Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

სროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან - გორში დაჭრილი ერთი კაცი დაიღუპა

0

გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში დღეს საღამოს სროლის ხმა ისმოდა. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ავტოსამრეცხაოსთან მყოფ ორ ადამიანს. ორივე დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა ერთი მათგანი, ირაკლი კობერიძე, კლინიკაში შეყვანისას დაიღუპა. მეორე დაჭრილის, ვანო ღვინიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულია, მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული და ახლა ოპერაცია უტარდება.

როგორც გორის სამხედრო ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა იგორ გეორგიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პაციენტს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და საოპერაციო ბლოკში გადაიყვანეს.

„სამხედრო ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოყვანილ იქნა ორი მამაკაცი მრავლობითი ცეცხლსასროლი დაზიანებებით, სავარაუდოდ აქედან, ერთი იყო გარდაცვლილი და მეორე კრიტიკულ მდგომარეობაში. ჩაუტარდა პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში. გრძელდება ოპერაციული მკურნალობა, დანარჩენს გვაჩვენებს შედეგები. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა კრიტიკულია“, - განაცხადა იგორ გეორგიანმა.

სადგურის დასახლებაში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ახლაც ტარდება. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან გასროლილი ტყვიების 20-მდე მასრა ამოიღო. ადგილზე იმყოფებოდა სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვალერიან თელიაც.

ერთ-ერთი ვერსიით, ავტოსახელოსნოში მისულ პირებს შელაპარაკება მოუვიდათ იქ დასაქმებულ ადამიანთან, შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. ამის შემდეგ სახელოსნოში დასაქმებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გამოიტანა და კობერიძისა და ღვინიაშვილის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 19-109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მუხლებით.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Александрова не смогла обыграть Саснович и покинула турнир WTA-1000 в Риме






Новые городские проекты в сотрудничестве с парком Юрия Лужкова готовит Фонд Юрия Лужкова

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»

Годовой объем рынка легальных ставок на спорт в Японии в 2023 составил €48,4 млрд

Девушка устроила пожар в ЖК «Люберецкий», очевидцы сняли мемное видео