Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

გუშინდელი აფეთქების შემდეგ შსს შავ ზღვაში სპეციალური ბარიერების მოწყობას გეგმავს

0
გუშინდელი აფეთქების შემდეგ შსს შავ ზღვაში სპეციალური ბარიერების მოწყობას გეგმავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ზღვაში მომხდარი აფეთქების შემდეგ უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას გეგმავს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შავ ზღვაში, ტერიტორიულ წყლებში სპეციალური ბარიერები განთავსდება.

უწყების გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია:

სანაპირო დაცვის თანამშრომლები ბათუმისა და ფოთის მიმდებარე აკვატორიისა და ანაკლიიდან სარფამდე სანაპირო ზოლს ეტაპობრივად ამონიტორინგებენ;

იგეგმება ადგილობრივ მეთევზეებთან, სანაოსნო-სატრანსპორტო საქმიანობაში ჩართულ ორგანიზაციებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შინაარსის შეხვედრების გამართვა;

ნავსადგურების კაპიტნებმა და ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ადგილობრივ მოსახლეობას, კომერციული, სატრანსპორტო და სატვირთო გემებისა და თევზსაჭერი სეინერების წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია.

"რეგიონში არსებული ვითარების გამო ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა შავი ზღვის მიმდებარე სხვა სახელმწიფოებშიც... ნებისმიერ შეტყობინებასა თუ ინფორმაციაზე ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს კრიმინალური პოლიცია", - აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ, 13 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე ბათუმში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. "ფეისბუკში" გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანდა, როგორ ფეთქდებოდა წყალში მოტივტივე საგანი, რომელიც საზღვაო ნაღმს ჰგავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის (აფეთქება) პირველი ნაწილით დაიწყო.

უკრაინული მედია პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას ქვეყნის შავი ზღვის სანაპიროზე საზღვაო ნაღმების აფეთქებების შესახებ. მაგალითად, იანვარში, ბულგარეთის საზღვაო ფლოტის სპიკერმა განაცხადა, რომ მყვინთავებმა გაანადგურეს საზღვაო ნაღმი, რომელიც მდებარეობდა ქვეყნის სანაპიროზე. თურქეთის საზღვაო ძალებმა ასევე გამოაცხადეს, რომ აგრძელებენ ბრძოლას შავ ზღვაში ნაღმების საფრთხის წინააღმდეგ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Кто транслирует бой Табило против Джоковича на турнире Rome Masters 1000?






«Наша победа!» Новый поворот в деле сожженного в сарае мальчика

Эквайеры спускаются в подземку // Банкиров привлекают большие обороты по счетам метрополитена

Московское море: каким оно было?

В России подскочили цены на съем квартир