Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

გიორგი მარგველაშვილი: სამწუხაროდ, რეალური მგონია, საქართველო რუსეთს შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს

0

„მე, სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, რომ წავიდნენ და იომონ უკრაინაში“, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ხელისუფლებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველო რუსეთთან დაპირისპირებულ „სიკეთის ბანაკში“ არ არის.

„გაგახსენებთ ჩვენზე არანაკლებ გმირ ჩეჩენ ხალხს, რომლებმაც ძალიან მძიმე ომი იომეს და გენოციდი მოხდა ამ ხალხის, რუსებმა ამოწყვიტეს, ფაქტობრივად, დიდი პროცენტი ამ ხალხის. ჩეჩნეთის ახალგაზრდები, იმ გმირების, სავარაუდოდ, შვილები, დღეს ამბობენ, რომ პუტინის მგლები არიან და გაწყვეტენ უკრაინელებს. არ არიან ჩეჩნები არც ჩვენზე მშიშარები, არც ჩვენზე მხდალები, არც ჩვენზე ნაკლებად მეომრები, მაგრამ ეს არის ბედის და ერის ტრაგედია. აქედან გამომდინარე, თუ რამე, რასაც მე კიდევ უფრო მძიმეს და მიუღებელს მოველი, ეს არის ქართული სახელმწიფოს პირდაპირი დახმარება რუსეთის ფედერაციისთვის უკრაინისა და სიკეთის წინააღმდეგ ამ ომში. პოლიტიკურად და ისტორიულად ორი ხაზი არსებობს: ერთი არის ბოროტება, რომელიც მეზობელ სახელმწიფოს გენოციდს უწყობს და მეორე არის სიკეთის ბანაკი, სადაც ჩვენ დღეს არ ვართ“, – განაცხადა მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ეთერში.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Саснович вышла в третий раунд турнира WTA-1000 в Риме






Путин снял Шойгу с поста министра обороны РФ

14 мая в Москве состоится благотворительный концерт Московского Синодального хора

Дети из Узбекского землячества Бурятии увидели театр кукол «Ульгэр»: Россия и Культура

Биография Андрея Белоусова: что известно об и. о. первого вице-премьера России