Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

დიდთოვლობის გამო ცხინვალის რეგიონის სოფლების ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

0
დიდთოვლობის გამო ცხინვალის რეგიონის სოფლების ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მაღალმთიანი სოფლების ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა ჯავის და კვაისას რაიონებში. დიდთოვლობის გამო, ზნაურის რაიონის ზოგიერთი სოფლის გზებზე მოძრაობა შეწყვეტილია, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ს რაიონის გამგეობის საბინაო და კომუნალური მომსახურების განყოფილების უფროსმა ვილიამ ცხოვრებოვმა განუცხადა. მისი თქმით, თოვლის გამო სატრანსპორტო კავშირები შეწყვეტილია სოფლებთან: ყორნისთან, წორბისთან, ბალთასთან და ნაგუთნისთან.

„ამ დასახლებებში, ორ დღეში დიდი თოვლი მოვიდა. ამჟამად კომუნალურმა სამსახურებმა სოფელ ბალთასკენ მიმავალი გზა უკვე გაასუფთავეს, - განაცხადა ცხოვრებოვმა, - სხვა სოფლებშიც თოვლსაწმენდი ტექნიკა გაიგზავნება და გზები უახლოეს მომავალში გაიწმინდება“.

დიდთოვლობაა ჯავის რაიონშიც, სადაც მაღალმთიან სოფლებთან სატრანსპორტო მიმოსვლა ასევე შეწყვეტილია. როგორც კვაისას გამგებელმა ალან ხუგაევმა სააგენტო „რეს"-ს განუცხადა, დიდთოვლობის გამო კუდარის ხეობის ზოგიერთ სოფელში საგზაო კომუნიკაცია შეწყდა.

„თვითონ კვაისაში დაახლოებით 35 სმ თოვლი მოვიდა, მაგრამ კუდარის ხეობის სოფლებში თოვლის სიმაღლე 40-50 სმ-ს აღწევს, რის გამოც ბევრ დასახლებულ პუნქტში მანქანების მოძრაობა შეწყვეტილია. დღეს გავწმინდეთ რამდენიმე სოფლის გზა, დანარჩენი დასახლებებისკენ კი ხვალიდან დავიწყებთ სამუშაოებს“, - განაცხადა ხუგაევმა. მისი თქმით, გარესამყაროს მოწყვეტილია სოფლები კოზი და საჯილზაზი.

მეორე დღეა ასევე დაკეტილია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალი. დიდთოვლობის გამო, როკის გვირაბისკენ გამგზავრება ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია. ოკუპირებულ ცხინვალში ჯერ ვერ ამბობენ, როდის გაიხსნება ტრანსკავკასიური მაგისტრალი.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Павлюченкова не смогла выйти в третий круг турнира WTA 1000 в Риме






Минимализм и правильное освещение: дизайнер дала советы по оформлению кухни в хрущевке

День просидели в аэропорту: в Сочи задержали вылет в Стамбул на 14 часов

Почти 5 тыс. кв. м общественной территории освободили от самостроя в ЦАО с начала года

Релокация в Гонконг: преодоление сложностей, требований и бюрократии