Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

არაჯანსაღი თვითკრიტიკა – როგორ ვებრძოლოთ უარყოფით ფიქრებს

0

საკუთარი თავის სხვებთან შედარება, მისთვის ულტიმატუმების დაყენება, მხოლოდ ნეგატივზე ფოკუსირება, დაბალი თვითშეფასება, თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, მაშინ დროა, ცხოვრების წესი შეცვალოთ და სულიერი გამოღვიძების პროცესში ჩაერთოთ.

იმისათვის, რომ პრობლემა აღმოფხვრათ, საჭიროა, გაიგოთ, საიდან მომდინარეობს იგი. მაგალითად, დაბალი თვითშეფასებით ის ადამიანები გამოირჩევიან, რომლებსაც ბავშვობაში მუდამ საყვედურობდნენ, მათ მიღწევებს უგულებელყოფდნენ და სხვა ბავშვებს ადარებდნენ. უნდა გაიაზროთ, რომ ეს არ არის ჯანსაღი და არ ხართ ვალდებული ასე ცხოვრება გააგრძელოთ.

გამოიწვიეთ თქვენი უარყოფითი ფიქრები. თუ ამბობთ, “მძულს საკუთარი თავი”, ჰკითხეთ მას, “რატომ”? ის, რომ არ მოგწონთ, როგორც გამოიყურებით შესაბამის სამოსში ან ის, რომ სამსახურში საქმე კარგად არ მიგდით, საკმარისი მიზეზი ნამდვილად არ არის, რომ საკუთარი თავი გძულდეთ და მისით არ ამაყობდეთ. ყველა ეს ფიქრი არარეალური, არასწორი და არაფრისმომცემია.

საკუთარ თავზე ზრუნვა, ტრამვებისგან გათავისუფლება, განკურნება, ხანგრძლივი პროცესებია და პრაქტიკას მოითხოვს. ყოველთვის ეცადეთ ესაუბროთ საკუთარ თავს პოზიტიურად. არ მისცეთ ცუდ ფიქრებს თქვენს გონებაში დარჩენის და იქ ადგილის დაკავების უფლება. გაიხსენეთ, ყველაფერი კარგი, რაც გაგიკეთებიათ ან თქვენს ცხოვრებაში მომხდარა, თუნდაც უმნიშვნელოდ გეჩვენებოდეთ. ნეგატიური ფიქრები უფრო ძლიერია, ვიდრე პოზიტიური, ამიტომაც ახერხებს ხშირად ადამიანისთვის ხელის შეშლას. უბრალოდ არ უნდა მოუსმინოთ შინაგან, არაჯანსაღ კრიტიკას.

გაატარეთ მეტი დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად და თუ ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდება, მაშინ აუცილებლად ითხოვეთ დახმარება. მიმართეთ სპეციალისტს და გაიარეთ შესაბამისი თერაპიის კურსი.

წყარო/ფოტო: The Fact Site




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Хачанов победил Шевченко во втором круге турнира ATP в Риме






Путин: Товарооборот России и Армении побил рекорд

«Динамо» — русский «Байер»! Москвичи забили в Калининграде на 93-й и 99-й минутах и открыли себе дорогу к чемпионству

Встреча предпринимателей «Бизнес.ReStart» прошла в Химках

СК возбудил уголовное дело по факту гибели ребенка на западе Москвы