Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

ზურაბიშვილი მკაცრად გმობს მინსკში ლუკაშენკასა და ბჟანიას შორის შეხვედრას

0
ზურაბიშვილი მკაცრად გმობს მინსკში ლუკაშენკასა და ბჟანიას შორის შეხვედრას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის" ანგარიშზე გამოეხმაურა მინსკში ბელარუსის ავტორიტარ პრეზიდენტთან რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას შეხვედრას. 

„მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკას „ოფიციალურ შეხვედრას" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტთან", - წერს ზურაბიშვილი. 

საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთში ლუკაშენკას ჩასვლასაც იხსენებს. ბელარუსის ავტორტარი ლიდერი 2022 წლის სექტემბერში ასლან ბჟანიას ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკზე" შეხვდა.

„ლუკაშენკას სოხუმში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულებელყოფა იყო, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. 

მინსკში ბელარუსის ავტორიტარ პრეზიდენტს ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შორის გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. საგარეო უწყება ბელარუსს მოუწოდებს პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ბჟანიასთან შეხვედრაზე „შესანიშნავი ქვეყანა“ უწოდა საქართველოს რეგიონს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს.

ლუკაშენკას განცხადებით, "რატომღაც, ქართველები, საქართველოს ხელმძღვანელობა მწვავედ რეაგირებენ" ბჟანიასთან მის შეხვედრებზე.

„ნუთუ, ადამიანებს შორის, ხალხებს შორის არ შეიძლება იყოს ნორმალური, თბილი, მეგობრული ურთიერთობები... იქნებ, ამ ურთიერთობებმა ხელი შეუწყოს მშვიდობას და მეგობრობას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის. ჩვენ ხომ თქვენთან ერთად არასდროს დაგვიგეგმავს არანაირი აქცია თბილისის წინააღმდეგ", - უთხრა ლუკაშენკამ ბჟანიას.

ბელარუსის ავტორიტარ მმართველს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ახლო მოკავშირეობის მიუხედავად, ოფიციალურად დღემდე არ უღიარებია მოსკოვის მიერ, 2008 წლის აგვისტოში "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" გამოცხადებული აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი".

2022 წლის სექტემბერში, ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Уимблдон

Финалистка юниорского Уимблдона-2023 получила временное отстранение за допинг






Лукашенко разыграл сценку с военными, неуклюже оправдываясь за то, что ему стало плохо на параде в Москве

Офицер Росгвардии приняла участие в прямом радиоэфире «Все для Победы» на Ямале

Не знала, что в прямом эфире: во время трансляции парада в Москве корреспондентка провела разминку голосовых связок

Пара из новосибирского села Локти сыграет свадьбу на ВДНХ в Москве