Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

0

წარმოიდგინეთ, ასეთი ადამიანი [ნონა წოწორია], რომელიც ქართველ ხალხს უწოდებს ბრბოს, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე იყო, ის გააგზავნა „ნაცმოძრაობამ“, ადეიშვილმა, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში.

„რა ღირებულებები ჰქონდა ამ ხალხს და რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ ზოგადად გადაწყვეტილებების მიღების დროს, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი სირცხვილია ის, რომ ჩვენი არა, მაგრამ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო ის ამ სასამართლოში. რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში.

მეორე სირცხვილია, ის, რომ ნონა წოწორია ახლა მოლდოვაში, მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობს. ეს მეორე პრობლემაა. როდესაც ნონა წოწორია, ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე მოსამართლეებს არჩევს მოლდოვაში. ეს არის მოლდოვისთვის ძალიან სერიოზული პრობლემა. ეს პრობლემები ჩვენ 9 წლის განმავლობაში გამოვიარეთ. სამწუხაროდ, ეს პრობლემა დღეს მოლდოვას უდგას. ძალიან კარგად გვახსოვს ე.წ. შეფასების პროცესი როგორ დასრულდა სასამართლოს წმენდით და შემდეგ სრული კონტროლის მოპოვებით სასამართლოზე სააკაშვილისა და ადეიშვილის მხრიდან და დღეს, წოწორია ასეთივე პროცესში არის ჩართული, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან მძიმეა ჩვენი მეგობარი მოლდოველი ხალხისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.

ნონა წოწორიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა: „ნამდვილად დამნაშავეა მესამე პრეზიდენტი, რომ ადამიანების რაღაც ჯგუფს ბრბოსგან სახელმწიფოს შექმნის იდეა დაგვაჯერა“.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублёв в трёх сетах обыграл Маркоса Гирона и вышел в третий круг «Мастерса» в Риме






Актриса Равшана Куркова показала кадры с дочкой от мужчины, которого скрывает

«Достоверно известно»: кардиолог Бокерия назвал лучший способ оздоровления

Стали известны составы "Балтики" и "Спартака" на матч Кубка России

В Москве задержали блогера, оскорблявшего участников СВО во время стрима