Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

სალივანი: ვარშავაში ბაიდენის გამოსვლა არ იქნება პირდაპირი პასუხი პუტინის დღევანდელ სიტყვაზე

0
სალივანი: ვარშავაში ბაიდენის გამოსვლა არ იქნება პირდაპირი პასუხი პუტინის დღევანდელ სიტყვაზე

ვარშავაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამოსვლა, რომელიც სამშაბათს შედგება, არ იქნება პირდაპირი პასუხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დღევანდელ გამოსვლაზე, რომელშიც, სხვათა შორის, მან განაცხადა, რომ რუსეთი წყვეტს მონაწილეობას სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულებაში. ამის შესახებ განაცხადა ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა.

მან განაცხადა, რომ ბაიდენი უკრაინის ომთან დაკავშირებულ რაიმე დეტალებზე კი არ ილაპარაკებს, არამედ მოხაზავს დემოკრატიებისა და ავტორიტარული რეჟიმების ურთიერთდაპირისპირების უფრო ფართო სურათს, მათ შორის „დაგმობს აგრესორებს, რომლებიც ფუნდამენტური პრინციპების მოშლას ცდილობენ“.

მანამდე ამერიკის ოფიციალური პირები იტყობინებოდნენ, რომ ბაიდენის გამოსვლაში შევა ასევე რუს ხალხისადმი მიმართვა. გამოსვლა, ისევე როგორც უკრაინასა და პოლონეთში აშშ-ის პრეზიდენტის მოგზაურობა, ეძღვნება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავს.

სამშაბათს ბაიდენი ვარშავაში შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას. ბაიდენის გამოსვლა თბილისის დროით 20:30-ზეა დაგეგმილი.

გუშინ ბაიდენი მოულოდნელად ჩავიდა კიევში, სადაც უკრაინის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ დაუდასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა.

ვლადიმირ პუტინის დღევანდელ მიმართვაზე ლაპარაკისას სალივანმა „აბსურდული“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ ბრალდებას, რომ თითქოს დასავლეთი აგრესიას ეწევა რუსეთის წინააღმდეგ. „რუსეთს არავინ ესხმის თავს,“ აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. მისი სიტყვებით, პუტინმა თავად აირჩია ომი, რომელიც შეიძლება შეწყდეს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი გადაწყვეტს მის შეწყვეტას და ჯარების გაყვანას.

სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვში აშშ-ის ელჩი ლინ ტრეისი გამოიძახა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩს „დემარში გაუკეთეს უკრაინაში ვაშინგტონის ჩართვის გაფართოებასთან დაკავშირებით“. საქმე ეხება შეიარაღების მიწოდებასა და „სამიზნეებზე ინფორმაციის გადაცემას რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიშების განსახორციელებლად“. აშშ-ის საელჩოს რეაქცია ჯერჯერობით არ გამოუხატავს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Рафаэль Надаль

Рафаэль Надаль первым в истории тенниса выиграл 200 матчей на грунтовых «Мастерсах»






До городских кладбищь в православные праздники можно будет добраться на бесплатных автобусах

Слёзы ветеранов и майский снег: "Гигарама" показала Парад Победы на Красной площади в деталях

Спасатель объяснил, была ли у погибших пассажиров возможность эвакуироваться из затонувшего автобуса

Экс-игрок Деменко предрек "Краснодару" проблемы с составом