"ოლიგარქის პერსონალური ვენდეტა" - ევროპარლამენტი სააკაშვილზე რეზოლუციას ამზადებს
ევროპალამენტმა კენჭი უნდა უყაროს რეზოლუციას, რომლითაც კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაანთავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მისცეს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება. დოკუმენტის შესწორებაში ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობას “ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პერსონალური ვენდეტა” უწოდეს.