Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

პარლამენტის ბიურო განიხილავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების საკითხს

0
პარლამენტის ბიურო განიხილავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების საკითხს

20 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ბუირო განიხილავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების სახითხს.

კანონპროექტი, რომელიც ინცირებულია „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი ჯგუფის („ხალხის ძალა“) მიერ, უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს კი აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.

კანონპროექტით, ორგანიზაციები ვალდებული არიან ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია.

კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ჩაატაროს კვლევა. ცვლილებებით გათვალისწინებულია ჯარიმებიც. კერძოდ:

უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარით

თუ ორგანიზაცია (იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში) არ შეავსებს განაცხადის ფორმას, დაჯარიმდება 10 ათასი ლარით

ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში ორგანიზაცია დამატებით დაჯარიმდება 10 ათასი ლარით

კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენისთვს ორგანიზაცია დაჯარიმდება 20 ათასი ლარით




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Уимблдон

Финалистка юниорского Уимблдона-2023 получила временное отстранение за допинг






НПЗ Газпром нефтехим Салават остановил установку каткрекинга после атаки БПЛА

В Москве конфликт в ТЦ закончился стрельбой

Рейс Москва-Гуанчжоу экстренно приземлился в Иркутске

12 мая в Москве ожидается облачная погода с прояснениями