Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირაკლი კობახიძეს მუქარაში ადანაშაულებს

0
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირაკლი კობახიძეს მუქარაში ადანაშაულებს

შეწყალების საკითხზე „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის კომენტარს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. როგორც ის აღნიშნავს, დაუშვებელია, პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირონიულად ციტირებს კობახიძის სიტყვებს, რომელიც მან საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებისას წარმოთქვა. 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურს გამოეხმაუროს პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბატონ ირაკლი კობახიძის პრეზიდენტის დისკრეციულ უფლების შესახებ განცხადებას.

მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ „სიის მესამე ნომერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუსელდორფის სამართლის მაგისტრმა, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ყოფილმა) ვიცე-პრეზიდენტმა, აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ", ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ  დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!" - ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში. 

ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ შეკითხვას უპასუხა, რომ ეს იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. „საზოგადოებას, მე დარწმუნებული ვარ, ექნება უმძიმესი რეაქცია ასეთ აქტზე, მეც მექნებოდა და მექნება ბუნებრივია, ძალიან მძიმე რეაქცია ასეთ რამეზე. რომ მოხდეს ასეთი რამ თეორიულად, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც არ გაითვალისწინა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარის შუამდგომლობა, განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მას მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის. 

6 თებერვალს, საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ, მან მაშინვე გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублёв в трёх сетах обыграл Маркоса Гирона и вышел в третий круг «Мастерса» в Риме






В Москве таксист выстрелил в генерал-майора, сделавшего ему замечание за опоздание

Московская криптобиржа Beribit собирается возвращать клиентам средства частично в ЦФА

Москвичи выбирают Азию: турпоток во Вьетнам и Китай на майские праздники вырос на треть

Свыше 14 млн поездок совершили пассажиры в автобусах Подмосковья с начала мая