Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

Новости за 18.02.2023

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

News.ge 

სეისმოლოგების ცნობით, თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ქალაქ გოქსუნთან 12 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში. მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე ...

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი: უკრაინამ ამ ომში უნდა გაიმარჯვოს!

News.ge 

„უკრაინამ არათუ არ უნდა წააგოს ომი რუსეთთან, არამედ უნდა მოიგოს იგი“, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, იგი ამაყობს, რომ გერმანია უკრაინას მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. მან აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობის კანცლერ ოლაფ შოლცის პოზიციას მხარს უჭერს, რომ „გერმანია უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარება, რამდენიც იქნება საჭირო“. „თუ რუსეთს წარმატების ...

მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე: თუ არაფერი შეიცვლება, აუცილებლად გარდაიცვლება

News.ge 

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ არაფერი შეიცვლება, ექსპრეზიდენტი დაიღუპება. მისივე თქმით, სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში უნდა გადაიყვანონ. „ასე თუ გაგრძელდა და არაფერი არ შეიცვალა, ალბათ რამდენიმე მისვლა მაქვს დარჩენილი მასთან, უბრალოდ მივალ და აღარ დამხვდება. ნამდვილად ასე იქნება, ადამიანის კილოგრამების რაოდენობა განსაზღვრულია და ყოველდღე თუ დაკარგა ...

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური: სინოდმა გადადგომა რომ მთხოვოს, წინააღმდეგი არ ვიქნები

News.ge 

ათენისა და სრულიად საბერძნეთის ეკლესიის მეთაურმა, მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არის, გადადგეს. მისივე თქმით, თუ სინოდი მის გადაყენებას გადაწყვეტს, წინააღმდეგი არ იქნება, რადგან უკვე ძალიან მოხუცია. სინოდმა გადადგომა რომ მთხოვოს, წინააღმდეგი არ ვიქნები. ჩვენს სინოდში აი ახლა რომ გამოჩნდეს მღვდელმთავრების ნაწილი და მითხრან დავიღალეთ, ცვლილება გვინდა, წინააღმდეგი არ ვიქნები, დაე იყოს ...

რუსეთის არმია შაბათს განაგრძობდა უკრაინის დაბომბვას და იერიშებს ბახმუტსა და უგლედარზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის არმია შაბათს განაგრძობდა უკრაინის დაბომბვას და იერიშებს დონეცკის ოლქში - ბახმუტსა და უგლედარზე. კრემლის მხარდამჭერი რუსეთის მედია და ტელეგრამის არხები 18 თებერვალს იტყობინებოდნენ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წინსვლაზე ბახმუტის ჩრდილოეთით, დაბა პარასკოვიევკაში. ეს ყოველდღიური იერიშების ერთ-ერთი მიმართულებაა რუსეთის ჯარისა, რომელიც რამდენიმე თვის უმძიმეს ბრძოლებში ცდილობს, ალყა შემოარტყას ბახმუტს. უკანასკნელი კვირების განმავლობაში რუსეთის ჯარი წინ წაიწია ქალაქის ჩრდილოეთით და გადაჭრა ბახმუტისა და სლავიანსკის დამაკავშირებელი გზა. Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ერთად განვიხილეთ უსაფრთხოების გარემო ჩვენს რეგიონში და ვისაუბრეთ იმ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

News.ge 

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ერთად განვიხილეთ უსაფრთხოების გარემო ჩვენს რეგიონში და ვისაუბრეთ იმ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის შეასრულოს თავისი გადამწყვეტი როლი რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად. „მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ისტორიულ სესიაში. ...

დღე ისტორიაში – 19 თებერვალი

News.ge 

ფაქტები 1963 წელს ლეგენდარული ნაწარმოები “The Feminine Mystique” დაიბეჭდა. 1949 წელს ეზრა პაუნდი გახდა პირველი პოეტი, რომელმაც ბოლინგენის პრემია მიიღო. 1933 წელს ფაშისტური კაბინეტის მინისტრმა, ჰერმან გერინგმა, კათოლიკური გაზეთების გამოცემა აკრძალა. 1906 წელს მიჩიგანში Kellogg’s Foods დაარსდა. 1881 წელს კანზასში ალკოჰოლი აიკრძალა. 1878 წელს თომას ედისონმა მისი ახალი გამოგონების, ფოტოაპარატისთვის, პატენტი შექმნა. 1736 წელს ლონდონის ...

როგორ ვიზრუნოთ სწორად საკუთარ თავზე

News.ge 

საკუთარ თავზე ზრუნვა გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. მაგალითად, სადმე წაიკითხეთ, რომ ბაღში მუშაობა და მცენარეებზე ზრუნვა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა ეს პროცესი სიამოვნებას სულაც არ განიჭებთ. აუცილებელია არაა, საკუთარი თავი აიძულოთ, რომ გააკეთოს ისეთი რამეები, რაც მას არ მოსწონს, ეს სარგებელს არ მოგიტანთ. თვითზრუნვას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა გეგმა მოქმედებად იქცევა. ასევე ...



ბეჰატი პრინსლუ მესამე შვილის გაჩენის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა

News.ge 

ადამ ლევინს და Victoria’s Secret-ის ყოფილ მოდელს მესამე შვილი იანვარში შეეძინათ, დაადასტურა წყარომ ექსკლუზიურად PEOPLE-სთვის. წყვილს კიდევ ორი ქალიშვილი ჰყავს. ისინი ჯერ არ ასაჯაროვებენ ოფიციალურ ინფორმაციას მესამე შვილის შესახებ. თუმცა ინსაიდერმა ადრე განუცხადა PEOPLE-ს, რომ მშობლები „მთლიანად ოჯახზე და მის საჭიროებებზე იყვნენ კონცენტრირებულები, ვიდრე მათ მესამე ბავშვი შეეძინებოდათ”.  წყარომ ასევე განაცხადა, რომ ადამ ლევინის გარშემო ...

ღარიბაშვილი: საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დიდი ძალისხმევა ჩაიდო დაძაბულობის დეესკალაციაში და მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. „მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და აქვე გეტყვით, რომ საქართველო კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკას მიყვება. რაც შეეხება სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა, თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მადლობა მინდა გადავუხადო ეუთოს და სხვა მონაწილეებს... Читать дальше...

დიმიტრი სამხარაძე: ჩვენი ოჯახის დამფუძნებელს ვულოცავთ დაბადების დღეს ქართული ოცნების ჯარისკაცები

News.ge 

“ჩვენი დიდი ოჯახის დამფუძნებელს, ერისკაცს, მისაბაძ ქართველს ვულოცავთ დაბადების დღეს ქართული ოცნების ჯარისკაცები, ნამდვილები! ჯანმრთელობას და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მის სანიმუშო ოჯახთან ერთად! მადლობა ბატონ ბიძინას მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის!” – წერს “ქართული ოცნების” დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

„ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია“ - ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „კარგი მსახიობი“ უწოდა და თქვა, რომ მთავრობა უზრუნველყოს „მაქსიმალურ კომფორტს“ პატიმრისთვის. „თქვენ ახსენეთ ფოტოები. ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაქსიმალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ჩვენ შევთავაზეთ მის ოჯახს, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი კლინიკიდან, რომ გაუწიოს, თუ სჭირდება, სამედიცინო მხარდაჭერა... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი: ეს ომი უნდა შეწყდეს, თუ გაგრძელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ… (ვიდეო)

News.ge 

უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ ამ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. ეს მართლაც ისტორიული შემთხვევაა, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ლიდერი ერთად ვართ, ეს უკვე არის წარმატება, წარმატებული შემთხვევა, მადლობას გიხდით ამ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. რაც შეეხება ომს უკრაინაში. რა თქმა უნდა, ეს არის დიდი გამოწვევა ყველა ჩვენგანისთვის. მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, მსოფლიოს არც განუცდია მსგავსი ...

დმიტრო კულება: უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამდე უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიებია სანქციები, იარაღი და ფული

News.ge 

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამდე უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიებია სანქციები, იარაღი და ფული,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. „ტექნიკურად რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, ნატო-ში შესვლასა და ახლანდელ დროს შორის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიებია: სანქციები, იარაღი და ფული. თუმცა მე ვფიქრობ, რომ უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია, რომლის მოცემაც პარტნიორებს შეუძლიათ – ეს არის ...

ილჰამ ალიევი: სომხეთსა და აზერბაიჯანს უკვე სამშვიდობო შეთანხმება გვაქვს, რაც იმედია, მალე იქნება რატიფიცირებული

News.ge 

ჩვენ – სომხეთსა და აზერბაიჯანს უკვე სამშვიდობო შეთანხმება გვაქვს და იმედია, ეს მალე იქნება რატიფიცირებული, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. მან ასევე, ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიაზე და მის გავლენებზე რეგიონში. „[ომს] უშუალო ეფექტი ჩვენზე არ ჰქონია, მაგრამ გეოპოლიტიკური სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა და ალბათ, იმ მოცემულობას ვეღარ დავუბრუნდებით, ...

იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობიდან” რომან გოცირიძის წასვლა არ გამიკვირდა

News.ge 

„ნაციონალური მოძრაობიდან” რომან გოცირიძის წასვლა არ გამიკვირდა, – ამის შესახებ „გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი შეფასებით, რომან გოცირიძის წასვლა „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებს ან პარტიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს არ უკავშირდება. „დიდი ხანი ვსაუბრობდი „ნაციონალური მოძრაობის” დაშლაზე. აქამდეც მეგონა, რომ დაშლილი იქნებოდა. ჩემი აზრით, ძალიან იგვიანებენ. არ გამკვირვებია ბატონი რომანის წასვლა, უფრო ის გამიკვირდა, ...

მიუნხენში გაიმართა ნიკოლ ფაშინიანის, ილჰამ ალიევისა და ენტონი ბლინკენის სამმხრივი შეხვედრა

Radiotavisupleba.ge 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის კულუარებში გაიმართა სამმხრივი შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის. როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური იტყობინება, შეხვედრაზე განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი, ასევე რეგიონულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ბლოკადის მოხსნა და ორ ქვეყანას შორის დელიმიტაციის განხორციელება პრაღაში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. „პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა დაადასტურა... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე: განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მყარი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება

News.ge 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა, რასაც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთო ხედვას ძლიერი ევროპისთვის და გადამწყვეტი მოქმედებების განხორციელების საჭიროებას. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან ოლაფ შოლცთან. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მყარი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება. Читать дальше...

მაია სანდუ: რუსული პროპაგანდის გამო მოლდოვაში არ არის კონსენსუსი ნატოში გაწევრიანების თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს თქმით, ნატოში მისი ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე დისკუსია ამჟამად უპერსპექტივოა ხანგრძლივი რუსული პროპაგანდის გამო, რომელმაც ძირი გამოუთხარა ამ პოლიტიკური ნაბიჯის საზოგადოებრივ მხარდაჭერას. „როცა ვხედავთ, რას აკეთებს რუსეთი, ცხადი ხდება, რომ ნეიტრალიტეტი ჩვენ ვერ გვიცავს. მაგრამ ჯერჯერობით ამის შესაცვლელად არ მოიპოვება საზოგადოებრივი მხარდაჭერა... ასეთი შესაძლებლობა არ არის დისკუსიის თემა მოლდოვაში,“ მოჰყავს სანდუს სიტყვები „ევროპეისკაია პრავდას“. სანდუ აღიარებს... Читать дальше...

Новости России
Москва

Улан-Удэнский ЛВРЗ подвел производственные итоги первого квартала 2024 года


აშშ-მა ოფიციალურად დაადგინა, რომ რუსეთმა ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინაშე - კამალა ჰარისი

Radiotavisupleba.ge 

ბაიდენის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაასკვნა, რომ რუსეთმა ჩაიდინა დანაშაულები კაცობრიობის წინაშე, უკრაინაში მისი თითქმის ერთწლიანი ომის პერიოდში. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა. „უკრაინაში რუსეთის ქმედებების საქმეზე, ჩვენ გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები, ვიცით სამართლებრივი სტანდარტები და ეჭვგარეშეა: ეს არის დანაშაულები კაცობრიობის წინაშე“, - თქვა ჰარისმა სიტყვით გამოსვლისას 18 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. „და მე ვეუბნები ყველას, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაულები... Читать дальше...

ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა და საქართველოში მიიწვია

Radiotavisupleba.ge 

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა შოლცს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. „მიმდინარე წელს, მარტში, ბერლინის მსოფლიო ტურისტული ფესტივალის - „აი-თი-ბი ბერლინის“ მასპინძელი ქვეყანა საქართველოა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ფესტივალი არა მხოლოდ შესანიშნავი საშუალებაა ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად და მეტი ვიზიტორის მოსაზიდად... Читать дальше...

ჩრდილოეთმა კორეამ შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვის მიმართულებით

Radiotavisupleba.ge 

ჩრდილოეთმა კორეამ შაბათს შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვის მიმართულებით. ეს მოხდა ერთ დღეში მას მერე, რაც ფხენიანმა განაცხადა, რომ „მტკიცე პასუხს“ გასცემს აშშ-ისა და სამხრეთ კორეის დაგეგმილ სამხედრო სწავლებას. რაკეტის გაშვებაზე CNN-ი და Reuters-ი იუწყებიან. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ განაცხადა, რომ რაკეტა წყალში ჩავარდა იაპონიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, კუნძულ ჰოკაიდოს დასავლეთით. იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, რაკეტა 60 წუთს იყო ჰაერში.... Читать дальше...

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ქალაქ ხმელნიცკიში მინიმუმ ორი სამოქალაქო პირი დაიჭრა

Radiotavisupleba.ge 

მინიმუმ ორი სამოქალაქო პირი დაიჭრა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის შუშები ჩაიმსხვრა დასავლეთ უკრაინის ქალაქ ხმელნიცკიში, მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს რუსეთმა სარაკეტო იერიში განახორციელა, განაცხადეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ „კალიბრის“ ტიპის ოთხი რაკეტიდან ორი ჩამოაგდო. რაკეტები რუსეთმა შავი ზღვიდან გაისროლა. ხმელნიცკის მერის, ოლექსანდრ სიმჩიშინის თქმით, კიევიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ამ ქალაქში ორი რაკეტა ჩამოვარდა. Читать дальше...

„გადამწყვეტი როლი შეასრულა“ - „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

Radiotavisupleba.ge 

„ბიძინა ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში“, - ასე ულოცავს ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს მისივე დაფუძნებული პარტია „ქართული ოცნება“. საქართველოს უმდიდრესი კაცი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი 18 თებერვალს 67 წლის გახდა. „ბიძინა ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როდესაც 2012 წელს სათავეში ჩაუდგა მჩაგვრელი რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლებისთვის ბრძოლას და საბოლოოდ, ეს ბრძოლა მისი, ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდა“... Читать дальше...

მაკრონი: როგორ დავიჯეროთ, რომ კავკასიის გამოწვევებს გადაჭრის ნეოკოლონიური რუსეთი?

Radiotavisupleba.ge 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სომხეთს მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა.  „როგორ დავიჯეროთ, რომ კავკასიის გამოწვევები შეიძლება გადალახოს ნეოკოლონიურმა რუსეთმა, რომელზეც ახლახან ვისაუბრე?“, - თქვა მაკრონმა, რომელმაც ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომზე ილაპარაკა. მაკრონის სიტყვებით, საფრანგეთი „გააგრძელებს სომხეთის გვერდით დგომას და მოქმედებას“. იმავე დღეს მიუნხენში გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრა. გავრცელებული ინფორმაციით... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Кто отец Дианы Джокович?






Частота страховых случаев по ОСАГО для такси в 6,6 раза выше, чем по полисам на другие легковые машины – ЦБ РФ

Танцы, демонстрации и мини-футбол. Как Москва отпразднует Первомай

Стон отчаяния. Мать убитого байкера не видела, как закрывают гроб с сыном

2 тыс родителей выпускников с ОВЗ посетили собрание по инклюзивному образованию