Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

აშშ განიხილავს კონფისცირებული ირანული იარაღის უკრაინისთვის გადაცემას

0
აშშ განიხილავს კონფისცირებული ირანული იარაღის უკრაინისთვის გადაცემას

აშშ-ის გაზეთი Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ის ხელისუფლება განიხილავს უკრაინისთვის ირანული კონტრაბანდული იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემას, რაც აშშ-ის ფლოტმა ჩაიგდო ხელთ იემენის ნაპირებთან.

ირანი არღვევს გაეროს რეზოლუციას და იარაღით ამარაგებს მეამბოხე ჰუთიტებს იემენში.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ამერიკის სამხედრო გემებმა იემენის მახლობლად მდებარე აკვატორიაში ხელში ჩაიგდეს 5 ათასი ავტომატი, 1,6 მილიონი ვაზნა, „მცირე რაოდენობის“ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და დაახლოებით 7000 დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობა, წერს გაზეთი.

ერთი დღით ადრე კი Washington Post-ში დაიბეჭდა მოწოდება, უკრაინას გადაეცეს ირანული იარაღი, რომლის კონფისკაციასაც ახდენენ აშშ-ისა და საფრანგეთის სამხედრო გემები იემენის ნაპირებთან.

„ეს უჩვეულო გადაწყვეტილება გახსნის შეიარაღების ახალ წყაროს, რომელიც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა შეიძლება გამოიყენონ, რათა უზრუნველყონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მოთხოვნილებები,“ წერენ სტატიის ავტორები, აშშ-ის ახალი უსაფრთხოების ცენტრის ექსპერტები - ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ანალიტიკოსი ანდრეა კენდალ-ტეილორი და ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების პროგრამის დირექტორი ჯონათან ლორდი.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Шнайдер вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме, победив Самсонову в российском дерби






Семья Ашихминых, Чмихун представляют Магаданскую область на полуфинале конкурса «Это у нас семейное» во Владивостоке

20 лет без Ленина: выяснилось, зачем стали драпировать Мавзолей во время Парада Победы

В конкурсе «Мисс Суздаль» в честь 1000-летия города победила девушка из Коврова

Названы пять самых сложных женщин по знаку зодиака