Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

მხატვარი შოთიკო აფციაური ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნახატის დაბრუნებას მოითხოვს

0
მხატვარი შოთიკო აფციაური ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნახატის დაბრუნებას მოითხოვს

თბილისში, ეროვნულ გალერეაში გახსნილი ჯგუფური გამოფენის მონაწილე, მხატვარი შოთიკო აფციაური საკუთარი ნამუშევრის დაბრუნებას მოითხოვს. მან „ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა, რომ მისწერა გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ კურატორს ქეთი შავგულიძეს და კულტურის ცენტრ „ათინათს". აფციაური მათ სწერს, რომ მიმართონ ეროვნულ გალერეას და მომდევნო 24 საათის განმავლობაში მას ნამუშევარი დაუბრუნდეს. მხატვარი აცხადებს, რომ ამ ვადაზე დიდხანს მისი ნამუშევრის იქ ყოფნა მისთვის მიუღებელია.

„ახლახანს გავგზავნე წერილი ქეთი შავგულიძის და ათინათის სახელზე. რათა მიმართონ ეროვნულ გალერეას რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში დაბრუნდეს გამოფენაზე "ავტოპორტრეტი სარკესთან" ჩემი ნამუშევარი ჩემს ხელში რისი წამოღების ორგანიზაციაც თავად შემიძლია მოვახდინო. ეს ნამუშევარი ჩემი შემოქმედებითი საკუთრებაა, გამოფენამდე არ მომიწერია ხელი არც ერთი იურიდიული დოკუმენტისთვის, არ ამიღია ჰონორარი და ჩემი თანამონაწილეობა სრულიად ჩემი კეთილგანწყობის საფუძველზე მოხდა. ამ პოსტს საჯაროდ ვწერ რადგან ვთვლი საკმაოდ საზრიანი ვადაა 24 საათი მიღება ჩაბარების აქტის, და სხვა დოკუმენტების მოსაგვარებლად. ასევე საჯაროდ ვაფიქსირებ რომ ამ ვადაზე დიდხანს ჩემი ნამუშევრის იქ ყოფნა ჩემთვის მიუღებელია.

ასევე ამ პოსტით საჯაროდ ვაფიქსირებ სურვილს ამ განაცხადიდან, ნამუშევრის დაბრუნებასთან დაკავშირებით 24 საათის ვადაში რისი სრული კანონიერი უფლებაც გამაჩნია.

პ.ს. ყველას გთხოვთ ნუ ესვრით ტალახს, გამოფენის მონაწილე მხატვრებს, ეს არასწორია და არაჯანსაღი, ყველა მონაწილე ხელოვანმა ზუსტად იცის რა, როდის და როგორ გააკეთოს და ყველას პოზიციონირების უკან დგას ჯანსაღი აზრი და ქმედება. ყველაზე მეტად საჭირო ამ დროს ერთობაა . სწორედ პოზიციების და აზრთა სხვადასხვაობაშია ხელოვნების სიცოცხლე და დამოუკიდებლობა და სწორხაზოვანი მორალისტური აზროვნებაა, ის რის გამოც ასეთი უმსგავსობები ხდება. ჰეროიზმი ხშირად ყველაზე მარტივი გამოსავალია რომელიც ხშირად "მტრის" წისქვილზე ასხავს წყალს", - წერს შოთიკო აფციაური. 

ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

მომხდარი ფაქტის გამო, იმავე დღეს, საქმის წარმოება დაიწყო ქურდობის მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.

მომხდარ ფაქტს 12 თებერვალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ეროვნული გალერეის დირექტორი, მაცაცო გაბუნია და სანდრო სულაბერიძის გადაწყვეტილებას „ინფანტილური მავნებლობა“ უწოდა.

მისი თქმით, კანონისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა. გამოფენის მსვლელობისას დაიკარგა ნამუშევარი და ამის შესახებ მან თავად განაცხადა პოლიციაში.

11 თებერვალს, გამოფენის, „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილეებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც დაგმეს თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული ორგანიზაციების და ხელოვანების მიმართ "ანტაგონიზმი და რეპრესიები".

11 თებერვალს მსგავსი განცხადება, სადაც დაგმობილი იყო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, გაავრცელა საქართველოს პენცენტრმაც.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Саснович пробилась во второй раунд турнира WTA-1000 в Риме






Застрявшего в вольере волков кота спасли в Московском зоопарке

Спасатель объяснил, была ли у погибших пассажиров возможность эвакуироваться из затонувшего автобуса

Отбор красивых девушек пройдет перед финалом Кубка России по футболу. Объявлены требования и финансовые условия

На москвича взяли крупный кредит под видом покупки его машины