Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

ზურაბ ჯაფარიძე: ამ ბრძოლასაც მოვიგებთ! ამათაც მოვიშორებთ და ნორმალურ ქვეყანასაც ავაშენებთ

0

თუ კიევი დაეცემოდა, გასაგებია, რა დაემართებოდა ჩვენს ქვეყანას, დავკარგავდით ყველაზე ძვირფასს, რაც გვაქვს – დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ პარტია ,,გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც მან უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგეს იმედი, რომ ქვეყნის აშენება კიდევ შესაძლებელია, თუმცა აქციაზე შეკრებილი ხალხი ამ აზრის უარყოფაა. პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა აქციაზე მისულებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„24 თებერვალი არის თარიღი, როცა ჩვენ თვალწინ, სამყარო ორად გაიყო. ერთი წლის წინ ამ დღეს მთელ ცივილიზებულ სამყაროს სჯეროდა, რომ სამ დღეში კიევი დაეცემოდა. თუ ეს მოხდებოდა, გასაგებია, რა დაემართებოდა ჩვენს ქვეყანას, დავკარგავდით ყველაზე ძვირფასს, რაც გვაქვს – დამოუკიდებლობას. მიუხედავად ამისა, მერე სასწაული მოხდა. პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, როგორ გააჩერეს უკრაინელებმა ბოროტების იმპერია და მე შეიძლება ცხოვრებაში მეორედ მოვესწრო ამ იმპერიის რღვევას. 24 თებერვალს მორალსა და ამორალურობას შორის, თეთრსა და შავს შორის ძალიან მკვეთრი ხაზი გაივლო.

ის, რომ დღეს თქვენ აქ ხართ, ნიშნავს იმას,რომ თქვენ ამის ახსნა არ გჭირდებათ. არ გჭირდებათ იმის გაგება, ამ ბრძოლაში ვინ არის სიკეთის მხარეს და ვინ – ბოროტების. საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან იმის გამო გარბიან, რომ მათ დაკარგეს იმედი. არ სჯერათ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ქვეყნის აშენებას, მაგრამ თქვენ დღეს აქ რომ დგახართ, ეს ამ აზრის უარყოფაა. ყველაფერი შეგვიძლია! ამ ბრძოლასაც მოვიგებთ, ამათაც მოვიშორებთ!

დიდება უკრაინას და დიდება საქართველოს!“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Азаренко вышла в 1/16 финала турнира WTA-1000 в Риме






Уехавший из Польши судья Шмидт представил единственный секретный документ

Капсула с тульской землей будет храниться в «Орленке»

Уличного кота спасли от волков в вольере Московского зоопарка

Суд заключил под стражу влетевшего в Троицкий мост в Петербурге лихача