Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

Rheinmetall-ი უკრაინას წელს 20-25 ძველ Leopard 1-ს გაუგზავნის, გაისად - კიდევ 88-ს

0
Rheinmetall-ი უკრაინას წელს 20-25 ძველ Leopard 1-ს გაუგზავნის, გაისად - კიდევ 88-ს

გერმანული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი Rheinmetall-ი, მისი გენერალური დირექტორის თქმით, წელს შეძლებს უკრაინისთვის 20-25 ტანკი Leopard 1-ისა და მომავალ წელს კიდევ 88 ერთეულის გაგზავნას.

როგორც Reuters-ი იტყობინება, Rheinmetall-ის გენერალურმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

დღესვე გერმანული გამოცემა Spiegel-ი იუწყებოდა, რომ გერმანიის მთავრობის უშიშროების საბჭომ მოიწონა სამრეწველო საწარმოების საწყობებიდან უკრაინისთვის 178 Leopard 1-ის გადაცემა.

Leopard 1 ბუნდესვერის შეიარაღებაში მყოფი ძირითადი ტანკის წინა მოდელია, რომელიც 1980-იანების შუა წლებიდან აღარ იწარმოება. მან ადგილი დაუთმო უფრო თანამედროვე Leopard 2-ს. მაგრამ Leopard 1 კვლავაც არის მრავალი ქვეყნის შეიარაღებაში და მას გამუდმებით უტარებენ მოდერნიზაციას. 88 ტანკი, რაც შეიძლება მიიღოს უკრაინამ, მთლიანობაში 100 მილიონ ევროზე მეტი ღირს.

იანვარში გერმანიის მთავრობამ ხანგრძლივი ორჭოფობის შემდეგ გადაწყვიტა, უკრაინას გადასცეს 14 ტანკი Leopard 2, რომელიც უფრო თანამედროვე მოდელია. ასევე გერმანიამ სხვა ქვეყნებსაც მისცა უკრაინაში Leopard 2-ების რეექსპორტის უფლება.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 2 თებერვალს, სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს მოეპოვება პასუხი უკრაინისთვის მიწოდებულ დასავლურ ტანკებზე, მათ შორის გერმანულ Leopard-ებზე.

აშშ-მა გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს 31 ერთეულ ძირითად ტანკ Abrams-ს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Карен Хачанов

Теннисист Хачанов вышел в третий круг "Мастерса" в Риме






За месяц в Туле подешевели квартиры на вторичном рынке

Движение на «салатовой» ветке метро Москвы восстановили после сбоя

Долг компаний ЖКХ перед «Мосэнергосбытом» за электричество составил 4,6 млрд руб

Суд поддержал подмосковное УФАС в вопросе включения ООО «Строй-Маркет» в РНП