Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

Новости за 26.08.2020

"ვერც ერთი დაპირება შესრულდება ეკონომიკური განვითარების გარეშე"

Radiotavisupleba.ge 

“დღეს პოლიტიკაში მიდიან იმიტომ, რომ ბიზნესი აკეთონ და არა პოლიტიკა. ეს თავშესაფარი უნდა მოისპოს. პოლიტიკაში წასვლის მოტივაცია რომ არის ასე ვთქვათ უზრუნველი ცხოვრების მოწყობა, ესეც გამომდინარეობს ჩვენი დაბალი ეკონომიკური განვითარებიდან", - ამბობს ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია "დილის საუბრებში".

აშშ ელოდება ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტის საბოლოოდ დადასტურებას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გამოაქვეყნა განცხადება რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო. მაიკ პომპეო აღნიშნავს, რომ აშშ ღრმად შეაშფოთა გერმანელი ექსპერტების წინასწარმა დასკვნამ, რომ რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ალექსეი ნავალნი მოწამლულია. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, თუ ეს დადასტურდება, აშშ მხარს დაუჭერს ყოვლისმომცველი გამოძიებისკენ ევროკავშირის მოწოდებას და მზად არის ხელი შეუწყოს ამ ძალისხმევას. მაიკ პომპეო წერს, რომ ბატონი ნავალნის ოჯახი და რუსი ხალხი იმსახურებენ სრულყოფილ და... Читать дальше...

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევაა

Radiotavisupleba.ge 

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 7 შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1436-მდე გაიზარდა. სამთავრობო საიტ stopcov.ge-სა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფეისბუკის გვერდზე 26 აგვისტოს დილით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ჯერჯერობით უცვლელია გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი - 1150. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი. 26 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6018 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 249. Читать дальше...

ბანკები ვალის მქონე მოქალაქეებს შვილებისთვის მიღებულ 200 ლარს ანგარიშზე დაუტოვებენ

Radiotavisupleba.ge 

საბანკო ვალის მქონე მოქალაქეებს, რომელთა 18 წლამდე ასაკის შვილებს სახელმწიფო 200 ლარიან სოციალურ დახმარებას უწევს, ანგარიშზე ჩარიცხული თანხა დავალიანების დასაფარად არ ჩამოეჭრებათ. ეს წესი ეხება ბავშვების კანონიერ წარმომადგენლებსაც. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეთანხმებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებმა მიაღწიეს: "შეთანხმების შესაბამისად, თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან აქვს სასესხო ვალდებულება, მის დასაფარად ბანკი კონკრეტულად აღნიშნულ სოციალურ დახმარებას არ მიმართავს“. Читать дальше...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 15 და გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევაა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაადასტურა. 25 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის სულ 262 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 101. ინფიცირებულები მხოლოდ ერთ - გუდაუთის საავადმყოფოში იმყოფებიან. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა, მას შემდეგ, რაც 25 აგვისტოს, აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთი ლეტალური შედეგი დაადასტურა. მისი ინფორმაციით, 23 აგვისტოს... Читать дальше...

არჩევნები 2020: ეჭვები რუსულ ფულზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 26 აგვისტოს

Radiotavisupleba.ge 

არჩევნები: რა მიზანი აქვს ფულს რუსეთიდან? გუშინ პარტია „ევროპულმა საქართველომ“ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. ამის მიზეზი რუსული ინტერნეტგამოცემა „დოსიეს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც „პატრიოტთა ალიანსი“ წინასაარჩევნოდ რჩევებსა და ფულს კრემლისგან იღებდა. გამოცემა ასახელებს თანხასაც. გამოცემის ცნობით, პარტია მოსკოვისგან 8 მილიონ დოლარს ითხოვდა 2020 წლის არჩევნების დასაფინანსებლად. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ამბობს... Читать дальше...

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ზეიმობენ რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარების დღეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღნიშნავენ რუსეთის მიერ მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარებიდან მე-12 წლისთავს. საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან მალევე, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. რუსეთის ამ გადაწყვეტილებას "იურიდიულად დასაბუთებული და მორალურ-ეთიკური, ჰუმანური და ადამიანური პოზიციებიდან უზადო" უწოდა... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Александрова не смогла обыграть Саснович и покинула турнир WTA-1000 в Риме






Свыше тысячи спортсменов стали участниками полумарафона в Коломне

«Абсолютно свободно»: Московский зоопарк показал общающуюся с гостями Катюшу

«Спартак» не проигрывает на протяжении семи матчей

Эфиопские курсанты написали поздравительные письма российским воинам