Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

საქართველოს ელჩის ცნობით, თურქეთში საქართველოს ერთი მოქალაქის ძებნა გრძელდება

0

თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს ერთი მოქალაქის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ელჩის თქმით, რომელიც თუქრეთში, მიწისძვრის რეგიონში ჩავიდა, ჯერჯერობით მისი გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურებული არ არის და ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

"დადასტურდა საქართველოს ხუთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. სამი საქართველოში უკვე გადასვენებულია. დანარჩენზე ჩვენ, საელჩო-საკონსულო სამსახური ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, მათი გადასვენებაც მოხდება საქართველოში. ჩვენ გვაქვს ერთი პრობლემური საკითხი, რომელიც ეხება ერთ მოქალაქეს, მისი გარდაცვალება ჯერ ბოლომდე არ არის დადასტურებული, მაგრამ იმ ადგილზე, ლოკაციაზე ჰათაის გუბერნიაში მიდის სამუშაოები", - განაცხადა ელჩმა, რომელიც, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვდა ქალაქ ადიამანის გუბერნატორს.

ცნობით, მაჰმუთ ჩუჰადარმა მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისთვის, აღნიშნა ქართველი მაშველების განსაკუთრებული წვლილი და თავდაუზოგავი შრომა, რის შედეგადაც სამი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

გიორგი ჯანჯღავა შეხვდა საქართველოდან თურქეთში ჩასულ მაშველებს, ასევე იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. ელჩის თანახმად, საქართველოს ათეულობით მოქალაქემ თურქეთის ტერიტორია დატოვა და სამშობლოში გაემგზავრა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამ მძიმე დღეებში დამსაქმებელთა ოჯახებს არ ტოვებენ.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თანახმად, თურქეთსა და სირიაში 6 თებერვლის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 35 ათასს გადააჭარბა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Тарпищев: нельзя Медведева назвать главным претендентом на золото Олимпиады






В Самаре началась проходка тоннеля до станции метро "Театральная"

В 7 корпусах подмосковного ЖК «Прибрежный Парк» начали монтаж инженерных систем

Свыше 600 детей из Химок бесплатно отдохнут в летних лагерях

Парк культуры и отдыха в Жуковском благоустроят в 2024 году