უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 სარაკეტო და 45 საავიაციო დარტყმა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში. დაიღუპა 3 და მძიმედ დაიჭრა 3 ადამიანი. გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ განახორციელა 67 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ხერსონის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ სრული კონტროლის დამყარებას დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე და ამ მიზნით, ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვთ შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით, სადაც აქტიურად იყენებენ ავიაციასაც.
უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 2, დონეცკის ოლქის 16 და ზაპოროჟიეს ოლქის 1 დასახლებული პუნქტის რაიონში.
გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 21 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 3 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 3 რაიონი, მართვის 2 პუნქტი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების 3 პოზიცია და საბრძოლო მასალების 2 საწყობი.
Зомби-экшен Zombiehood позволяет погрузиться в эпоху 90-х
Bungie wins a little walkin' around money in first of its kind jury trial against Destiny 2 cheat maker, but the victory will likely make it even easier for game companies to keep taking cheaters to court
Today's Wordle answer for Sunday, May 26
Представлен кооперативный геймплей Warhammer 40,000: Space Marine 2
Эксперт сенсационно раскрыл загадку Мессинга и Жириновского.
Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”
Лидер движения «Всеармянский фронт» Аршак Карапетян 24 мая 2024 года встретился с членами Координационного совета российско-армянских организаций России и политологами
Дипломатическая бизнес-встреча «Россия - Африка» прошла в Белом Особняке Villa Barvikha
Лидер движения «Всеармянский фронт» Аршак Карапетян 24 мая 2024 года встретился с членами Координационного совета российско-армянских организаций России и политологами
Тариф – БОЛЬШОЕ КИНО для съемки Фильма.
Путин: РФ придает большое значение союзническому взаимодействию с Азербайджаном
РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ БЕЗОПАСНОСТЬ И ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «СОЧИ»