Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

რატი იონათამიშვილი: არ გაუვათ!!!

0

ომი ვინ დაიწყო, ეს არც სტრასბურგის და არც ჰააგის განხილვის საგანი არ ყოფილა – “ნაცები” უბრალოდ იტყუებიან და ამ მზაკვრულ კითხვას ორი ადრესატი ჰყავს – “ნაცმოძრაობა” და ქალბატონი პრეზიდენტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

რამდენიმე უმარტივესი სიმართლე:

1. ომი ვინ დაიწყო, ეს არც სტრასბურგის და არც ჰააგის განხილვის საგანი არ ყოფილა – ნაცები უბრალოდ იტყუებიან და ამ მზაკვრულ კითხვას ორი ადრესატი ჰყავს – ნაცმოძრაობა და ქალბატონი პრეზიდენტი.

2. სტრასბურგის განხილვის თემა უფლებების დარღვევებს შეეხებოდა – ეს დავა მოვიგეთ.

3. ჰააგის განხილვის თემა ომის დანაშაულს შეეხებოდა – ეს დავაც მოვიგეთ.

4. ნაცებმა მთავარი მტკიცებულება, რუსული “ისკანდერის” ნაწილი დამალეს, გამოძიებას არ წარუდგინეს. ის 2013 წლის შემდეგ ჩვენს მიერ იქნა მოპოვებული და წარდგენილი.

5. ნაცებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლითაც რუსებს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზეც ხელი მოუწერეს.

6. ამ ყველაფრის ფონზე, ნაცებს კიდევ ყოფნით თავხედობა, ჰქონდეთ თემის შეტრიალების მცდელობა.

7. მთავარი კითხვა: რატომ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას იმ მოცემულობით და რა შეიძლება დაერქვას მათ ამ ქმედებას ღალატის გარდა?!

8. ნაცების დღევანდელი ნარატივი: ვინც კითხვას დასვამს, რატომ დაუჭირეს ქართველის ჯარისკაცების ომის დანაშაულში დადანაშაულებას მხარი, ის რუსეთუმე და პუტინისტია.
არ გაუვათ!!!” – წერს რატი იონათამიშვილი




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Калинская

Калинская проиграла Свитолиной и не смогла выйти в 1/8 финала турнира в Риме






«Дыхание льда»: цирк Никулина представит новое шоу в Екатеринбурге

Антонов назвал последствия для США из-за запрета на импорт российского урана

Пьяный водитель автобуса пытался дать взятку ГИБДД в Бурятии

Калининградка Ксения Август вошла в лонг-лист премии «Литературной газеты» «ГИПЕРТЕКСТ»