Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

გია ხუხაშვილი: მიშა-ბიძინას დაპირისპირება მხოლოდ სიძულვილზე დგას. მიშას და ბიძინას დაპირისპირებამ გადაიყოლა ეს ქვეყანა

0

„მიშას და ბიძინას დაპირისპირებამ გადაიყოლა ეს ქვეყანა“, – ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, მიშა-ბიძინას დაპირისპირება მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილზე დგას.

გია ხუხაშვილის განცხადებით, მიშამ და ბიძინამ მომავლის არჩევანი ჩაუკეტეს ქვეყანა.

„ამ მიშას და ბიძინას დაპირისპირებამ გადაიყოლა ეს ქვეყანა. მიშა ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და ჯანმრთელი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ბიძინა და მიშაა ეს ქვეყანა?!

საზოგადოების გარეშე პოლიტიკოსები არ არსებობენ, მთავარია საზოგადოება შერიგდეს და შერიგება კომპრომისის საფუძველზე ხდება და სად არის ეს კომპრომისი?! ეს კომპრომისი იქ არის რომ, ორივეს უარი უნდა  ვუთხრათ, ეს მიშა-ბიძინას დაპირისპირება მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილზე დგას, წარსულსა და აწმყოს შორის მიდის დაპირისპირება, ხერგავს ეს ყველაფერი მომავლისკენ მიმავალ გზას. ადამიანებს სულ სხვა პრობლემები აწუხებთ, სულ სხვა პრობლემები უნდათ იყოს პოლიტიკური დღის წესრიგში.

ამ ადამიანებმა ჩაკეტეს, მომავლის არჩევანი ჩაუკეტეს ქვეყანას და ეს გრძელდება უსასრულოდ, არ მთავრდება და არ მთავრდება. ამიტომ საზოგადოებას ვეუბნები, ორივეს უარი უნდა ვუთხრათ. რა თქმა უნდა, მიშა უნდა გაუშვან, წავიდეს და თავის ჯანმრთელობას მიხედოს, ბიძინაც უნდა ჩაირეცხოს პოლიტიკურად ერთხელ და სამუდამოდ. წარსულიც მანკიერი გვქონდა, აწმყოც მანკიერი გვაქვს, ჩვენ გვინდა უკეთესი მომავალი“, – აცხადებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Касаткина обыграла Марию и вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме






Губернатор Подмосковья Воробьев: еще рано говорить, что будет на месте "Крокуса"

Россия заменила турбины "Сименс" отечественными ГТД-110М

Рэпер Xzibit анонсировал возвращение знаменитого шоу «Тачку на прокачку»

Россиянкам раскрыли четыре чудо-процедуры против морщин и старения кожи