Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

დიდთოვლობის გამო ცხინვალის რეგიონში სოფლების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი

0
დიდთოვლობის გამო ცხინვალის რეგიონში სოფლების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი

უამინდობა პრობლემებს ქმნის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ორი დღის განმავლობაში. ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი სოფლების ნაწილი. 20 თებერვალს, საღამოს ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიის შედეგად, დენის მიწოდება შეუწყდა ხეთაგუროვოს, დმენისს და ტბეთს. ელექტროგადამცემ ხაზზე აღდგენით სამუშაოებს უამინდობა უშლიდა ხელს. სოფლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ 21 თებერვალს, საღამოს გახდა შესაძლებელი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ს ოკუპირებული ცხინვალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ინალ ბაზაევმა უთხრა.

უამინდობამ პრობლემები შექმნა ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე. ზვავსაშიშროების გამო ტრანსკავკასიური მაგისტრალი მეორე დღეა დაკეტილია. მაგისტრალის ჩრდილოეთ ოსეთის მონაკვეთზე თოვლის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აღნიშნეს, რომ გზაზე მეწყერიც ჩამოწვა.

„მაგისტრალის ჩრდილოეთ ოსეთის მონაკვეთზე სამუშაოები დიდია, მაგრამ საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები გვპირდებიან, რომ გზას საღამომდე გაასუფთავებენ. სამხრეთის მხრიდან ორი ზვავი ჩამოვიდა და საგზაო სამსახურები დილიდან მუშაობენ“, - აცხადებენ დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში.

საავტომობილო მოძრაობა ცხინვალის რუსეთთან დამაკავშირებელ მაგისტრალზე 20 თებერვალს ზვავსაშიშროების გამო შეჩერდა. ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება ხოლმე. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Елена Рыбакина напугала болельщиков перед защитой титула






Во время магнитных бурь дачникам порекомендовали снизить темп работ

Ушёл из жизни один из первых газовиков Якутии

LILA и проект Munterra открыли арабский лаундж в центре Москвы

Композитор из рода Аксаковых. Часть 2