Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის იბრძვის, ტრამპს დაუპირისპირდა

0
გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის იბრძვის, ტრამპს დაუპირისპირდა

გაეროში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნიკი ჰეილიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ დადგა დრო, უარი ვთქვათ „მოძველებულ იდეებზე“. ის გამოვიდა ასპარეზზე ახალი თაობის ლიდერების გამოჩენის მოწოდებით.

ჰეილი მხოლოდ მეორე პოლიტიკოსია, რომელიც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობისთვის იბრძვის, რათა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდეს ჯო ბაიდენს. ამან მას საშუალება მისცა, უფრო შესამჩნევი გამხდარიყო, მაგრამ ამავე დროს რისხვა დაიმსახურა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრაპისგან.

სამხრეთ კაროლინის ყოფილმა გუბერნატორმა, 51 წლის ჰეილიმ, სამშაბათს წამოაყენა თავისი კანდიდატურა. მისი ვიდეომიმართვა შეიცავდა შეფარულ თავდასხმას ტრამპზე, რომელსაც აბრალებენ რესპუბლიკელები ნოემბრის შუალედურ არჩევნებში წარუმატებლობას.

„ჩვენ მზად ვართ. მზად ვართ, უარი ვთქვათ მოძველებულ იდეებზე და წარსულის გაუფერულებულ სახელებზე. და ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისთვის, რომ ახალი თაობა მომავლისკენ გაგვიძღვეს,“ მიმართა ჰეილიმ ასობით მხარდამჭერს ქალაქ ჩარლსტონის ისტორიულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე.

ოთხშაბათს ჰეილიმ სამხრეთ კაროლინაში მხარდაჭერა მოიპოვა წამყვანი რესპუბლიკელი პოლიტიკოსისგან, რალფ ნორმანისგან, რომელიც ტრამპის მომხრე იყო ამ უკანასკნელის პრეზიდენტობისას.

„მოვიდა გადატვირთვისა და ახალი თავის დრო ეროვნულ რესპუბლიკურ პოლიტიკაში. ამ ახალი თავის დასაწერად არ არსებობს ჩვენს ყოფილ გუბერნატორზე უკეთესი პიროვნება,“ დაწერა ნორმანმა ტვიტერში.

6-13 თებერვალს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ჰეილის რესპუბლიკური პარტიის რეგისტრირებულ წევრთა მხოლოდ 4% უჭერს მხარს. ყველაზე მეტი მომხრე ჰყავს ტრამპს - 43%, მეორე ადგილზე კი ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისია 31%-ით.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Открытый чемпионат Италии: Новак Джокович получил сильный удар после выхода в третий раунд после Корантена Муте | Теннисные новости






Changerella: мониторинг обменников в Telegram для выгодных сделок

Дептранс рассказал о правилах перевозки животных в каршеринге

Заполняемость индустриальных парков Подмосковья достигла 87%

В Москве плановые отключения горячей воды отложили до 20 мая