გასცეს. წერილის დედანი და ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ 21 ოქტომბერს ჩააბარა გენერალურ პროკურატურას. ჩვენების მისაცემად მზად არის პირი, რომელმაც, ხაზარაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ე.წ. მუქარის წერილი მას სწორედ გახარიას სახელით გადასცა. გახარია ყველაფერს უარყოფს. Читать дальше...

მოწამლულია 5 ადამიანი: სავარაუდოდ, მილის დაზიანების გამო გაზმა შეაღწია კაზინოსა და აფთიაქში

Radiotavisupleba.ge 

„თბილისი ენერჯი“-ს ცნობით, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებისას სამშენებლო კომპანიამ, NCC-მ დააზიანა საშუალო წნევის გაზსადენი. როგორც „თბილისი ენერჯი“ იტყობინება, შემოწმებისას დადგინდა, რომ, სავარაუდოდ, მილის დაზიანების გამო ვენტილაციის არხებით გაზმა შეაღწია კაზინო „ბეთლაივ“-სა და აფთიაქ „ფარმადეპო“-ში. საპატრულო პოლიციამ კი ხალხის ევაკუაცია მოახდინა და შენობები გაანიავა. როგორც შსს-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, 5 ადამიანი მოიწამლა და გადაყვანილია საავადმყოფოში. Читать дальше...

რატომ არის საშიში ბავშვის შენჯღრევა

Radiotavisupleba.ge 

ბავშვის შენჯღრევის სინდრომი -  მას უკვე თავის ძალადობრივ ტრავმასაც უწოდებენ - არის თავის ტვინის მძიმე დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ახალშობილის ან მცირეწლოვანი ბავშვის ძლიერად შეჯანჯღარებით.

ყაზახეთის პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები დაუთმო წინამორბედ ნაზარბაევს

Radiotavisupleba.ge 

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები დაუთმო თავის წინამორბედს, ნურსულთან ნაზარბაევს, - იუწყება 21 ოქტომბერს გამოქვეყნებული საპრეზიდენტო ბრძანება. 66 წლის ტოყაევი პრეზიდენტი გახდა მას შემდეგ, რაც ნურსულთან ნაზარბაევი მარტში მოულოდნელად გადადგა. 79 წლის ნაზარბაევი თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში და მას ყაზახეთში კვლავაც მიიჩნევენ გადაწყვეტილებების მთავარ მიმღებად.  გამოქვეყნებული ბრძანება განმარტავს, რომ ტოყაევმა კონსულტაციები უნდა გამართოს... Читать дальше...

ნიკა გვარამია: „რუსთავი 2“-ის უძრავ ქონებაზე ყადაღა EBU-ს მოთხოვნით არის დადებული

Radiotavisupleba.ge 

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რადიო თავისუფლებას იმ ორგანიზაციის შესახებ აცნობა, რომლის მოთხოვნითაც სამაუწყებლო კომპანიის უძრავი ქონება 2019 წლის 3 ოქტომბერს სასამართლომ დააყადაღა. „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჩვენთან საუბარში კრედიტორის დასახელებისგან თავი შეიკავა. „როგორი საერთაშორისო მოლაპარაკების უნარიც აქვთ, ისეთი ყადაღა ადევს ბატონ სალიას. ეს [კრედიტორი] არის EBU-ს (ევროპის მაუწყებელთა კავშირი), რაც ჯერ საქართველოში არცერთი ტელევიზიისთვის არ გაუკეთებია. Читать дальше...



ქუთაისში გრძელდება დისკუსია მოსკოვის თეატრის გასტროლის თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის თეატრის, „ნიკიტსკის ჭიშკართან“, დასმა ქუთაისში გასტროლის შემდეგ ქალაქი დატოვა, თუმცა სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი კვლავ აპროტესტებს მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში რუსული სახელმწიფო თეატრის მიერ სპექტაკლების გამართვას. გასულ შაბათ-კვირას გამართული აქციების შემდეგ საკითხის განხილვამ სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა. სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა 19 ოქტომბერს ქუთაისის თეატრთან აქციით გააპროტესტეს მოსკოვის თეატრის დასის წარმოდგენა, 20... Читать дальше...

"თურქეთის ვიწრო მიზანს თუ გავითვალისწინებთ - შეასუსტოს ამერიკელების მიერ გაწვრთნილი ქურთი მებრძოლები, ის ამ მიზანს აღწევს"

Radiotavisupleba.ge 

22 ოქტომბერს, სირიის დროით 20:00 საათზე იწურება ცეცხლის შეჩერების ხუთდღიანი ვადა, რომელსაც დათანხმდა თურქეთი იმ პირობით, რომ სირიის ჩრდილოეთს დატოვებენ ქურთი მეომრები, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებს უწოდებს. ცეცხლის შეჩერებაზე შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში შუამავალი შეერთებული შტატებია.

დვალი-აქიმიძის გარდა, „რუსთავი 2“-ის უძრავი ქონება კრედიტორის მოთხოვნითაც არის დაყადაღებული

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, 3 ოქტომბერს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის უძრავი ქონება კრედიტორის მოთხოვნით დააყადაღეს. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „რუსთავი 2“-ის ორი დაყადაღებული შენობა ქალაქ თბილისში, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა #5ა-ში მდებარეობს. სასამართლოს განჩინებით მათი გასხვისება აკრძალულია. 21 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი თანადამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნით არის დაყადაღებული. როგორც... Читать дальше...

გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

News.ge 

გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა „გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა“, – ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყების თქმით, მოსახლეობას გაზმომარაგება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგება: „გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზეწყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარესამუშაოებისას კომპანია NCC-მ საშუალო წნევისგაზსადენი დააზიანა. შედეგად 350 აბონენტსავარიულად შეუწყდა გაზმომარაგება. Читать дальше...

რუსეთთან უერთიერთობის გასაუმჯობესებლად ახალციხეში ახალი ორგანიზაცია დაფუძნდა

Radiotavisupleba.ge 

ბოლო 6 თვეში ახალციხეში რუსულ-ქართული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ახალი ორგანიზაცია დაარსდა. ორგანიზაციას ,,სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე'' ადგილობრივი ბიზნესმენი გოჩა პარუნაშვილი უხელმძღვანელებს. შეხვედრას, რომელიც 20 ოქტომბერს რიტუალების სახლში გაიმართა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული ასამდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირი, ვლადიმერ ხომერიკი. დამფუძნებელი  ამბობს, რომ ორგანიზაციის მთავარი მიზანი საგანმანათლებლო და კულტურულ პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართვაა. Читать дальше...

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ავღანელებს არწმუნებს, რომ სირიიდან ჯარის გაყვანა ერთჯერადი ნაბიჯი იყო

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა ავღანეთის ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ აშშ-ის მხრიდან ავღანეთის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში გამოჩენილი ძალისხმევა უცვლელია. ამით შეეცადა, გაექარწყლებინა მათი შიში ავღანეთიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, როგორც ეს სირიაში გააკეთა.  ესპერმა 21 ოქტომბერს, ქაბულში, ნატოს მისიის შტაბბინაში სტუმრობისას თქვა, რომ აშშ-ს კვლავაც ემუქრება "მძიმე ტერორისტული საფრთხე", რომელიც ავღანეთში დაიწყო ალ-ყაიდით და გრძელდება თალიბანის, ექსტრემისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" და სხვა ჯგუფების სახით. Читать дальше...

პრეზიდენტმა იაპონურ კომპანიას Japan Arts ტოკიოში ქართული ოპერის დადგმა შესთავაზა

Marshalpress.ge (მარშალ) 

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა იაპონურ კომპანია Japan Arts-ს ტოკიოში ქართული ოპერის დადგმა შესთავაზა “აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ტოკიოში, Japan Arts- ში შეხვედრაზე დააყენა, რომელიც უკვე 40 წელზე მეტია მთელ მსოფლიოში იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ეწევა და იაპონური კულტურული ღონისძიებების ჩატარებას უზრუნველყოფს”, – აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. მათივე ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა და კომპანიის […]

Source

ექიმი სამსახურიდან გათავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობას უკავშირებს

Radiotavisupleba.ge 

პოლიტიკური მოტივი თუ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა? - ექიმი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელმირა ბეციაშვილი, სამსახურიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად პაციენტების საჩივარი სახელდება. მომჩივნები აცხადებენ, რომ ბეციაშვილი მათ არ მოემსახურა, რადგან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან.ექიმი ამ ინფორმაციას უარყოფს და მის გათავისუფლებას ოპოზიციაში ყოფნას უკავშირებს.ბეციაშვილი ამბობს, რომ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სამართლებრივი გზებით შეეცდება. გურჯაანის... Читать дальше...

პუტინი სამიტს უმასპინძლებს, აფრიკაზე გავლენის გაზრდის სურვილის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მიმდინარე კვირაში შავი ზღვის კურორტ სოჭში მნიშვნელოვან სამიტს უმასპინძლებს, იმ ფონზე, როცა ის ესწრაფვის სხვა წამყვან ქვეყნებს გაუსწროს აფრიკაზე გავლენის მოპოვებაში.  რუსეთ-აფრიკის სამიტი 23-24 ოქტომბერს გაიმართება, აფრიკის ქვეყნების 47 ლიდერის მონაწილეობით. სამიტი ემთხვევა პერიოდს, როცა რუსეთის მეტოქე სახელმწიფოები, აშშ, ინდოეთი, თურქეთი და ჩინეთი ასევე ცდილობენ გავლენის მოპოვებას, რადგან იზრდება კონტინენტის მნიშვნელობა - როგორც ინოვაციათა ცენტრის, ასევე მოსახლეობის... Читать дальше...

სოფელ დარჩელში 83 წლის კაცი შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 83 წლის კაცი პასუხისგებაში მისცეს. სოფელ დარჩელში მამაკაცი შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. ექიმების თქმით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა მუხლით (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის) და 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება).

Новости России
Москва

Поцарапанному пандой Катюшей киперу подарили футболку с извинениями


ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურმა გამოააშკარავა ეფესბეს აგენტების ქსელი

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის უსაფრთხოების და ინფორმაციის სამსახურის ხელმძღვანელი, მიხაილ კუდელკა აცხადებს, რომ მისმა უწყებამ 2018 წელს გამოააშკარავა ეფესბეს მიერ შექმნილი რუსეთის აგენტების ქსელი, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუშაობდა. აგენტებს კიბერთავდასხმები უნდა განეხორციელებინათ ჩეხეთსა და მის პარტნიორ სახელმწიფოებში არსებულ სამიზნეებზე.  კუდელკას თქმით, ქსელი ფინანსდებოდა პირდაპირ რუსეთიდან და რუსეთის საელჩოს მიერ.  ჟურნალ Respekt-ის მონაცემებით, ქსელი მოიცავდა რუსეთის რამდენიმე მოქალაქეს და კიდევ რამდენიმე რუსს... Читать дальше...

გაზის გამათბობელი, როგორც თვითნაკეთი ბომბი

Radiotavisupleba.ge 

თბილისში აფეთქებების რაოდენობა მოძველებული გამათბობლების გამო მატულობს, აცხადებენ ექსპერტები. მთავრობა ახალი რეგულაციების შემოღებას გეგმავს. „ის აპარატები, რომლებიც თავის დროზე მოსახლეობამ დააყენა, მოძველდა. გამოცვლით არ ცვლიან და აფეთქებებიც ამიტომ ხდება“, - ამბობს ენერგეტიკის ექსპერტი გიორგი ჭაღიაშვილი. „გარე მილების თითქმის 90 პროცენტი გაზს აპარებს“ თბილისში შენობები გაზიფიკაციას მორგებული არ არის. ქალაქის დიდი მასივები აშენდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, როდესაც გასათბობად ელექტროენერგია გამოიყენებოდა. Читать дальше...

ატოცი - ახალი საოკუპაციო ღობე და დათრგუნვილი მოსახლეობა

Radiotavisupleba.ge 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ადგილობრივი მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს, მესამე დღეა, პოლიციის მეთვალყურეობით ამუშავებს. საოკუპაციო ძალებმა იქვე ახლოს, მინდვრის შუაგულში, საოკუპაციო ღობის გავლება 19 ოქტომბერს დაიწყეს, ატოცელებმა კი საკუთარი ნაკვეთები ხელახლა აზომეს და ღობესთან მიახლოებას ვერ ბედავენ. ამ სოფელში ადგილობრივი მოსახლეობა მიწას ისევ კარგავს, დარჩენილ ნაკვეთებს კი შიშით ამუშავებს, რადგან მათი გატაცების საფრთხე მუდმივად არსებობს. გრიგოლ ბირთველიშვილი კარგად ხედავდა, რუსეთის... Читать дальше...

მიენიჭოს დავით გარეჯს დაცული ტერიტორიის სტატუსი”

News.ge 

ანა დოლიძე დავით გარეჯისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზე საუბრობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამბობს, რომ ამ საკითხზე უკვე წლებია სპეციალისტები მუშაობენ და არსებობს კონკრეტული გეგმა, რომელიც სადავო ტერიტორიაზე პრობლემებს მოაგვარებს. დოლიძის განცხადებით, აღნიშნული საკითხის  გადაწყვეტას მხოლოდ მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება. “დავით გარეჯს მიენიჭოს დაცული ტერიტორიის სტატუსი. დაცული ტერიტორიის სტატუსი საშუალებას მოგვცემს, რომ დავით ...

ირანი უარს ამბობს სირიაში თურქეთის სამხედრო პუნქტების დაარსებაზე

Radiotavisupleba.ge 

ირანი უარს აცხადებს თურქეთის სამხედრო პუნქტების დაარსებაზე სირიის ტერიტორიაზე და აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრები დაცულ უნდა იქნეს.  სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, აბას მოსავიმ თქვა, რომ სირიასა და თურქეთს შორის საკითხები დიპლომატიური გზებით უნდა გადაიჭრას. "ჩვენ ვეწინააღმდეგებით ანკარის მიერ სირიაში სამხედრო პუნქტების შექმნას. ... სირიის მთლიანობა დაცულ უნდა იქნეს", - თქვა მან. თურქეთის პრეზიდენტმა... Читать дальше...

მძიმეა მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც სამგზავრო მატარებელი დაეჯახა

Radiotavisupleba.ge 

მოზარდი, რომელსაც მეტროს სადგურ „გოცირიძის“ მიმდებარედ სამგზავრო მატარებელი დაეჯახა, იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მოზარდი ბიჭი მეტროს სადგურ „გოცირიძის“ მიმდებარედ სამგზავრო მატარებლის ლიანდაგზე გადადიოდა. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მომხდარის გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Анастасия Потапова вышла во второй круг турнира WTA-1000 в Риме






Потянуло на родину: российские миллиардеры стали начали возвращать свои капиталы в РФ

Приключения панды Катюши в уличном вольере

Бойца ММА Исламова отправили в СИЗО до 24 июня

112: водитель Рахматшох Курбонов вышел в рейс после 20-часовой смены