Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

Новости за 07.02.2023

BBC: უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი თანამდებობაზე რჩება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი თავის თანამდებობაზე რჩება მას შემდეგ, რაც „მოახერხა შეხვედრა“ ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, იტყობინება BBC კიევში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. მანამდე უკრაინის ვერხოვნა რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა რეზნიკოვის გადადგომის როგორც უკვე გადაწყვეტილი საკითხის შესახებ. ამავე დროს არახამიამ გამოაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნება უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი. Читать дальше...

ლატვიაში ხანძარმა დიდი ზიანი მიაყენა დრონების ქარხანას

Radiotavisupleba.ge 

ლატვიის ქალაქ მარუპეში, უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანა Edge Autonomy-ში, რომელიც რიგის მახლობლად მდებარეობს, ხანძარი გაჩნდა. საწარმო დრონებს უშვებს უკრაინისა და ნატოს წევრი ქვენებისთვის. აალების მიზეზებს არ იტყობინებიან. როგორც თვითმხილველებმა უთხრეს გამოცემა Delfi-ს, აალება აფეთქების შემდეგ მოხდა. ქარხნის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ ხანძარმა დიდი ზარალი გამოიწვია, მაგრამ ზუსტი მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია. პოლიციის თანახმად, მოსახლეობას საფრთხე არ შეჰქმნია. კომპანია Edge Autonomy 2009 წელს დაარსდა. Читать дальше...

დიდთოვლობის გამო ცხინვალის რეგიონის სოფლების ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მაღალმთიანი სოფლების ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა ჯავის და კვაისას რაიონებში. დიდთოვლობის გამო, ზნაურის რაიონის ზოგიერთი სოფლის გზებზე მოძრაობა შეწყვეტილია, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ს რაიონის გამგეობის საბინაო და კომუნალური მომსახურების განყოფილების უფროსმა ვილიამ ცხოვრებოვმა განუცხადა. მისი თქმით, თოვლის გამო სატრანსპორტო კავშირები შეწყვეტილია სოფლებთან: ყორნისთან, წორბისთან, ბალთასთან და ნაგუთნისთან. „ამ დასახლებებში, ორ დღეში დიდი თოვლი მოვიდა. Читать дальше...

თურქეთის საელჩოს განცხადება

News.ge 

თურქეთის საელჩოს განცხადება სოციალური ქსელით ვრცელდება, რომელსაც News.ge უცვლელად გთავაზობთ: თურქეთში 2023 წლის 6 თებერვალს კაჰრამანმარაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად, ჩვენი საელჩოს კოორდინაციით მოხდება საჭირო ნივთების შეგროვება და მათი თურქეთში ტრანსპორტირება. მოთხოვნადი ნივთების ჩამონათვალი ქვემოთაა მოცემული. საელჩო მოხარული იქნება, თუ შემოწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი, ღია პაკეტში მოთავსებული. – ქურთუკი-პალტო – ...

თურქეთში სტიქიით დაზარალებულებისთვის საელჩო თბილისში ნივთების შეგროვებას გეგმავს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებით, კაჰრამანმარაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად, საელჩოს კოორდინაციით, შეგროვდება საჭირო ნივთები და თურქეთში მათი ტრანსპორტირება მოხდება. საელჩო საჭირო ნივთების ჩამონათვალს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „მოხარული იქნება, თუ შემოწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი, ღია პაკეტში მოთავსებული". ქურთუკი-პალტო საწვიმარი ჯემპრი ხელთათმანი შარფი - კაშნე ბერეტი წინდა საბანი საძილე ტომარა საკვები... Читать дальше...

სააკაშვილის სამკურნალოდ (არ)გაშვების გეოპოლიტიკა, "გლობალური ომის პარტია" და გზა სტრასბურგისკენ

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოს უარის შემდეგ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერები საზღვარგარეთ სამკურნალოდ მისი გადაყვანის ახალ, სწრაფ გზებს ეძებენ. ვითარებიდან საიმედო პოლიტიკური და სამართლებრივი გამოსავალი მათ საქართველოს ფარგლებში თითქმის აღარ ეგულებათ.

რატომ იზრდება ფასები? პრემიერი „გონივრულ მარჟებს“ ითხოვს 

Radiotavisupleba.ge 

„კატეგორიულად მიუღებელია“, - ასე შეაფასა სასურსათო ფასები პრემიერ-მინისტრმა და განაცხადა, რომ საკითხს გადახედავს. ფასები საქართველოში ბოლო წლებია განუხრელად იზრდება. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ პროცესს განცხადებები კი არა, ჯანსაღი ეკონომიკა და ისეთი ბაზარი სჭირდება, რომელსაც კლანები არ გააკონტროლებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფასების ზრდას სურსათის იმპორტიორების და კერძო ბიზნესის პასუხისმგებლობად განიხილავს. ბოლო მთავრობის სხდომაზე, 6 თებერვალს მან თქვა, რომ შეისწავლა და აღმოაჩინა - ხალხამდე პროდუქტები 100%-იანი ფასნამატით მიდის... Читать дальше...

ავარიული კორპუსების ახლით ჩანაცვლების წესი შეიცვალა - რას ნიშნავს ეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ლიბანის ქუჩის ბოლოს ერთი ნახევრად გამოშიგნული კორპუსი დგას. ადგილობრივები “ტიტანიკს” ეძახიან.  ავჭალის “ტიტანიკი” წლებია გრუნტის წყლებში “იძირება”. ვისაც წასასვლელი აქვს, მას ტოვებს და უფრო უსაფრთხო ადგილას გადადის საცხოვრებლად. შენობის მესამედი გაუკაცრიელებულია - კარ-ფანჯრები ჩამოხსნილია და ავეჯი გაზიდული. შენობის ცოცხალ ნაწილში ადამიანები ჩვეულებრივ აგრძელებენ ცხოვრებას და იმ დღეს ელოდებიან, როცა მერია ამ კორპუსს დაანგრევს და მათ სხვა ადგილას შესთავაზებს საცხოვრებლად გადასვლას.  “ოცდარვა... Читать дальше...



საელჩოში შევიდა შეტყობინება, რომ ნანგრევებში შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე იყოს მოყოლილი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთში, საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება, რომ სტიქიის ზონაში ნანგრევებში შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე იყოს მოყოლილი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საელჩომ ინფორმაცია და მოქალაქის მონაცემები თურქეთის შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ მიაწოდა. თურქეთის მხარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რასაც ართულებს დანგრეული შენობის დიდი მოცულობა. „საელჩო მუდმივ რეჟიმში ხაზზეა თურქეთის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან... Читать дальше...

ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

News.ge 

წარმოიდგინეთ, ასეთი ადამიანი [ნონა წოწორია], რომელიც ქართველ ხალხს უწოდებს ბრბოს, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე იყო, ის გააგზავნა „ნაცმოძრაობამ“, ადეიშვილმა, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში. „რა ღირებულებები ჰქონდა ამ ხალხს და რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ ზოგადად ...

გადატვირთვა უკრაინის ძალოვან ვექტორში

Radiotavisupleba.ge 

7 თებერვალს უკრაინის ვერხოვნა რადამ უსწრაფესად დაამტკიცა შინაგან საქმეთა მინისტრისა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსად შერჩეული კანდიდატები - იგორ კლიმენკო და გენერალი ვასილ მალიუკი.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირაკლი კობახიძეს მუქარაში ადანაშაულებს

Radiotavisupleba.ge 

შეწყალების საკითხზე „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის კომენტარს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. როგორც ის აღნიშნავს, დაუშვებელია, პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირონიულად ციტირებს კობახიძის სიტყვებს, რომელიც მან საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებისას წარმოთქვა.  „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურს გამოეხმაუროს პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის... Читать дальше...

ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

News.ge 

სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გუშინდელი გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა, – ამის შესახებ “მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. ნიკა გვარამიას თქმით, ყველაფერი ჩვენს ხელშია და არავითარი უფლება არ გვაქვს, რომ ხელები ჩამოვუშვათ! „სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, რომლითაც საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა, კარგად დაგვანახა ის ორი ...

ენმ-ის ახალ პოლიტსაბჭოს კობა ნაყოფიაც ტოვებს

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, პარლამენტარი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ პარტიის ახლადდაკომპლექტებულ პოლიტიკურ საბჭოს ისიც დატოვებს. 30 იანვარს, შიდაპარტიულ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ, ნაყოფიამ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მოგვიანებით, 5 თებერვალს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმართა ყრილობა, სადაც ახალი პოლიტსაბჭოს ნაწილი აირჩიეს. ახალ პოლიტსაბჭოში არ შეიყვანეს არჩევნებში დამარცხებული ნიკა მელია და მისი მხარდამჭერების ნაწილი. ნაყოფია... Читать дальше...

ლატვიაში ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული ავტომანქანები შეიძლება უკრაინას გადასცენ

Radiotavisupleba.ge 

ლატვიის ფინანსთა მინისტრი არვილს აშერადენსი გამოვიდა წინადადებით, შესწორებები შევიდეს კანონში და გაიცეს ნებართვა, უკრაინას უსასყიდლოდ გადაეცეს იმ პირების ავტომანქანები, რომლებსაც ისინი ჩამოერთვა ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის გენერალურმა დირექტორმა იევა იუნზემემ. ლატვიაში მთვრალი მძღოლებისგან კონფისკებულ ავტომანქანებს სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის მიერ მოწყობილ აუქციონებზე ყიდიან საკმაოდ დაბალ ფასებში. ამის გამო ადგილობრივ... Читать дальше...

თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

News.ge 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტი შედეგს ვერ მოიტანს. წულუკიანის თქმით, პროტესტისთვის საჭიროა ხალხის მხარდაჭერა, რაც ოპოზიციას არ გააჩნია. „ბევრი ბოიკოტი, ბევრი პროტესტი გვინახავს, მათ შორის, საპარლამენტო მიმართულებით მომდინარე დესტრუქციული ოპოზიციისგან და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ არც ეს ბოიკოტი მოიტანს მათთვის სასიკეთო შედეგს. ქვეყნისთვის კი დასანანია. არ ...

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

News.ge 

გაჩნდა ჩვენ შესახებ – ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სრულიად შეურაცხმყოფელი კითხვა და ეჭვები – ,,ნუთუ საქართველო მიჰყვება თავის გაცხადებულ ორიენტაციას თუ უბრუნდება რუსეთის ორბიტას“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადდა. ამ კონტექსტში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ შეილახა ქვეყნის რეპუტაცია. პრეზიდენტი აცხადებს... Читать дальше...

„ნაციონალური მოძრაობა" თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციებს გეგმავს

Radiotavisupleba.ge 

პარტიის ცენტრალური ოფისიდან მოქალაქეებს მიმართა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა. მისი განცხადებით, „პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობაზე ხელმოწერა ნიშნავს ევროპული პერსპექტივის დასამარებას". ხაბეიშვილის აზრით, სააკაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ივანიშვილმა ყველას გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი". ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ სოციალურ ქსელში კომენტარებით გამოხატული პოზიცია რეალობაში გადაიტანონ. „პროტესტი უნდა იყოს რეალური. ჩვენ უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე. Читать дальше...

„მოსკოვის კაცი“ ყარაბაღში?

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში მცხოვრებმა მილიარდერმა ბიზნესმენმა, რუბენ ვარდანიანმა 2022 წლის შემოდგომაზე მოულოდნელად გადაწყვიტა, დაეთმო რუსეთის მოქალაქეობა და საცხოვრებლად მთიან ყარაბაღში გადასულიყო. ცოტა ხანში მან დე ფაქტო მთავრობის მეთაურის პოსტი დაიკავა.

Новости России
Москва

“Вилла Ливадия” - последние 6 апартаментов в уникальном комплексе у моря


ზურაბიშვილი: ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც არ გაითვალისწინა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარის შუამდგომლობა, განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.  მას მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის. „ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის, რამეთუ ეს მხოლოდ პრეზიდენტის ინდივიდუალური და პერსონალური ნების გამოხატვაა და არა რეჟიმის ახალი მიდგომის ან რეალური დეპოლარიზაციის ნიშანი, რასაც ჩვენგან ითხოვს ევროპა. Читать дальше...

Rheinmetall-ი უკრაინას წელს 20-25 ძველ Leopard 1-ს გაუგზავნის, გაისად - კიდევ 88-ს

Radiotavisupleba.ge 

გერმანული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი Rheinmetall-ი, მისი გენერალური დირექტორის თქმით, წელს შეძლებს უკრაინისთვის 20-25 ტანკი Leopard 1-ისა და მომავალ წელს კიდევ 88 ერთეულის გაგზავნას. როგორც Reuters-ი იტყობინება, Rheinmetall-ის გენერალურმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე. დღესვე გერმანული გამოცემა Spiegel-ი იუწყებოდა, რომ გერმანიის მთავრობის უშიშროების საბჭომ მოიწონა სამრეწველო საწარმოების საწყობებიდან უკრაინისთვის 178 Leopard 1-ის გადაცემა. Читать дальше...

აშშ-ის სენატორებმა ფეისბუკს მოსთხოვეს ინფორმაცია რუსი დეველოპერებისთვის პირად ინფორმაციაზე წვდომის მიცემაზე

Radiotavisupleba.ge 

ორმა ამერიკელმა სენატორმა Facebook-ის დამაარსებელს, მარკ ზაკერბერგს, გაუგზავნა წერილი შეკითხვებით იმაზე, თუ რამდენად აქვთ მომხმარებელთა პოტენციურად კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა დეველოპერებს რუსეთში. სოცქსელის თანამშრომლებმა იციან, რომ მონაცემები შეიძლება ჯაშუშობისთვის იქნეს გამოყენებული, ნათქვამია სენატორების მიმართვაში. დემოკრატ მარკ უორენისა და რესპუბლიკელ მარკ რუბიოს მიერ ხელმოწერილი წერილიდან ციტატები მოჰყავთ მათ ოფისებს. წერილში ლაპარაკია 2018 წლის მოვლენებზე. მაშინ სოციალურმა ქსელმა განაცხადა... Читать дальше...

მთავრობის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რამდენიმე სხვა პარტიასთან და მოქალაქეებთან ერთად აპროტესტებენ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ლევან ხაბეიშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „პუტინის მსახურებმა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა, კარგად უნდა იცოდნენ, რომ ძალიან მძიმე დღეები ელოდებათ წინ. პროტესტი იქნება ყველგან... Читать дальше...

აშშ-ის პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა: რას უნდა ველოდეთ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 7 თებერვალს ქვეყნის მდგომარეობის შესახებ (State of the Union) ყოველწლიური გამოსვლით მიმართავს კონგრესის ორივე პალატას. ეს სიტყვა 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის არაოფიციალურ დასაწყისად მოიაზრება.

საელჩო: თურქეთში 6 მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, მიწისძვრის შემდეგ დაკარგული 6 მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება. უწყების ცნობით, საელჩოს მიმართა ასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ. მათ შორის, განსაკუთრებით რთული იყო 20-მდე მოქალაქის შემთხვევა, მათგან, 14 მოქალაქის ადგილსამყოფელი, ამ ეტაპზე, დადგენილია. მათთან კომუნიკაცია შედგა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საელჩო აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზებისა და აეროპორტების დაზიანების გამო, შეფერხებულია გადაადგილება... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублёв победил Давидович-Фокину в 3-м круге «Мастерса» в Мадриде, отыгравшись с 0:5 на тай-брейке






Эстафета поколений и победителей. В Ульяновске отметили юбилейный праздник спорта

Актер Бурак Озчивит приехал в Москву на съемки

Когда в 2024 году Страстная неделя, церковные и народные традиции на этот период

В Москве появились новые электровелосипеды улучшенной модели 2.0