Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

Новости за 30.08.2020

"ქართული ოცნების" დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადასტურებენ რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს პარტიის პრესსამსახურშიც. "გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რაც შესაბამის დროს პროტოკოლით არის გათვალისწინებული. დადასტურებულ პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს დროებით შეეზღუდათ კონტაქტები და დროებით იზოლაციაში გადავიდნენ. ასევე, მიმდინარეობს თანამშრომლების ინტენსიური ტესტირება და ოფისს ჩაუტარდა დეზინფექცია", - აცხადებენ პარტიაში და დასძენენ... Читать дальше...

ლევან ვარშალომიძე წინასაარჩევნოდ საქართველოში ბრუნდება

Radiotavisupleba.ge 

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ამავე პარტიის წევრი, ლევან ვარშალომიძე წინასაარჩევნოდ საქართველოში ბრუნდება. მან საკუთარი ფეისბუკგვერდით ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს: "თუ ვინმეს ეგონა, უკრაინაში მაღალი პოზიციის გამო საქართველოს ბედზე ხელს ჩავიქნევდი და ამ საბედისწერო მომენტში პირად კომფორტს ვამჯობინებდი, ძალიან შეცდა. მე ახლა ვარ ტრაპზონში და ზუსტად ორ საათში ჩემს საყვარელ ბათუმში თქვენთან ერთად ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ თავსმოხვეული რუსული ოცნება... Читать дальше...

25 მილიონს გასცდა მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი, ინდოეთში სარეკორდო ზრდაა

Radiotavisupleba.ge 

მთელ მსოფლიოში კორონავირუსის აღრიცხულ შემთხვევათა რიცხვი 25 მილიონს გასცდა, იტყობინებიან ახალი ამბების სააგენტოები, რომლებიც, ამასთან, ავრცელებენ ცნობას, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება ინდოეთში. მსოფლიოში ინფექციის გამო დაღუპულთა რაოდენობა 840 ათასია, იტყობინება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომლის გამოთვლებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი 25 მილიონზე ნაკლებია. ინდოეთში, მსოფლიოში მოსახლეობის რიცხვით მეორე სახელმწიფოში, 30 აგვისტოს სარეკორდო, 78761 ახალი შემთხვევა აღირიცხა, ავრცელებს მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტრო. Читать дальше...

აფხაზეთიდან რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კაცი მოათავსეს

Radiotavisupleba.ge 

რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი, ახალგაზრდა ქალი და კაცი მოათავსეს. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მაიკო ჯანაშიას განცხადებით, კაცი ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი. რაც შეეხება ქალს, ის თბილისის მკვიდრია, ადრე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და იმყოფებოდა საკარანტინე სივრცეში. რუხის საავადმყოფოში ჯამში 5 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. 3 მათგანი მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. Читать дальше...

მამუკა მდინარაძე "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერზე: ეს არის რუსული დაკვეთა

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე "რუსულ დაკვეთას" უწოდებს "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერს, რომელიც აჭარაში გუშინ, 29 აგვისტოს გამოჩნდა. მდინარაძის პოზიციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. "წარმოუდგენელია, ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა შეფასება მივცეთ იმას, რაც მათ ბანერზე გამოაკრეს - ეს არის რუსული პროვოკაცია და რუსული დაკვეთა, რომელსაც, სამწუხაროდ, ისინი ასრულებენ", - თქვა მდინარაძემ. ჭარაში განთავსებული პარტიის ბანერები პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "პატრიოტთა ალიანსი" აჭარის... Читать дальше...

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 7 პირს დაუდგინდა

Radiotavisupleba.ge 

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 7 პირს დაუდგინდა. ამით ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 1 469-მდე გაიზარდა. ინფორმაცია სამთავრობო ვებგვერდზე, StopCoV.ge-ზე უკვე აისახა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულებთან ერთად გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. კორონავირუსისგან 25 პირი განიკურნა და ეს რიცხვი 1 221-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით 19 პირი გარდაიცვალა.

Bellingcat: დადგენილია ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მონაწილის ვინაობა

Radiotavisupleba.ge 

საგამოძიებო ჯგუფმა, Bellingcat-მა, რუსეთის საგამოძიებო გამოცემა,The Insider-მა და გერმანულმა ჟურნალმა, შპიგელმა 29 აგვისტოს გამოაქვეყნეს ახალი მასალები, რომელიც ეხება შარშან, ბერლინში, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის. ისინი ამტკიცებენ, რომ დადგინეს ვინაობა რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქისა, რომელიც მკვლელობასთან არის დაკავშირებული. ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მოსკოვის მიერ იძებნებოდა ტერორიზმის ბრალდებით, 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Медведев с трудом одолел 121-ю ракетку мира на турнире в Риме






Бывший глава Анабарского района осужден к длительному сроку лишения свободы

Разрушение здания усадьбы Поречье предотвратят в Звенигороде

Директора школ Подмосковья изучают стратегии развития образования

Открытие сезона: Московский мотофестиваль стартует с Садового кольца