Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

მამუკა მდინარაძეს ტელეკომპანია „იმედთან" აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ

0
მამუკა მდინარაძეს ტელეკომპანია „იმედთან

ტელეკომპანია „იმედში" სტუმრობის შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები დახვდნენ შეძახილებით: „რუსი ხარ!" „ივანიშვილის მონა ხარ!"

დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. „ყველგან დავხვდებით, აბსოლუტურად, მდინარაძეებს, კობახიძეებს და სხვებს. გვაგინეს და ვაგინეთ-კიდეც. პასუხს გავცემთ ყველგან. ახლა არ არის მორიდების დრო. ჩვენ არ ვართ დესტრუქციულები. მშვიდობიანად მივედით, როგორც ხალხის „არჩეულ" დეპუტატს დავუდექით და მოგვიქსიეს „ტიტუშკები", - ქვა „TV პირველის" ეთერში აქციის მონაწილემ ნიკა ნარსიამ. მან დაამატა: „ჩვენ ვებრძვით რუსეთს ცარიელი ხელებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ".

ნიკა ნარსიას თქმით, მდინარაძისთვის ტელეკომპანიასთან დახვედრის წინაპირობა იყო „ქართული ოცნების" დღევანდელი განცხადებები რუსეთის შესახებ. „ჩვენ არ მოვითმენთ რუსულ რეჟიმს საქართველოში", - თქვა ნარსიამ.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობს" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" ლიდერებს ყოველდღიურად შეუქმნიან დისკომფორტს.

„დღეის ამას იქით, ამ წუთიდან, „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება", - თქვა ხაბეიშვილმა.

დღეს, 9 თებერვალს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ისევ მეორე ფრონტის გახსნის ინტერესებზე ალაპარაკდა. მისი თქმით, მიუხედავად საქართველოს სამხედრო რესურსისა, რომ "რუსეთს დაუმძიმოს ვითარება", ამას არ გააკეთებენ და "ქვეყანას არავის გაანადგურებინებენ":

"არსებობს მეორე ფრონტის გახსნის კონკრეტული ინტერესი, იმისათვის, რომ რუსეთს დაუმძიმდეს პირველ ფრონტზე მდგომარეობა. ჩვენ გვყავს 25 ათასი კარგად გაწვრთნილი სამხედრო, გვაქვს ასამდე ტანკი, 2 მოიერიშე თვითმფრინავი და ა.შ.

გარკვეული რესურსი, რომ ჩვენ დავუმძიმოთ რუსეთს ვითარება, არსებობს, მაგრამ ეს, საბოლოო ჯამში, საქართველოს განადგურების ხარჯზე მოხდება. ჩვენი ინტერესია, ქვეყანა არავის გავანადგურებინოთ, ამიტომ ბოლომდე გავყვებით ამ ინტერესს".

კობახიძემ, ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ორი კვირის მოცემულობით, ფრონტზე უპირატესობა რუსეთს აქვს, რადგან უკრაინას ამ დროის განმავლობაში არცერთი დასახლებული პუნქტი "არ აუღია". ამასთან, მანვე დაამატა, რომ ამ პირობებში იზრდება ზოგიერთი ძალის ინტერესი, "საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში".

"ამის უკან ვიღაცისთვის რაღაც ობიექტური ინტერესი შეიძლება, არსებობდეს", თქვა მან. ჟურნალისტის კითხვაზე, "ვის აქვს ეს ინტერესი?" - კობახიძე არ აკონკრეტებს კონკრეტულ ქვეყნებს და ამბობს: "დავარქვათ გლობალური ომის პარტია. ვიცით ჩვენ ამის უკან ვინ და რა იგულისხმება, მაგრამ ამას ბოლომდე არ დავარქმევთ სახელს. გლობალური ომის პარტიას ვამბობთ, რათა არ დავუპირისპირდეთ კონკრეტულ სახელმწიფოს".




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Хачанов победил Шевченко во втором круге турнира ATP в Риме






Метровая змея заползла в офисное здание в центре Москвы

Каменские поисковики ищут родственников солдат и командиров, умерших от ран в местном госпитале в фронтовые годы

Две пары из Подмосковья сыграли свадьбу на выставке «Россия»

14-летний зацепер, получивший удар током в Подмосковье, находится в коме