Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

„ვივამედის“ ექიმი სააკაშვილზე: ჩვენთან როცა მოიყვანეს, მარტო სითხეებს იღებდა, ხანდახან უთქვამს, რომ მომიტანეთ, მივიღებ, მაგრამ შეჭამდა და პირღებინება ჰქონდა

0

„კვება შეიზღუდა პროტესტის ნიშნად, ამის შემდეგ წამოვიდა წონაში კლება“, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა PALITRANEWS-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის დინამიკა უკეთესობისკენ მიდიოდა, თუმცა, საკვების მიღებაზე უარი ოქტომბერში, სასამართლო პროცესის შემდეგ თქვა.

„სტაბილური იყო, წონაში კლება მაშინაც იყო, თუმცა, ეს არ არის საგანგაშო როდესაც პატიმარი უმოძრაოდ არის. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, 4 ოქტომბერს, როდესაც პროცესი მოახლოვდა და მოსამართლე შევიდა მასთან, ამის შემდეგ მე შევედი და მაშინ გამოხატა თავისი აგრესია, ეს ნამდვილად შეტევითი ხასიათის იყო და ამის შემდეგ უკვე აღარ იღებდა მარტო მჭადს, 2 ნაჭერს, კიტრს და კომბოსტოს სალათას. ეს გადაწყტვიტა თავად, მანამდე იკვებებოდა, წვნიანებსაც იღებდა, ყველაფერს, შემდეგ კი ამის საპასუხოდ გადავიდა ასეთ კვებაზე. ჩვენთან როცა მოიყვანეს, მარტო სითხეებს იღებდა, ხანდახან უთქვამს, რომ მომიტანეთ, მივიღებ, მაგრამ შეჭამდა და პირღებინება ჰქონდა. ეს შემიძლია შევაფასო, რომ ვერ იღებდა, მაგრამ ეს თანდათანობით დავძლიეთ. დაიწყო კვება და გააფართოვა, ყველაფერს იღებდა თითქმის. იმ შეტევის შემდეგ მან აკრძალა. თვითონ შეიზღუდა პროტესტის ნიშნად. ამის შემდეგ წამოვიდა წონაში კლება. ვეხვეწებოდი, ბატონო მიშა, მეც მიყვარს მჭადი, მაგრამ ყოველ დღე ვერ მივიღებ-მეთქი. თან, ამ დროს, ის უკვე ეწეოდა ელექტრო სიგარეტს, მაგრამ მე ვუზღუდავდი და მიჯერებდა, მაგრამ შემდეგ უკვე, ძალიან ბევრს ეწეოდა და არაფერს არ იღებდა“, – ამბობს თამარ დავარაშვილი.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Потапова проиграла Остапенко во втором круге турнира WTA 1000






Настя Задорожная впервые станет мамой

Блок "Победа" заявил о восстановлении стратегического партнёрства с Россией

Грузоперевозки в РФ упали на 10% из-за проблем в расчетах с Китаем

"Динамо" обыграло "Балтику", дважды забив в компенсированное время