Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

Новости за 27.02.2023

ბელარუსმა გააძლიერა სასაზღვრო კონტროლი, ინფორმაციის ფონზე, რომ აქტივისტებმა რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავი ააფეთქეს

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის საზღვრის მცველებმა გააძლიერეს იმ პირების კონტროლი, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ - მას შემდეგ, რაც მთავრობის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა გაავრცელეს ცნობა, რომ დრონით შეტევა მიიტანეს მინსკთან ახლოს მდებარე საჰაერო ბაზაზე განთავსებულ რუსეთის A-50-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავზე. მოქალაქეები, რომლებმაც ბელარუსის საზღვარი 27 თებერვალს გადაკვეთეს, ამბობენ, რომ ჩვეულებრივი შემოწმების ნაცვლად, მესაზღვრეებმა გაჩხრიკეს მათი პირადი ნივთები, ჩანთები და მანქანები. ბელარუსის საზღვრის დაცვის წარმომადგენლები ვითარებაზე განცხადებას არ ავრცელებენ. Читать дальше...

ბრეგაძის განცხადებით, ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა ევროკავშირისა და შვედეთის ელჩთან გამართულ შეხვედრას. მისი განცხადებით, დიპლომატებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ.  „3 სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა დროის მოკლე მონაკვეთში. დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საზღვარგარეთ, მით უმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, გადაყვანაზე. პატივს ვცემ მედიის თავისუფლებას, თუმცა საზოგადოება უნდა იყოს სწორად ინფორმირებული"... Читать дальше...

სად წაიღებს გაზს თურქმენეთი?

Radiotavisupleba.ge 

იმის მაგივრად, რომ ექსპორტისთვის ახალი გზები მოეძებნა, ბუნებრივი აირით მდიდარი თურქმენეთი ისევ რუსულ ენერგეტიკულ ორბიტაზე ბრუნდება, - აცხადებენ ექსპერტები.

"ოცნებისა" და "ხალხის ძალის" შეთანხმება - "გავლენის აგენტებზე" ორიდან ერთი პროექტი დამტკიცდება

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება სრულად უჭერს მხარს „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებით, „ხალხის ძალის“ ინიციატივას - მწვავე საერთაშორისო გამოხმაურებისა და გაფრთხილების მიუხედავად, რომ ამგვარი კანონის მიღება საქართველოს ევროინტეგრაციას შეუშლის ხელს.

ნუნუ გელაძე: ჩემი განზრახვა სრულებითაც არ არის, ვინმეს დამუნათება, ოდენ ერთიანობისაკენ მოწოდებაა

News.ge 

“ძვირფასო იტალიის ემიგრნატებო, სამწუხაროდ, თვალი ვერ გავადევნე ყველაფერს, მაგრამ რაც გამომიგზავნეს, შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ამ დღეებში ჩვენში დიდი კულტურული მოძრაობა დაწყებულა, რასაც მივესალმები, რასაკვირველია, და ყველას დიდ წარმატებას ვუსურვებ ამ დიდებულ საქმეში. ოღონდ ამას გთხოვთ ყველას, ნუ ვიქნებით ნურასოდეს კატეგორიულნი, მით უფრო, როცა პრეტენზია გვაქვს ინტლექტზე, ჟურნალისტობაზე, ცხადია, არცოდნა არცოდვაა, მაგრამ ხომ შეიძლება ორთოგრაფიულ ლექსიკონშიც ...

აჯაფსანდალი თავში. ანდრეი პივოვაროვი - სოსოსა და ბორის ნემცოვზე

Radiotavisupleba.ge 

ბორის ნემცოვის ხსოვნის დღისთვის დაწერილი ეს ტექსტი, პოლიტპატიმარმა ანდრეი პივოვაროვმა რადიო თავისუფლების რედაქციას კრასნოდარის საგამოძიებო იზოლატორიდან გამოუგზავნა ცოტა ხნით ადრე, სანამ დეკემბრის ბოლოს ბადრაგით გაგზავნიდნენ სასჯელის აღსრულების ადგილზე.

სიმონ ჯანაშია: მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ამ მოვლენას შევხედოთ, როგორც ერთიანი რუსული პოლიტიკის გაგრძელებას და არა როგორც…

News.ge 

“???????????????? წელს რუსეთმა მიიღო კანონი უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ. ამ კანონის მეშვეობით დახურა და შეავიწროვა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. ???????????????? წელს ევროკავშირში რუსეთის არაერთი ნაბიჯის მხარდამჭერმა, უნგრეთმა მიიღო კანონი უცხო ქვეყნების აგენტების შესახებ. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ ის უკანონოდ სცნო. უნგრეთს მოუწია მისი გაუქმება. ???????????????? წლის დასაწყისში ბელორუსიაში რუსეთის მოთხოვნით დაიწყეს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ ...

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით ეწვია უკრაინას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, ჯანეტ იელენი 27 თებერვალს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია კიევს, სადაც შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ის შეაქო რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული შეჭრის პირობებში გაწეული ლიდერობისთვის - იუწყება აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო.  "უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა - დემოკრატიის, თვითგამორკვევის უფლების, და მშვიდობისა და კეთილდღეობის მხარდამჭერი საერთაშორისო წესრიგის ღირებულებებისთვის" - განაცხადა იელენმა.  მისი თქმით, უკრაინელებმა "მშვიდობის ფრონტის ხაზებზე" გაიღეს "უზარმაზარი საფასური". Читать дальше...



უკრაინა იუწყება, რომ რუსეთი აღმოსავლეთით თავისი სამხედროების რაოდენობას ზრდის

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ზრდის თავისი სამხედროების რაოდენობას, იმ ფონზე, როცა მისი ძალისხმევა კონცენტრირებულია რეგიონში შეტევების წარმოებაზე - აცხადებს უკრაინის გენერალური შტაბი 27 თებერვალს. უკრაინის აღმოსავლეთსა და ჩრდილოაღმოსავლეთში გრძელდება მწვავე შეტაკებები უკრაინისა და რუსეთის ძალებს შორის.  "არსებული ინფორმაციით, როსტოვს რეგიონიდან 200-მდე სამხედრო გადაიყვანეს ლუგანსკის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე" - ამბობს გენერალური შტაბი თავის საღამოს განცხადებაში. გენერალური შტაბი დასძენს... Читать дальше...

გელათის რესტავრაცია სახელმწიფომ საპატრიარქოს გადააბარა - სწორია თუ არა ეს გადაწყვეტილება?

Radiotavisupleba.ge 

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გელათის კომპლექსის რეაბილიტაციას საპატრიარქო ჩაიბარებს და უხელმძღვანელებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ 24 თებერვალს გამოცხადდა შეხვედრაზე რომელსაც მინისტრი წულუკიანი, ეპისკოპოსები, მეცნიერები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.

პარლამენტში ორი კანონპროექტია "უცხოეთის აგენტებზე" - რას აპირებს მედია?

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტები არ აპირებენ აგენტის იარლიყით მუშაობას. 27 თებერვალს 60-ზე მეტმა მედიაორგანიზაციამ განაცხადა, რომ უარს ამბობენ „უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციაზე.

ვახტანგ მეგრელიშვილი: ვაპირებთ, ეს ჯარისკაცები ისევ ჯარში წავიყვანოთ ძალით, ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლები არიან

News.ge 

„ჩვენ ვაპირებთ, ეს ჯარისკაცები ისევ ჯარში წავიყვანოთ ძალით. ფაქტობრივად, ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლები არიან, ჩვენივე კანონმდებლობით ვასრულებინებთ იძულებით სამუშაოს“, – ასე ეხმაურება პარტია „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი საინფორმაციო სააგენტო pia.ge-სთან ადამიანის უფლებათა დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლებისა და მეცნიერების ერთობლივ სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას, სადაც თავდაცვის კოდექსს განიხილავდნენ. „ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ვხვდებით. ჩვენ ვიცით რა კანონპროექტით ...

რუსეთის მარადიული კვაზისამამულო ომი - რა უნდა პუტინს?

Radiotavisupleba.ge 

ვლადიმირ პუტინის პოლიტიკაზე დაკვირვება აფიქრებინებთ პოლიტიკის ანალიტიკოსებს, რომ პუტინისთვის ომი დაუსრულებელი პროცესია, რომლის საშუალებითაც ის მართავს ქვეყანას და ინარჩუნებს ძალაუფლებას. ომი პუტინისთვის საშუალებაც არის და - მიზანიც.

ვოლსკი: დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა სააკაშვილის გარემოცვას მიმართონ

News.ge 

კარგი იქნებოდა, დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის სტრატეგიას – მძევლად აიყვანეს სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობით სპეკულირებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და დამსახურებულ სასჯელს იხდის, ხოლო ევროკავშირის დემარში უსამართლობის ელემენტებს მოიცავს. “როგორი ფორმით წარმოუდგენია – ხელისუფლებამ, მთავრობამ, იუსტიციის მინისტრმა... Читать дальше...

ნიკა მელია: …ხელისუფლება, ალბათ, ხვალ ისევ ცინიკურად გვეტყვის, რომ ასეთი ევროპა არ უნდათ

News.ge 

ევროპული ოჯახი, არადიპლომატიური პირდაპირობით, ცდილობს ჰუმანიზმისა და ევროპის გზაზე დატოვოს ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას თქმით, ხელისუფლება „ცინიკურად გვეტყვის“, რომ „ასეთი ევროპა არ უნდათ“. „საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, მიუხედავად პოლიტიკური/პარტიული გემოვნებისა უნდა ევროკავშირის წევრობა და იცის, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია. დღეს ევროკავშირის უკლებლივ ყველა, 27 წევრი ...

ვოლსკის თქმით, კარგი იქნებოდა დემარშით ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით საქართველოს იუსტიციის მინისტრისთვის გადაცემულ ოფიციალურ დემარშს გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი. მისი თქმით, კარგი იქნებოდა დემარშით ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას. „როგორი ფორმით წარმოუდგენია - ხელისუფლებამ, მთავრობამ, იუსტიციის მინისტრმა, რა ფორმით შეიძლება მიმართოს და რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს სასამართლოზე... Читать дальше...

გარდაიცვალა პუტინის ყოფილი პოლიტიკური სტრატეგი, გლებ პავლოვსკი

Radiotavisupleba.ge 

71 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსი პოლიტოლოგი, გლებ პავლოვსკი, რომელიც ერთ დროს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მრჩეველი იყო - ამ ინფორმაციას ავრცელებს Current Time-ი.  ყოფილი საბჭოთა დისიდენტი, პავლოვსკი პუტინთან დაახლოებული პირი იყო 1996-2011 წლებში, რის შემდეგაც ის პოსტიდან დათხოვნილ იქნა. ამის მერე ის მთავრობის კრიტიკოსად იქცა.  პავლოვსკი ასევე მონაწილეობდა ვიქტორ იანუკოვიჩის წარუმატებელ საპრეზიდენტო კამპანიაში, უკრაინაში, 2004 წელს.  სიკვდილის მიზეზს ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.

პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის სახელით დემარში გადასცა

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, 27 თებერვალს, იუსტიციის სამინისტროში მინისტრთან რატი ბრეგაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მინისტრს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. „შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარეს წარმოადგენს, იუსტიციის მინისტრს ოფიციალური დემარში გადავეცით. დემარში, რომელიც... Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება – EU-სა და შვედეთის ელჩები ბრეგაძესთან საპროტესტო ნოტის გადასაცემად მივიდნენ

News.ge 

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი და შვედეთის ელჩი, ულრიკ თიდერსტრომი საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან შესახვედრად სამინისტროში მივიდნენ, სადაც ისინი ქართველი მინისტრს საპროტესტო ნოტას გადასცემენ. განცხადებას ხელს 27 ქვეყანა აწერს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებას ან მის შეწყალებას სთხოვს, რათა იგი პოლონეთში სამკურნალოდ გადაიყვანონ. განცხადების ინიციატორი პოლონური მხარე იყო. იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ...

Новости России
Москва

Юные керамисты школы №2120 выиграли три Гран-при конкурса «Мир дому твоему!»


პარლამენტში "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" მეორე კანონპროექტიც დარეგისტრირდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" მეორე კანონპროექტიც. მისი ავტორიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი - "ხალხის ძალაა". კანონპროექტის დარეგისტრირებაზე პარლამენტის ბიუროს დღევანდელ, 27 თებერვლის, სხდომაზე იმსჯელეს. კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ეს არის ამერიკული კანონის ქართული ვერსია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები მიიჩნევენ, რომ წინა კანონპროექტის მსგავსად, ესეც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს. ახალი კანონპროექტის მიხედვით... Читать дальше...

თურქეთში მიწისძვრამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა, დაინგრა ნაგებობები

Radiotavisupleba.ge 

27 თებერვალს სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მოხდა მიწისძვრა, რომელსაც ემსხვერპლა ერთი ადამიანი, დაშავდა - 110, დაინგრა 29 ნაგებობა, აცხადებს თურქეთის ხელისუფლება. მიმდინარეობს ნანგრევების ქვეშ მოყოლილი რამდენიმე ადამიანის გადარჩენის სამუშაოები. 27 თებერვლის მიწისძვრის სიმძლავრე იყო 5,6 მაგნიტუდა. სამი კვირის წინ თურქეთსა და სირიაში მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რომლის შედეგად დაიღუპა 50 000-ზე მეტი ადამიანი.

“დადგა დრო, ხმამაღლა ვთქვათ, რომ ქართულ თეატრალურ ხელოვნებას ჰყავს სამი საოცარი პიროვნება – კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი და ვახტანგ ჭაბუკიანი… “

News.ge 

ქართველი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი, სსრკ სახალხო არტისტი (1950), ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი. 1924 წელს დაამთავრა პერინის სახელობის საბალეტო სტუდია, შემდეგ კი თბილისის ფალიაშვილის სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა. 1926 წელს ლენინგრადში გადადის. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის არტისტად მუშაობდა (1929–1941 წწ.), სადაც კლასიკურ რეპერტუარში წამყვან პარტიებს ასრულებდა. 1930 წლის 16 მარტს პეტრე ჩაიკოვსკის „გედის ტბაში“ ზიგფრიდის მთავარ პარტიას ასრულებს. Читать дальше...

პაველ ჰერჩინსკი დემარშს გამოუცხადებს საქართველოს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს სახელით

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს სახელით ოფიციალურ პოზიციას გააცნობს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ევროკავშირის პოზიციის გადასაცემად პაველ ჰერჩინსკი იუსტიციის სამინისტროში 27 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში მივიდა. ადგილზე მყოფი რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, პაველ ჰერჩისკი მედიასთან კომენტარს იუსტიციის სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს. Читать дальше...

ქეთა თო­ფუ­რია სა­სა­ცი­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, კი­დევ ერთხელ, აღ­მოჩ­ნდა

News.ge 

ქეთა თო­ფუ­რია კი­დევ ერთხელ აღ­მოჩ­ნდა სა­სა­ცი­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მას შემ­დეგ, რაც რუ­სუ­ლი ბურ­გე­რის რეკ­ლა­მა გა­და­წყვი­ტა. მომ­ღე­რალ­მა ინ­სტაგ­რა­მის “სთო­რი­ში“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, რომ რუ­სუ­ლი სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტის “Вкусно – и точка”-ს (“გემ­რი­ე­ლი – და წერ­ტი­ლი”) ბურ­გერს მი­ირ­თმევს და ამ­ბობს, რომ ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა “ბიგ მაკ­ზე” გემ­რი­ე­ლი ბურ­გე­რის გა­კე­თე­ბა თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. “ვი­პო­ვე ჩემი საყ­ვა­რე­ლი ბურ­გე­რი “Вкусно – и ...

ომბუდსმენის კონსილიუმი: შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები

News.ge 

სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ვიზიტის შემდეგ დამძიმებულია და მას აღენიშნება „სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია და ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით“. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ექპერტთა შეფასებაშია აღნიშნული, პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში და „შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება“. „19 ...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Мирра Андреева установила новый рекорд на турнирах WTA-1000






ГК «Дело» запустила новый сервис для доставки грузов из Москвы в Казахстан

Планово отключать горячую воду в Москве начнут с 14 мая

SHOT: в Санкт-Петербурге на ходу загорелся трамвай с пассажирами

ЕС призвал Россию отменить решение по активам компаний Ariston и BSH Hausgeräte