Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

Новости за 17.08.2020

ციხანოუსკაია აცხადებს, რომ მზად არის ეროვნული ლიდერობისთვის

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის პრეზიდენტის არჩევნებში ლუკაშენკას მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაავრცელა მოქალაქეებისადმი ვიდეომიმართვა, რომელშიც აცხადებს, რომ მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა და იყოს ეროვნული ლიდერი, რათა ბელარუსი დამშვიდდეს, ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს და უმოკლეს დროში მომზადდეს საკანონმდებლო ბაზა ახალი, გამჭვირვალე და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელსაც უპირობოდ მიღებს მსოფლიო თანამეგობრობა. ციხანოუსკაია აღნიშნავს, რომ არ სურდა პოლიტიკოსობა... Читать дальше...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 341-მდე გაიზარდა

News.ge 

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1341-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1092-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 7082 მოქალაქე იმყოფება. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შსს: დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული

Radiotavisupleba.ge 

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტმენტის თანამშრომლებმა, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 1958 წელს დაბადებული ს.ა. ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 2 კილოგრამი და 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც „ჰეროინს“, „მორფინს“ და „კოდეინს“ შეიცავს. გამოძიება მიმდინარეობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით... Читать дальше...

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა

Radiotavisupleba.ge 

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1341-მდე გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განახლებული ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 4 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1092. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი. 17 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 7597 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 249.

ბელარუსის არმია წვრთნებს იწყებს ლიეტუვის საზღვრის მახლობლად

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის არმია ტაქტიკურ წვრთნებს იწყებს ლიეტუვასთან მოსაზღვრე ჰროდნოს ოლქში. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამხედრო სწავლება 17-20 აგვისტოს ჩატარდება სარაკეტო ძალების, სატანკო ბატალიონების და არტილერიის მონაწილეობით. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საზენიტო-სარაკეტო პოლკის სამი ქვედანაყოფი საჰაერო სივრცეში სახელმწიფო საზღვრის დაცვის ფარგლებში შეუდგა ჰაწერსაწინააღმდეგო თავდაცვის საბრძოლო მორიგეობის ამოცანის შესრულებას. ტაქტიკური წვრთნებისას 103-ე... Читать дальше...

ახალ ზელანდიაში არჩევნები გადადეს კორონავირუსის ახალი აფეთქების გამო

Radiotavisupleba.ge 

ახალ ზელანდიაში კორონავირუსის ახალი აფეთქების გამო 17 ოქტომბრისთვის გადაიდო სექტემბრის შუა რიცხვებში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები. გადაწყვეტილება ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა გამოაცხადა. მაისის შუა რიცხვებიდან თითქმის ასი დღის განმავლობაში ახალ ზელანდიაში კორონავირუსის არცერთი ახალი შემთხვევა აღარ ყოფილა, შემდეგ კი დღიური მაჩვენებელი პერიოდულად მერყეობდა 1-დან 3-მდე. ბოლო ხუთი დღეა ინფიცირების შემთხვევებმა ისევ მოიმატა და უკვე ორჯერ 13-13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ... Читать дальше...

იტალია ახალ შეზღუდვებს აწესებს

Radiotavisupleba.ge 

დღეიდან, 17 აგვისტოდან იტალიაში დაიკეტა ყველა ღამის კლუბი და დისკოთეკა. მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო ახალგაზრდებს შორის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო. იტალიის ჯანდაცვის მინისტრ რობერტო სპერანცას განცხადებით, აკრძალვა სულ მცირე 7 სექტემბრამდე მოქმედებს და ღია ცის ქვეშ არსებულ დისკოთეკებზეც ვრცელდება. გარდა ამისა, საღამოს ექვსიდან დილის ექვს საათამდე დამცავი ნიღბების გამოყენება სავალდებულო ხდება ახალგაზრდების თავშეყრის ადგილებსა და ხალხმრავლობის შემთხვევაში, კაფეების და რესტორნების წინ, ღია სივრცეშიც. Читать дальше...

პრეზიდენტის პრესსამსახური: სალომე ზურაბიშვილს არათუ საქართველო, თბილისიც არ დაუტოვებია

Radiotavisupleba.ge 

კატეგორიულად უარვყოფთ და ვაცხადებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს არათუ საქართველო, თბილისიც კი არ დაუტოვებია, - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ თბილისიდან მინსკში გაფრინდა და ერთ საათში უკან დაბრუნდა თვითმფრინავი, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს. ცნობა 16 აგვისტოს თბილისიდან მინსკში და უკან შესრულებული ავიარეისის შესახებ სოციალური მედიით გავრცელდა. მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქების ქუჩებში 16 აგვისტოს ათეულათასობით ადამიანი გავიდა... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Анастасия Потапова вышла во второй круг турнира WTA-1000 в Риме






МИД сообщил о скоропостижной смерти посла России в Мозамбике Сурикова

Александра Никитина назначили врио главы Хабаровского края

Аллерголог НИКИ детства рассказала о причинах развития бронхиальной астмы у детей

Глава "Газпрома" Миллер посетил раздевалку "Зенита" после поражения от ЦСКА