Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

კახეთში 2 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამას პატიმრობა შეეფარდა

0
კახეთში 2 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამას პატიმრობა შეეფარდა

ორი წლის შვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 35 წლამდე კაცს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2 წლის შვილზე იძალადა. მცირეწლოვანმა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე მრავლობითი დაზიანებები. ჰქონდა მოტეხილობებიც. ამის გამო ბავშვი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში და ამ დრომდე რჩება.  ჩვენი მოთხოვნა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესახებ დაკმაყოფილდა. პატიმრობას ვითხოვდით იმიტომ, რომ არსებობდა საფრთხე გაგრძელებულიყო დანაშაულებრივი საქმიანობა და მომხდარიყო მოწმეებზე ზემოქმედება“ - უთხრა ჟურნალისტებს თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ.

საქმე ეხება ორი წლის გოგონას, რომელიც 23 თებერვალს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და დამწვრობით გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში ბებიამ მიიყვანა. ქალი, თავდაპირველად, ამტკიცებდა, რომ მცირეწლოვანზე დედამ იძალადა, თუმცა გამოძიების ფარგლებში  პოლიციამ მცირეწლოვნის მამა დააკავა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ბრალი ნაწილობრივ აღიარა.

თავდაპირველად ფაქტზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ძალადობს გულისხმობს, თუმცა საქმის დეტალების შესწავლის შემდეგ დაკავებულს ბრალი 11 პრიმა 117 -ე მუხლით წარუდგინეს, რაც სხეული განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

პროცესი, თელავის რაიონულ სასამართლოში პროკურორის შუამდგომლობისა და ბრალდებულის ადვოკატის თანხმობით  დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Анастасия Потапова вышла во второй круг турнира WTA-1000 в Риме






Планов было громадье — чем запомнился Дегтярёв хабаровчанам (ПЕРЕКЛИЧКА)

Суперкамбэк определил нового лидера чемпионата Алипа

Гол Чалова с пенальти принес ЦСКА победу над "Зенитом" в чемпионате России

Москвичей предупредили о заморозках до утра 12 мая