Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

ვაშაძე: ისევ დაგვჭირდება შეკრებები და კოორდინირებული და გაბედული ქმედებები

0
ვაშაძე: ისევ დაგვჭირდება შეკრებები და კოორდინირებული და გაბედული ქმედებები

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე საორგანიზაციო ჯგუფის სახელით სიტყვით გამოსვლისას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ მათი მთავარი მიზანია, არ მისცენ საქართველოს ხელისუფლებას საშუალება, გადაუხვიოს ევროატლანტიკური გზიდან. მან თქვა, რომ უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე არ სურს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და გეგმებზე საუბარი, თუმცა დემონსტრანტები გააფრთხილა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის ასეთი ბევრი შეკრება და "გაბედული ქმედებებია" საჭირო.

"დღევანდელ დღეს ჩვენ ცივილიზებულ სამყაროს ყველამ ერთად გავუგზავნეთ გზავნილი, სად დგას საქართველო, სად არის საქართველო, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირსაც და ნატოსაც. ჩვენ დავანახეთ მსოფლიოს, რომ ჩვენი ადგილი ევროკავშირის და ნატოს გვერდითა, რომ ჩვენ დღეს უკრაინის გვერდით ვდგავართ.

ჩვენ წინ დიდი ბრძოლები გვაქვს, პირველ რიგში ევროკავშირში და ნატოში წევრობისკენ. ამიტომ, ისე როგორც ერთობით შევძელით დღევანდელი დღე, ასევე ერთობით გავაგრძელებთ სვლას დიდი გამარჯვებისკენ. ჩვენი მთავარი მიზანია არ მივცეთ შესაძლებლობა ქართულ ოცნებას, აგვაცდინოს ევროინტეგრაციის გზას და მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს. სწორედ ამ საკითხისთვის მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეკრება, მაგრამ ამის მისაღწევად ეს საკმარისი არ არის" - თქვა გიორგი ვაშაძემ და ჩამოთვალა, რას გეგმავს მომავალი თვეების განმავლობაში.

პირიდაპირ დავიწყოთ საუბარი და მოლაპარაკებები დასავლეთთან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და დავუდგეთ გვერდში ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩაგრავს არსებული სისტემა.

ვიმოქმედოთ გეგმაზომიერად იმისთვის, რომ წლის ბოლოს მოვიპოვოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც ნიშნავს უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ჩვენთვის.

ყველა ეს ქმედება განვახორციელოთ ერთად, სწორედ ისე, როგორც გავაკეთეთ დღევანდელი დღე.

"ეროვნული ენერგია სჭირდება საქართველოს. ერთი აქციით გარდამტეხი ცვლილებები არ მიიღწევა, ისევ დაგვჭირდება შეკრებები და ერთიანი, კოორდინირებული და გაბედული ქმედებები, რაც ყველაზე საჭიროა. მთავარია შევთანხმდეთ მთავარ ეროვნულ საკითხებზე: ტერიტორიული მთლიანობა და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. ამ გზაზე მთავარი დაბრკოლება სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაა, რომლის ცვლილებაც ჩვენი და თქვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა. დღეს ბევრს საუბრობენ მშვიდობაზე, მაგრამ მშვიდობა არ არსებობს თავისუფლებისა და გამარჯვების გარეშე"- თქვა გიორგი ვაშაძემ. მისი გამოსვლით დასრულდა აქციაც რუსთაველის გამზირზე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა და რომელზეც ათასობით ადამიანი მივიდა.

აქციის ფინალური ნაწილი საქართველოსა და უკრანის ჰიმნები იყო.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Открытый чемпионат Италии: Новак Джокович получил сильный удар после выхода в третий раунд после Корантена Муте | Теннисные новости






Полиция Тель-Авива использовала водомёты для разгона митингующих

6-летний сын актрисы Марианы Дердерьян погиб при пожаре из-за решеток на окнах

Клуб «Ночные волки» открыли мотосезон в столице

Мошенники начали создавать фейковые сайты по продаже авиабилетов