Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

Новости за 28.08.2020

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება

News.ge 

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება აღინიშნება 15/28 აგვისტოს და მას წინუძღვის ორკვირიანი მარხვა. ამ დღეს იხსენებენ ღვთისმშობლის გარდაცვალებას (მიძინებას), აღდგომასა და განდიდებას, უფლის მიერ მის „აღყვანებას“ ზეციურ სასუფეველში, მის სულიერ და ფიზიკურ სისავსეში მყოფობას. გარდამოცემა ამბობს, რომ ის გარდაიცვალა არა საკუთარი ნებით, როგორც მისი შვილი, არამედ „ბუნებრივად“, თავისი მოკვდავი კაცობრივი ბუნების გამო, რომელიც განუყოფელია ჩვენი კაცობრივი ბუნებისაგან. ...

საგანგებო: მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი უვნებლად გამოიყვანეს

Radiotavisupleba.ge 

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი უვნებლად რამდენიმე წუთში გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.  თბილისში, გლდანის მასივში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე არსებულ ბინაში გაჩნდა ხანძარი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. ადგილზე მობილიზდა 30-მდე მეხანძრე-მაშველი და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. "მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი უვნებლად რამდენიმე წუთში გამოიყვანეს... Читать дальше...

დონალდ ტრამპი ოფიციალურად დათანხმდა აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით კენჭისყრას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ თანახმაა იყოს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი. ტრამპის ოფიციალური თანხმობით დასრულდა რესპუბლიკური პარტიის ოთხდღიანი ყრილობა. ფორუმის დასკვნით დღეს, 27 აგვისტოს დონალდ ტრამპმა თანაპარტიელებს თეთრი სახლის ტერიტორიიდან მიმართა და ძირითადად, სამ თემაზე ილაპარაკა - მისი ადმინისტრაციის უდიდეს წარმატებებზე, ამერიკის დიდებულ მომავალსა და საფრთხეზე, რომელსაც ქვეყანას უქმნის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი. დონალდ ტრამპის გამოსვლას ესწრებოდა 1500-ზე მეტი ადამიანი. Читать дальше...

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან სამის წყარო უცნობია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო დაავადებულთან კონტაქტია, სამი სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერაა შემოტანილი, დანარჩენი სამის შემთხვევაში წყარო ჯერჯერობით უცნობია და ეპიდკვლევა გრძელდება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 28 აგვისტოს მონაცემებით, 1455-ია. აქედან გამოჯანმრთელდა 1196. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი. 27 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით... Читать дальше...

ჯაჭვით დაბმული ხატები

Radiotavisupleba.ge 

არცთუ იშვიათად ლიტერატურასა თუ ძველ ლეგენდებში ახსენებენ ჯაჭვით დაბმულ ხატებს. საიდან წამოვიდა ხატების დაბმის ტრადიცია? ეთნოგრაფი როზეტა გუჯეჯიანი ამბობს, რომ თავის დროზე, როცა ეთნოგრაფია ვითარდებოდა, მკვლევარები საქართველოს მთიანეთში მოგზაურობისას, თავისდა გასაკვირად, აწყდებოდნენ ხატებს ან ჯვრებს, კედლებზე მიჯაჭვულს ან შებორკილს. „მოსახლეობა ხსნიდა, ხატი იმდენად ძლიერია, რომ აიწყვიტოს, სოფელს დარისხავს და ამიტომ ჯობს, ასე იყოსო. კიდევ ერთი ახსნა ასეთი იყო, რომ ხატი სხვა მხრიდან იყო „მოფრენილი“ და ისევ უკან რომ არ დაბრუნებულიყო... Читать дальше...

აშშ აკვირდება ალასკის მახლობლად მყოფ რუსულ წყალქვეშა ნავს

Radiotavisupleba.ge 

ალასკის სანაპიროს მახლობლად, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით ამოყვინთა რუსულმა წყალქვეშა ნავმა. აშშ-ის არმიის ჩრდილოეთის სარდლობა ტვიტერზე იუწყება, რომ რუსულ გემს ყურადღებით აკვირდება. ამერიკული სარდლობის ინფორმაციით, რუსული წყალქვეშა ნავი შეერთებული შტატების ტერიტორიიდან შორს, საერთაშორისო წყლებში იმყოფება და მისგან რაიმე დახმარების თხოვნა არ მიუღიათ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. სააგენტო „რია ნოვოსტი“ თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ალასკის... Читать дальше...

საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეებს მარიამობა მიულოცა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს ულოცავს მარიამობის დღესასწაულს, რომელსაც დღეს, 28 აგვისტოს აღნიშნავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.   ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევაა

Radiotavisupleba.ge 

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 8 შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1455-მდე გაიზარდა. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 28 აგვისტოს დილით განახლებული მონაცემების მიხედვით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 6 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1196. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი. 28 აგვისტოს დილის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმშია 5943 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252. 27 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში... Читать дальше...

ნატო რუსეთს მიმართავს, პატივი სცეს ბელარუსის სუვერენიტეტს

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, პატივი სცეს ბელარუსის სუვერენიტეტს და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას. სტოლტენბერგმა Reuters-ს განუცხადა, რომ ნატო პატივს სცემს ბელარუსის სუვერენიტეტს და ამ ქვეყნის საზღვართან საკუთარ სამხედრო ძალებს არ ზრდის. გენერალური მდივნის თქმით, ბელარუსის მომავლის განსაზღვრა თავად ამ ქვეყნის მოქალაქეების საქმეა. 27 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკას თხოვნით, რუსეთში შეიქმნა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა რეზერვი... Читать дальше...

ლუკაშენკას ხელისუფლება დემონსტრანტების და ჟურნალისტების დაკავებას აგრძელებს

Radiotavisupleba.ge 

მინსკის ცენტრიდან დაწყებული მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა თავისუფლების მოედანზე ათეულობით ადამიანის დაკავებით დასრულდა. უფლებადამცველი ცენტრის „Вясна“-ს ინფორმაციით, 27 აგვისტოს „ომონის“ წარმომადგენლებმა დააკავეს 200-ზე მეტი დემონსტრანტი და ჟურნალისტი. მათ შორის რადიო თავისუფლების კორესპონდენტები. მედიის წარმომადგენლები მინსკის მილიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს „დოკუმენტების შესამოწმებლად“. 27 აგვისტოს გამართული მსვლელობის მონაწილეები აპროტესტებდნენ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას და მშვიდობიანი აქციების დარბევას. Читать дальше...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევაა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაადასტურა. 27 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის სულ 295 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 117. COVID-19-ით გარდაცვლილია 4 ადამიანი. ოპერატიული შტაბი აფხაზეთის მცხოვრებთ მოუწოდებს, კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების ზომები დაიცვან. ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა 1 აგვისტოს შემდეგ, როცა დე ფაქტო... Читать дальше...

ევროსეზონი საქართველოს კლუბებიდან გამარჯვებით მხოლოდ „ლოკომოტივმა“ გახსნა

Radiotavisupleba.ge 

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისის“ წარუმატებელი სტარტის შემდეგ, ევროპა ლიგაზე მოთამაშე სამი ქართული კლუბიც ჩაება საქმეში და მათგან წარმატებას მხოლოდ ერთმა მიაღწია. თბილისის „ლოკომოტივმა“ რუმინეთის „უნივერსიტატიასთან“ საშინაო შეხვედრა 2:1 მოიგო და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. თბილისის „საბურთალო“ და ბათუმის „დინამო“ კი სტუმრად განცდილი მარცხებით გამოეთიშნენ შეჯიბრებას. „საბურთალომ“ კვიპროსში, „აპოლონს“ ერთი გოლი გაუტანა, მაგრამ თავად ხუთი გაუშვა. ბათუმელებმა კი ისრაელში, „ჰაპოელთან“ 0:3 წააგეს. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Александрова не смогла обыграть Саснович и покинула турнир WTA-1000 в Риме






Более 100 тысяч человек посетили 9 Мая Музей Победы

Восстановленный советский танк Т-70 прошел своим ходом по центру Мелитополя

Праздничный салют в честь Дня Победы отгремел в Москве

Рахмон поговорил с Путиным о «Крокусе» и борьбе с терроризмом