Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

ტოქსიკური ურთიერთობის 5 ნიშანი

0

ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი ჯანსაღი ურთიერთობაა. ალბათ, ხშირად გსმენიათ ტოქსიკური ურთიერთობის შესახებ. ეს ძალიან უარყოფითად მოქმედებს მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამ დროს ადამიანი უბედური და ემოციურად გამოფიტულია, თუმცა ამას, შესაძლოა, ვერც კი აცნობიერებდეს.

პირველი ნიშანი ტოქსიკური ურთიერთობისა არის მხარდაჭერის არ ქონა. როდესაც ადამიანს გულწრფელად უყვარხარ, ის შენს წარმატებას არ აღიქვამს, როგორც გამოწვევას. ტოქსიკური პარტნიორი არასდროს ეცდება თქვენს წახალისებას და არ დაგიჭერთ მხარს საკუთარი თავის განვითარებაში.

სარკაზმი, ცინიზმი, მუდმივი კრიტიკა, თუ ამ ყველაფრის მოსმენა გიწევთ, მაშინ ურთიერთობა მალე უნდა დაასრულოთ. ამ დროს თქვენი პარტნიორი თქვენს დამცირებას ცდილობს.

ზღვარგადასული ეჭვიანობა, მუდმივი კონტროლი და ურთიერთობაში დომინირების სურვილი ტოქსიკური ურთიერთობის უპირობო ნიშანია.

პარტნიორს ყოველთვის ავიწყდება მნიშვნელოვანი მოვლენები. პატივს არ სცემს თქვენს სურვილებს, გატაცებებს, მისწრაფებებს და ცდილობს ჩაახშოს თქვენი ენთუზიაზმი.

მანიპულაცია, ყველაზე მკვეთრად გამოხატული და ნეგატიური ჩვევა, რომელიც ტოქსიკურ ურთიერთობას ახასიათებს. ამ დროს ადამიანი ცდილობს თავისი გავლენის ქვეშ მოგაქციოთ. დაგაჯეროთ, რომ თქვენს ცხოვრებაში მას შეუცვლელი ადგილი უჭირავს, მის გარეშე არაფერი შეგიძლიათ და არავინ ხართ.

ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ ტოქსიკური ურთიერთობის გამოსწორება შესაძლებელია, თუმცა ეს დიდწილად დამოკიდებულია პარტნიორზე, რომელიც ტოქსიკურ გარემოს გიქმნით. გადააფასეთ თქვენი პრიორიტეტები და იზრუნეთ საკუთარ თავზე.

წყარო/ფოტო: Health Line




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублёв в трёх сетах обыграл Маркоса Гирона и вышел в третий круг «Мастерса» в Риме






Заполняемость индустриальных парков Подмосковья достигла 87%

«Угроза нового заморозка»: Позднякова предупредила дачников об ухудшении погоды

Changerella: мониторинг обменников в Telegram для выгодных сделок

Стоматолог Ланцева: хруст в челюсти не опасен в одном случае