Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

ლია და მიხეილ ვოდე: ვერ წარმოვიდგენდით, რომ სპეციალური ოპერაცია ჩატარდებოდა ორბელიანის სასახლიდან ხუთი ტილოს გასატანად, რომლებიც…

0

“სიმონ დადიანის საფრანგეთში მცხოვრები ნათესავების ლია და მიხეილ ვოდე თხოვნით ვდებ ღია წერილს კულტურის მინისტრ ქალბატონ თეა წულუკიანისადმი.
თეა წულუკიანი Thea Tsulukiani, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ლია და მიხეილ ვოდემ 2017 წელს უანგაროდ გადასცეს საქართველოს თავის საკუთრებაში არსებული სიმონ დადიანის 22 ნამუშევარი.
ღია წერილი კულტურის მინისტრს. 2017 წელს საქართველოსათვის ჩვენი წინაპრის, სიმონ დადიანის ნამუშევრების გადაცემით, მისი სურვილი შევასრულეთ, რამდენადაც სიცოცხლეში სიმონ დადიანმა ასე განაცხადა: „მსურს ჩემი ნამუშევრები გადაეცეს საქართველოს, როდესაც ის იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი, რათა ისინი ყველამ გაიცნოს ჩემს სამშობლოში, რომელიც 5 წლის ასაკში დავტოვე“.

ამ სურვილის აღსასრულებლად ჩვენ ვთხოვეთ ჩვენი ბავშვობის მეგობარს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც იმ დროს საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, რომ დავეკავშირებინეთ კულტურის სამინისტროსთან, რათა ჩვენი გეგმა უფრო ადვილად განგვეხორციელებინა. ამის შედეგად სიმონ დადიანის სურვილი აღვასრულეთ საქართველოს საელჩოში საფრანგეთში, სადაც ხელი მოვაწერეთ ჩვენს საკუთრებაში არსებული ნამუშევრების საქართველოსადმი გადაცემას.

ადრეც გვჯეროდა და დღესაც გვჯერა, რომ საქართველო შეასრულებს დაკისრებულ მოვალებას. ვერ წარმოვიდგენდით, რომ სპეციალური ოპერაცია ჩატარდებოდა ორბელიანის სასახლიდან ხუთი ტილოს გასატანად, რომლებიც ხელოვნების სასახლიდან წერილობითი შეთანხმების შედეგად გადაეცა პრეზიდენტის სასახლეს. საქართველომ პასუხისმგებლობა აიღო, რომ ამ ნამუშევრებს გააცნობდა საზოგადოებას. სად, თუ არა ორბელიანის სასახლეში, შეიძლება ამ ტილოების დათვალიერება.

რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, საქართველოს დიდი შრომა არ გაუწევია ამ ტილოების პოპულარიზაციისთვის, რაც დასანანია. პრეზიდენტის სასახლე სწორედ ამის საშუალებას იძლევა.

ქალბატონო მინისტრო, ხელოვნებას არ უყვარს ზეწოლა. დართეთ ნება, რომ ხალხმა იხილოს ეს ნამუშევრები და შესრულდეს საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან 2017 წელს აღებული ვალდებულება.

ლია ვოდე მდივანი
მიხეილ ვოდე მდივანი,” – აღნიშნულ წერილს სოციალურ ქსელში სიმონ დადიანის დის შვილიშვილი, მია ღვინიაშვილი ავრცელებს.

შეგახსენებთ, 13 თებერვლას ორბელიანების სასახლეში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა. სიმონ დადიანის ხუთი ნამუშევარი, რომელიც პრეზიდენტის ორბელიანების სასახლეში ინახებოდა, ხელოვნების სასახლეს დაუბრუნდა.  მიზეზი ერთ-ერთი ტილოს დაზიანებაა.

ნებისმიერი ფაქტი, რომელიც პრეზიდენტს უკავშირდება და წარმოადგენს ამ ინსტიტუტზე თავდასხმას ან ამის მცდელობას, პოლიტიკურია, – ასე ეხმაურება განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კონსტანტინე ნაცვლიშვილი აღნიშნულ ფაქტს და აცხადებს: სვიმონ დადიანის ნამუშევრები პრეზიდენტის შუამდგომლობით, პრეზიდენტის ერთ – ერთმა უახლოესმა ოჯახმა საქართველოს საჩუქრად გადმოსცა. ეს არის დაახლოებით 30 ნამუშევარი, რომელიც ხელოვნების სასახლეში ინახება. ამ ნამუშევრების ნაწილი ექსპონირებული იყო ორბელიანების სასახლეში. ჩვენი მიზანი გახლავთ, რომ ერთობის საფუძველი შეიქმნას ქართულ ემიგრაციულ კულტურასა და დღევანდელ საქართველოს შორის. ამიტომ ყოველ მსგავს ფაქტს, რაც ძველ ემიგრაციას უკავშირდება, ასევე თანამედროვე უცხოეთში მყოფ ქართველ ხელოვანებს, გულისხმიერებით ვეკიდებით და ვცდილობთ, საქართველოში ამ ნამუშევრების გამოფენა ან დროებითი ექსპონირება მოხდეს.

რაც შეეხება ამ ნამუშევრების დაზიანებას – ამ ნამუშევრებმა საქართველომდე ძალიან დიდი გზა გამოიარა. თავის დროზე დასაწყობებული იყო ამერიკაში, შემდეგ პარიზში, საიდანაც ჩამოვიდა საქართველოში. საქართველოში ორ სხვადასხვა სივრცეში იყო ექსპონირებული. ათეულობით ნამუშევრიდან მხოლოდ 5 შეირჩა ხელოვნების სასახლის მიერ ჩვენთან გამოსაფენად. ვერ დგინდება, დაზიანებები (რაც არ ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს) სად იქნა მიყენებული – ჩვენთან თუ ჩვენს სასახლეში უკვე დაზიანებული მოვიდა. საერთოდ, მსგავსი ბრალდებებს, რასაც თვალს ვადევნებდით და სამინისტროს მხრიდან დღეს გაჟღერდა, მიჩვეულები ვართ. ამიტომ ჩვენთვის ეს ახალი არაა. ერთგული ვრჩებით იმ პოლიტიკის, რომ აუცილებლად უნდა შეივსოს საქართველოს მუზეუმები ხელოვნების ახალი ნიმუშებით, მით უფრო საქართველოს ემიგრაციიდან.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Уимблдон

Медведев рассказал, как ударился головой перед матчем с Уиллисом на Уимблдоне в 2016 году






Во Владимир 16 мая прибудет Казанская икона Божией Матери

«Угроза нового заморозка»: Позднякова предупредила дачников об ухудшении погоды

Стоматолог Ланцева: хруст в челюсти не опасен в одном случае

Дептранс рассказал о правилах перевозки животных в каршеринге