Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

ნავალნის გუნდმა ევროპაში აღმოაჩინა იმ რუსი პოლიტიკოსების ვილები, რომლებიც ნატოს აკრიტიკებენ და პუტინს აქებენ

0
ნავალნის გუნდმა ევროპაში აღმოაჩინა იმ რუსი პოლიტიკოსების ვილები, რომლებიც ნატოს აკრიტიკებენ და პუტინს აქებენ

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა გამოძიება იმის თაობაზე, თუ ევროპის რომელიც ქვეყნებში დადიან მივლინებებში და სად ფლობენ უძრავ ქონებას რუსეთის მმართველი პარტია "ედინაია როსიას" დეპუტატები, რომლებიც საჯარო გამოსვლებში აკრიტიკებენ ნატოს და აქებენ პრეზიდენტ პუტინს. 

მათ შორის არის რუსეთის მმართველი პარტიის დეპუტატი სახელმწიფო სათათბიროში, ოლეგ მოროზოვი, რომელმაც ახლახან რუსეთის ხელისუფლებას შესთავაზა „არასასურველი პირის“ სტატუსის მიანიჭოს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან. გარდა ამისა თავის საჯარო გამოსვლებში იგი რუსეთის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს ნატოს, ხოლო მონტენეგროს ეკონომიკას განადგურებას უწინასწარმეტყველებს. 

გამომძიებლების თქმით, სწორედ ამ მონტენეგროში არის მოროზოვის დის, ოლგა ნასიბულინასთვის განკუთვნილი ვილა. 300 ათასი ევროს ღირებულების 320 კვადრატული მეტრის ფართობის სახლი იყიდა, მისმა დამ 2015 წელს. თუმცა, როგორც გამოძიებაშია აღნიშნული მას ამხელა თანხა არ მოეპოვებოდა.

გამოძიებაში ასევეა ნახსენები კიდევ ერთი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი „ედინაია რუსეთიდან“ ოლეგ მატვეიჩევი. იგი ნატოს უწოდებს "სიმსივნურ წარმონაქმნს“ პლანეტის სხეულზე, ხოლო რუსები, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, „იუდებს“.

ამავე დროს, როგორც ნავალნის გუნდმა გაარკვია, მატვეიჩევმა თავისი ქალიშვილი ლიდია, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაათხოვა. ახლა ის ჟენევაში ცხოვრობს და მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც ეთიკის საკითხებს სწავლობს.

თავად დეპუტატი მატვეიჩევი ბოლო დრომდე მოგზაურობდა ევროპის ქვეყნებში, კერძოდ, სტუმრობდა შვეიცარიას, იტალიასა და პოლონეთს.

მართველი "ედიანაია როსიას" ექსპერტთა საბჭოს კოორდინატორი, პოლიტოლოგი კონსტანტინე კოსტინი, სახელმწიფოსგან გრანტებს ღებულობდა, იგონებდა კომრომატებს, დაკავებული იყო „ბოტებით“, მმართველ პარტიას არჩენების დრო ეხმარებოდა და აქებდა ვალიდიმირ პუტინს.

"ეს ის კოსტინია, რომელმაც მოიფიქრა ყალბი დონორების სქემა. ესაა სქემა, როდესაც რომელიმე პირი ალექსეი ნავალნის შესწირავს 50 ათას რუბლს, შემდეგ კი განაცხადებს, რომ იმედგაცრუებულია ამით და მიდის შესაბამის ორგანოში განცხადების დასაწერად. ასე იქნა შეთითხნილი ის საქმე, რომლის გამოც ალექსეიმ ცხრა წლიანი ციხე მიიღო“, - აღნიშნავს ალექსეი ნავალნის გუნდი.

როგორც გამომძიებლები ამტკიცებენ, კონსტანტინე კოსტინი სავარაუდოდ ფლობს სახლს იტალიურ ტოსკანაში და 2 ჰექტარ ფართობს, რომლის ცენტრში მდებარეობს ორსართულიანი 12 ოთახიანი ვილა. იგი შეძენილ იქნა 2014 წლის თებერვალში და დარეგისტრირდა მისი ცოლის, ოლგა კოსტინას სახელზე.

ალექსეი ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ მათ იურიდიული დოკუმენტები გაუგზავნეს იტალიის, შვეიცარიისა და მონტენეგროს ხელისუფლებებს და მოითხოვენ, რომ მოროზოვი, მატვეიჩევი და კოსტინი ჩართონ სანქცირებულ პირთა ყველა იმ სიაში, როლებშიც ისინი ჯერჯერობით არ იმყოფებიან.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

WTA огорчила Елену Рыбакину после турнира в Мадриде






СМИ: Власти хотят уничтожить Эстонскую Православную церковь

Александр Лукашенко рассказал коллегам по ЕАЭС о неудачах и задачах Союза

Фашизм не пройдет!

Появились кадры с возвращающимся в Россию генералом Суровикиным