Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

გიორგი ვაშაძე: მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, სად დგას საქართველო, ეს არის საქართველო, თქვენ ხართ საქართველო და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ

0

დღეს, როცა ომის დაწყების ერთი წლის თავზე, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები უკრაინის მხარდასაჭერად კიევში შეიკრიბნენ, საქართველოს ხელისუფლება იქ არ არის, რაც ყველასთვის ნათელი გზავნილია – ისინი არ გულშემატკივრობენ უკრაინას , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მაშინ, როცა ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობა ჩნდება, ხელისუფლება ამის საპირწონედ მოქალაქეებს რუსეთ-საქართველოს ფრენების აღდგენას სთავაზობს, რაც ვაშაძის თქმითვე, ქართველი ხალხის არჩევანი არ არის.

„ამაყი ვარ თქვენთან ერთად, რომ ამდენი შევიკრიბეთ დღეს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, სად დგას საქართველო, ეს არის საქართველო, თქვენ ხართ საქართველო და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

დღევანდელი დღე უკრაინის სოლიდარობას ეძღვნება, დღეს ერთი წელი გავიდა რუსული ტერორისტული სახელმწიფოს მიერ უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმიდან და აქედან მივესალმებით უკრაინას, უკრაინელი ხალხის გმირულ ბრძოლას თავისუფლებისთვის, ერთიანობისთვის და გამარჯვებისთვის. აქ შეკრებილი ადამიანების სახელით ყველა პატრიოტი ქართველის სახელით მინდა მივესალმო გმირ პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, გმირი ხალხის იმ გმირ პრეზიდენტს, რომელმაც მტრების ჯინაზე, არათუ 3 დღით შეაკავა რუსული ურდო, რუსული ბოროტების მანქანა, არამედ, მთელი 365 დღეა, წარმატებით ანადგურებს მას და ამით გადაარჩინა მთელი ცივილიზებული სამყარო, გადაგვარჩინა ჩვენ, გადაარჩინა ჩვენი სამშობლო, საქართველო, რუსული აგრესიის და სრული ოკუპაციისგან. საქართველო თქვენთან დგას და ჩვენ ერთიანი ვართ ამ სულისკვეთებაში!

ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღე გვიმტკიცებენ, რომ თურმე, ამ სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებაში უნდა ვიყოთ ჩუმად, უნდა დავიმალოთ ჩირგვებში, თურმე, არ უნდა ვისაუბროთ, რომ რუსეთი მტერია, რუსეთი ოკუპანტია, თურმე, გამოსავალია, თვალი დავხუჭოთ იმაზე, რომ ჩვენი ძირძველი კუთხეები, აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მინდა მივმართო ყველა ამ ვაი ქართველს, რომ საქართველო და უკრაინას ჰყავს საერთო მტერი და სწორედ ამიტომ, ჩვენ სოლიდარული ვართ უკრაინის, რადგან საქართველოს და უკრაინის თავისუფლებას ერთი და იგივე საფრთხე ემუქრება, სოლიდარულები ვართ უკრაინის, რადგან ეს ჩვენი ბრძოლაა, სოლიდარულები ვართ, რადგან როცა საქართველოს გაუჭირდა 2008 წელს, როცა მტერი რუსეთი დაგვესხა თავს, უკრაინის პრეზიდენტი იდგა აქ, ჩვენთან ერთად და მან ჩვენთან ერთად შეაკავა ეს ბოროტების იმპერია. სოლიდარულები ვართ, რადგან რუსეთის დამარცხება ჩვენი გამარჯვებაა, დიახ, ჩვენი გამარჯვებაა და ამ გამარჯვებას უკრაინელ ხალხთან და მსოფლიოსთან ერთად ვიზეიმებთ. სწორედ, ამიტომ განსაკუთრებული მადლობა, უდიდესი პატივისცემა გვინდა გამოვხატოთ იმ გმირების მიმართ, ვინც თავი შესწირა ამ ბრძოლას. გვინდა გავამხნევოთ ის ქართველი ბიჭები, ვინც დღესაც, ამ წამს, უკრაინაში საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან! როგორი ანტიქართველი უნდა იყო, რომ ამ ადამიანებს მოქალაქეობის წართმევით დაემუქრო. საქართველო თქვენ ღვაწლს აუცილებლად დაგიფასებთ.

დღეს, როცა ომის დაწყების ერთი წლის თავზე, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ კიევში, საქართველოს ხელისუფლება იქ არ არის, რაც ყველასთვის ნათელი გზავნილია – ისინი არ გულშემატკივრობენ უკრაინას, ისინი არ არიან სოლიდარულები უკრაინის მიმართ, ისინი არ დგანან იქ, სადაც ცივილიზებული სამყარო დგას.

უკრაინაში ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა, რაც უპრეცედენტო მასშტაბის მხარდაჭერაა და არის გარანტია, რომ უკრაინა ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს ჩვენთან ერთად. ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ასევე პირადად შეხვდა მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და ამ დროს, სად არის საქართველოს ხელისუფლება? ისინი კვლავ მარია ზახაროვას მორიგ ქება-დიდებას ელოდებიან… მაშინ, როცა ჩნდება შესაძლებლობა ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების, ამის საპირწონედ გვთავაზობენ რუსეთ-საქართველოს ფრენების აღდგენას, ეს არ არის აქ შეკრებილი ხალხის არჩევანი, ეს არ არის საქართველოს არჩევანი, ეს არის კობახიძის, ღარიბაშვილის, ივანიშვილის არჩევანი და ეს არის ღალატის გზა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოს ისტორიასთან, ჩვენს აწმყოსთან და ჩვენ მომავალთან, ეს არის „ქართული ოცნების“ გზა მარცხისთვის განწირული რუსული ჭაობისკენ! ეს არის შეთქმულება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მკურნალობისა და ღირსეული სიცოცხლის უფლებას არ აძლევენ, სადაც ნიკა გვარამიას სრულიად აბსურდული, გამოგონილი ბრალდებებით აკავებენ. იმ დონეზე გათავხედდნენ, დღისით, მზისით, რუსულ კანონს პუტინის მესჯებით „გვტენიან“ ქართველ ხალხს, რითაც ევროკავშირს უგზავნიან გზავნილს, რომ არ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა ვაშაძემ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Блинкова

Россиянки Аванесян и Блинкова вышли во второй тур турнира в Риме






Уехавший из Польши судья Шмидт представил единственный секретный документ

Без солнца. Эксперт объяснила, почему даже летом не хватает витамина D

Певец Григорий Лепс пожаловался на одиночество и признался, что его сердце свободно

Суд заключил под стражу влетевшего в Троицкий мост в Петербурге лихача