Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2022

Новости за 08.03.2022

უკრაინელი მაშველები ადასტურებენ სუმის დაბომბვისას 2 ბავშვის სიკვდილს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსული ავიაციის მიერ ქალაქ სუმის დაბომბვის შედეგად განადგურებული სახლების ნანგრევებში უკვე ნაპოვნია 9 დაღუპული ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. რუსულმა ავიაციამ ქალაქი გასულ ღამით დაბომბა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობითვე, ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს გადარჩენილი ქალი. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის... Читать дальше...

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 2783 ადამიანს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 32 პაციენტი. სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 17 693 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 2783 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა - 5450. ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დადასტურებული შემთხვევებიდან 95% "ომიკრონია". 8 მარტის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია... Читать дальше...

მსოფლიო ბანკმა 723 მილიონ დოლარამდე გაზარდა უკრაინისთვის გადაუდებელი დახმარების პაკეტი

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გაწევას. 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, უკრაინისთვის გადაუდებელი დახმარების პაკეტს დაემატება ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის და ნიდერლანდის და შვედეთის მიერ მობილიზებული 489 მილიონი დოლარი. გადაუდებელი დახმარების საერთო მოცულობა 723 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. მსოფლიო ბანკის განმარტებით, ეს თანხა უკრაინის მთავრობას დაეხმარება მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების გაწევაში... Читать дальше...

რუსეთი ითხოვს არ გარიცხონ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მოუწოდა, უარი თქვას ტურიზმის პოლიტიზებაზე და უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთი ორგანიზაციიდან არ გარიცხოს. სააგენტო „ტასს“-ის ინფორმაციით, ამ შინაარსის წერილით საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს მიმართა რუსეთის ფედერალური უწყების, „როსტურიზმ“-ის ხელმძღვანელმა, ზარინა დოგუზოვამ. დღეს, 8 მარტს მადრიდში დაგეგმილია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს რუსეთისთვის წევრობის შეჩერების... Читать дальше...

რუსეთი სანქციების რაოდენობით მსოფლიო ლიდერი გახდა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა მის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების რაოდენობით გაუსწრო ირანს, სირიას და ჩრდილოეთ კორეას. ამას მოწმობს სანქციების, საექსპორტო კონტროლის და ჯარიმების საერთაშორისო ბაზის, Castellum.ai-ს მონაცემები. 2022 წლის 22 თებერვლამდე რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებდა ყირიმის ანექსიის, დიდ ბრიტანეთში ქიმიური იარაღის გამოყენების, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის და სხვა ქმედებების გამო დაწესებული 2754 სანქცია. 2022 წლის 22 თებერვლის შემდეგ, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების რიცხვი 2778-ით, 5532-მდე გაიზარდა. Читать дальше...

პუტინი 8 მარტს ქალებს დაჰპირდა, რომ ახალწვეულებს ომში არ წაიყვანს

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტმა პუტინმა რუს ქალებს მიულოცა 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე და დაჰპირდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას არ მიიღებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები. კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, პუტინი 8 მარტს უწოდებს „ყველაზე ნათელი გრძნობებით გამსჭვალულ დღესასწაულს“ და ქალებს უყვება იმას, თუ როგორ რთულ დროს ცხოვრობენ: „გლობალური ეკონომიკური გამოწვევები და პრობლემები, სამხედრო კონფლიქტები, ჩვენი ხალხის და ქვეყნის დაცვის გარდაუვალი აუცილებლობა... Читать дальше...

უკრაინის გენშტაბი: რუსულ სამხედრო ძალებში გადაჯგუფებაა კიევზე შტურმის მიზნით

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსულ სამხედრო ძალებში განხორციელდა გადაჯგუფება კიევზე შტურმის ორგანიზებისთვის. გენერალური შტაბის მიერ დღეს, 8 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები აპირებენ კიევზე შეტევისთვის გამოიყენონ ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები: რუსეთის ეროვნული გვარდიის, რამზან კადიროვის სახელობის გროზნოს სპეციალური პოლკი, კემეროვოს და მოსკოვის სპეცდანიშნულების რაზმები და კერძო სამხედრო კომპანია „ლიგა“(ყოფილი "ვაგნერი"). Читать дальше...

რუსულმა ავიაციამ დაბომბა უკრაინის ქალაქი სუმი

Radiotavisupleba.ge 

რუსულმა ავიაციამ დაბომბა უკრაინის ქალაქი სუმი და მისი შემოგარენი. ამის შესახებ უკრაინული გამოცემები „უკრაინსკა პრავდა“ და „უნიანი“ წერენ სუმსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიდეომიმართვასა და ტელეგრამ-არხზე დაყრდნობით. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ჟივიცკის ინფორმაციით, 7 მარტს, 23:00 საათიდან დაიბომბა სუმის და ახტირკის საცხოვრებელი უბნები და სოფელი ბიტიცა. ჟივიცკის თანახმად, დაღუპულია 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს... Читать дальше...



ჩეხეთის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს გადასცემს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა - რომელსაც წლების განმავლობაში გამოარჩევდა დადებითი დამოკიდებულება მოსკოვთან - 7 მარტს გამოაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცემს ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს, რუსეთის შეჭრის დროს გამოჩენილი სიმამაცის და გაბედულების გამო. რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ზემანი 2013 წლიდან, ხელისუფლებაში მოსვლიდან უჭერდა მხარს, თუმცა როცა რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა, მან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს "შეშლილი" უწოდა.   დასავლეთის... Читать дальше...

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ხარკოვთან მოკლეს

Radiotavisupleba.ge 

ქალაქ ხარკოვთან რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის ვიტალი გერასიმოვის მკვლელობის შესახებ იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო.  „მორიგი დანაკარგი ოკუპანტი ქვეყნის უმაღლეს სამეთაურო შტაბში. ხარკოვთან ახლოს გამართულ ბრძოლაში ლიკვიდირებულია ვალერი გერასიმოვი - რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი, შტაბის უფროსი და რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე", - აცხადებს სამმართველო.  ვიტალი გერასიმოვი მონაწილეობდა ჩეჩნეთის მეორე ომსა და სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციაში. Читать дальше...

“აი, მოვუსმინე ვინმე რიჟვაძეს, რომელმაც ვერაფრით თქვა, რომ რუსეთმა ომი დაიწყო, ჰოდა ვფიქრობ, ვინ არიან ეს “რიჟვაძეები”? “

News.ge 

“წინასაარჩევნოდ “გარეჯი საქართველოა” ქონდათ პროპაგანდისტულ სლოგანად, ახლა “ომში გინდათ ჩაგვითრიოთ”. აი, მოვუსმინე ვინმე რიჟვაძეს, რომელმაც ვერაფრით თქვა, რომ რუსეთმა ომი დაიწყო, ჰოდა ვფიქრობ, ვინ არიან ეს “რიჟვაძეები”? საიდან აღმოცენდნენ? რა გამოგვეპარა? რძის ნაწარმს გავიტანთო. აქედან აღებულ ყოველ რუსულ რუბლს მოკლული უკრაინელი ბავშვების სისხლის ფასი აქვს და წყევლად შეგერგოთ, ქართულო ოცნებავ! რატომ ვერ ვვარგივართ? რატომ ვერ ...

ზარნაძე: არახამიასნაირები რო ყავს უკრაინას კიდე კარგად არიან

News.ge 

“არახამიასნაირები რო ყავს უკრაინას კიდე კარგად არიან. ხალხია ცოდო ხალხი, თქვე უღმერთოებო,” – წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” გლდანის მაჟორიტარი, კონსტანტინე ზარნაძე.

„ჩვენ ყველანი ადგილზე ვართ, ყველა ვმუშაობთ" - ზელენსკიმ პრეზიდენტის ოფისიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ჩაწერა ვიდეომიმართვა და ხაზგაასმით აღნიშნა, რომ კიევში რჩება. „აი, საღამოს კიევი, ჩვენი ოფისი. ორშაბათი, საღამო... დღეს მე-12 ღამეა ჩვენი ბრძოლის, ჩვენი თავდაცვის. ჩვენ ყველანი ადგილზე ვართ, ყველა ვმუშაობთ. ყველა იქ არის, სადაც უნდა იყოს. მე კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთან არის“, - თქვა პრეზიდენტმა. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის... Читать дальше...

დმიტრო კულება ისრაელის ავიაკომანიაზე: ზოგიერთს ურჩევნია უკრაინის სისხლით გაჟღენთილი ფულის შოვნა

News.ge 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ისრაელის ავიახაზები რუსული საბანკო სისტემა „მირ“-ით იღებს გადახდებს. მისი თქმით, აღნიშნული ქმედება ამორალურია და ​უკრაინა-ისრაელის ურთიერთობებზე დარტყმას წარმოადგენს. „მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო სანქციებს უწესებს რუსეთს უკრაინაში მისი ბარბაროსული სისასტიკისთვის, ზოგიერთს ურჩევნია უკრაინის სისხლით გაჟღენთილი ფულის შოვნა. ეს არის ავიაკომპანია El Al-ი, რომელიც გადახდებს იღებს რუსულ საბანკო სისტემა ...

დმიტრო კულება: პირველი სიტყვები, რითაც სერგეი ლავროვს მივმართავ იქნება : ბატონო ლავროვ, ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრას ვმართავ დანაშაულის თანაორგანიზატორთან

News.ge 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დაადასტურა, რომ ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. “ჯერჯერობით 10-შია დაგეგმილი. ვნახოთ, ჩავა თუ არა ანტალიაში, მაშინ მეც ჩავფრინდები, დავსხდეთ და ვისაუბროთ”, – აღნიშნა კულებამ. „პირველი სიტყვები, რომლითაც ბატონ ლავროვს მივმართავ, ძალიან მარტივი იქნება. ვეტყვი: „ბატონო ლავროვ, ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრას ვმართავ დანაშაულის, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის თანაორგანიზატორთან. ამ ...

ვაირა ვიკე-ფრაიბერგა: რუსეთის ნაწილი მაშინ დაფიქრდება, როდესაც მშიერი კუჭით მოუწევს დაძინება…

News.ge 

„პრეზიდენტ პუტინის მოთხოვნები როგორც ომამდე, ასევე ომის შემდეგ სხვა არაფერია, თუ არა უტიფრობა და სიგიჟე. ყველაფრის დანგრევა უნდა, რაც 1997 წლის შემდეგ შევქმენით – დიდი ბოდიში, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მეც ვიყავი, ვინც ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას აშენებდა – ჩემი ცხოვრების 8 წელი შევალიე ამას, პრეზიდენტის რანგში არანაირი ძალისხმევა არ დამიშურებია, რადგან ეს იყო ჩემი ქვეყნის და ...

კულებას თქმით, ზელენსკის პუტინთან პირისპის შეხვედრა სურს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინას სურს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკება ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საინფორმაციო ტელემარათონის დროს. „ჩვენს პრეზიდენტს არაფრის არ ეშინია, მით უმეტეს პუტინთან პირისპირ შეხვედრის. თუკი პუტინსაც არ ეშინია, დაე, მოვიდეს შეხვედრაზე, დაე, დასხდნენ და დაილაპარაკონ“, - თქვა კულებამ. მან ასევე მიუთითა, რომ 10 მარტს ანტალიაში გეგმავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას. მანამდე ზელენსკიმ... Читать дальше...

ზელენსკი რონალდ რეიგანის თავისუფლების მედლით დაჯილდოვდა

News.ge 

უკრაინის ელჩს შეერთებულ შტატებში, ოქსანა მარკაროვას  რონალდ რეიგანის თავისუფლების მედალი, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკისათვის გადასცეს. რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის ხელმძღვანელმა ფრედერიკ რაიანმა ხაზგასმით აღნიშნა: ეს მაღალი ჯილდო ეკუთვნის როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის,  ასევე  მილიონობით უკრაინელს, რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებას, აირჩიონ საკუთარი მომავალი და შთააგონონ მთელი ცივილიზებული სამყაროს იბრძოლონ თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისთვის. სწორედ პრეზიდენტმა რეიგანმა მისცა... Читать дальше...

დასავლელი მოკავშირეები აპირებენ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესონ, ნავთობის იმპორტის აკრძალვისგან ჯერ თავს იკავებენ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის და ბრიტანეთის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ რუსეთს კიდევ უფრო მეტად დასჯიან უკრაინაში შეჭრის გამო - იუწყება თეთრი სახლი 7 მარტს.  მაგრამ რუსეთის ნავთობის იმპორტის აკრძალვა ჯერჯერობით რეალისტური არ ჩანს, მიუხედავად აშშ-ის კანონმდებლების მხრიდან ზეწოლისა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობას შემოსავლის ეს წყარო უნდა გადაეკეტოს.   აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი... Читать дальше...

მოსკოვმა ბოიკოტი გამოუცხადა ჰააგის სასამართლოში გამართულ განხილვას უკრაინაში მისი ქმედებების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თქმით, ის "რაც შეიძლება სწრაფად" გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, იმ ფონზე, როცა მოსკოვის პროტესტის მიუხედავად გაიხსნა კიევის მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის დასრულებას ისახავს მიზნად. გაეროს მთავარმა სასამართლომ საქმის განხილვა 7 მარტს დაიწყო და უკრაინის არგუმენტები მოისმინა. მეორე სხდომა დაინიშნა 8 მარტს, რომელზეც რუსეთს საშუალება ექნება თავისი სათქმელი წარმოადგინოს - თუმცა მოსკოვმა პროცედურებს ბოიკოტი გამოუცხადა და ჰააგაში... Читать дальше...

ღარიბაშვილი მიესალმება ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადების შესწავლის გადაწყვეტილებას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე" გამოეხმაურა ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადების ევროკომისიის მიერ შესწავლის საკითხზე. „მივესალმებით საბჭოს გადაწყვეტილებას, ეთხოვოს ევროკომისიას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადების შესწავლა", - წერს პრემიერი. მთავრობის მეთაური საბჭოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის. „ჩვენს ურთიერთობებში ეს ახალი ეტაპი გვაძლევს მოტივაციას... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Потапова проиграла на старте турнира WTA-500 в Страсбурге






"Победа" не собирается прекращать выполнять зарубежные рейсы

Россия примет контрмеры при отмене Японией статьи конституции об отказе от ВС

Клавдий Остров и сын его Олег

Театр имени Бестужева с размахом отметит свой юбилей