Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის აეროპორტში ფრენები სრულდება

0
დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის აეროპორტში ფრენები სრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დიდთოვლობის მიუხედავად არ წყვეტს მუშაობას და სრულდება ყველა დაგეგმილი რეისი. ინფორმაცია და ფოტომასალა რადიო თავისუფლებას აეროპორტის პრესსამსახურიდან მიაწოდოეს.

"დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისი სამსახურები თვითმფრინავის მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს დროულად ახორციელებენ და დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება შეუფერხებლად სრულდება", - აღნიშნავენ აეროპორტში.

აქვე აღნიშნულია, რომ წვიმისა და ძლიერი ქარის გამო ავიაკომპანია Israir Airlines-ის ეარბას A320 ბათუმში ვერ დაჯდა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო.

რადიო თავისუფლებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, რომ დაგეგმილი ხუთი რეისიდან სამი რეისი შესრულდა, ერთი ხვალისთვის გადაიდო, ერთი კი ქუთაისის აეროპორტში დაჯდა. თბილისში, სადაც ქვეყნის ყველაზე დიდი აეროპორტია, თოვლი არ მოსულა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 თებერვლიდან 18 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია სკანდინავიის ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი უმეტესად თოვლის სახით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

"საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა", - აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მოძრაობა თბილისიდან ქუთაისამდე, უხვი ნალექის მიუხედავად, ზამთრის საბურავების გამოყენებით.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Первая ракета мира Джокович получил бутылкой по голове после матча в Риме






Красная горка, или Антипасха: история праздника и его традиции

В Москве конфликт в ТЦ закончился стрельбой

Московские доброхоты-математики о работе в Михайловском: Мы справились!

Арестованы трое мужчин, похитивших двух жителей Москвы