Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

წულუკიანი: წარმოვიდგინოთ, ფიროსმანი გაცოცხლდა და გაიტაცა თავისი რომელიმე ნამუშევარი

0
წულუკიანი: წარმოვიდგინოთ, ფიროსმანი გაცოცხლდა და გაიტაცა თავისი რომელიმე ნამუშევარი

ფოტოგრაფ სანდრო სულაბერიძის შესახებ ილაპარაკა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „პოსტივის" ეთერში. მინისტრმა ილაპარაკა იმაზე, რამდენად მიზანშეწონილია, „საკუთარი ნამუშევრის გატაცება". 

„თავიდან გალერეის ხელმძღვანელობა და გუნდი დაბნეული იყო, იმიტომ, რომ არ იყო მათთვის ცნობილი, რომ მხატვარმა გაიტაცა საკუთარი ნამუშევარი. თუმცა, რაც არ უნდა შენი ნამუშევარი გაიტაცო გალერეიდან.... მაგალითად, რომ წარმოვიდგინოთ (მოვესწარით ასეთ ბედნიერ დღეს მე და თქვენ), ფიროსმანი გაცოცხლდა, გამოგვეცხადა გალერეაში და გაიტაცა თავისი რომელიმე ნამუშევარი. ექნებოდა თუ არა მას ამისი უფლება? ძალიან ფილოსოფიური და საინტერესო კითხვაა. თუ მივცემდით [ამის უფლებას], მერე იმასაც დავაყოლებდით, რომ ფიროსმანი, ფიროსმანია, მაგრამ, ვინაიდან გალერეა არის სახელმწიფო სივრცე, ეს არ არის კერძო ადგილი, სადაც ადამიანები იკრიბებიან და რასაც უნდა იმას აკეთებენ. ჩვენ გალერეისგან მაქსიმალურად შევქმენით თავისუფალი სივრცე, რომელიც მანამდე მხატვრებისთვის იყო სრულად ჩაკეტილი. ჩვენ ეს გავხსენით და ალბათ შეიძლება, ვიყოთ ეჭვმიტანილი იმაში, რომ ჩვენ მართლაც ვთვლით, რომ ხელოვნება თავისუფალია და გალერეა ეკუთვნის მხატვრებს“, - თქვა თეა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრის განცხადებით, ხელოვანები თავად დათანხმდნენ „სახელმწიფოს სივრცეში" ნამუშევრების განთავსებას. 

„როდესაც შენ თანხმდები, რომ სახელმწიფო სივრცეში შემოხვიდე და შენი ნამუშევარი ორგანიზატორს გადასცე, უკვე „ათინათი“ ეროვნულ გალერეასთან ერთად პასუხისმგებელია, რომ შენი ნახატი დაიცვას. როდესაც მხატვარმა გაიტაცა (თურმე შემდეგ აღმოჩნდა) თავისივე ნახატი, რა თქმა უნდა, პირველივე სწორი რეაქცია იყო ის, რომ გალერეას შეეტყობინებინა შესაბამისი ორგანოსთვის", - აღნიშნა წულუკიანმა. 

ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილემ სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

ამის გამო, იმავე დღეს, საქმის წარმოება დაიწყო ქურდობის მუხლით.

ფაქტს 12 თებერვალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ეროვნული გალერეის დირექტორი, მაცაცო გაბუნია და სანდრო სულაბერიძის გადაწყვეტილებას „ინფანტილური მავნებლობა“ უწოდა. ის ამბობდა, რომ კანონისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა. გამოფენის მსვლელობისას დაიკარგა ნამუშევარი და ამის შესახებ მან თავად განაცხადა პოლიციაში.

11 თებერვალს გამოფენის, „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილეებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც დაგმეს თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული ორგანიზაციების და ხელოვანების მიმართ "ანტაგონიზმი და რეპრესიები".

11 თებერვალს მსგავსი განცხადება, სადაც დაგმობილი იყო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, გაავრცელა საქართველოს პენცენტრმაც.

რუსთაველის გამზირზე, ეროვნული გალერეის წინ, სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციას გამართეს გზავნილით „ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია“.

მოგვიანებით, ეროვნულ გალერეაში გახსნილი ჯგუფური გამოფენის მონაწილე ხელოვანებმა, ანდრო დადიანმა და შოთიკო აფციაურმა საკუთარი ნამუშევრის დაბრუნებას მოითხოვეს.

14 თებერვალს სანდრო სულაბერიძის საქმეზე შსს-მ გამოძიება შეწყვიტა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Азаренко вышла в 1/16 финала турнира WTA-1000 в Риме






Тороп берет: как вратарь ЦСКА повлиял на расклад в чемпионской гонке

Заснять порчу: как мошенники наживаются на ими же сломанных смартфонах

NE: США паникуют из-за вызванной Путиным массовой эвакуации золота из банков

Лещенко: напишу песню, если "Динамо" станет чемпионом